დვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
დვანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი
თემი დვანი
კოორდინატები 42°09′29″ ჩ. გ. 43°52′44″ ა. გ. / 42.15806° ჩ. გ. 43.87889° ა. გ. / 42.15806; 43.87889
ცენტრის სიმაღლე 780
მოსახლეობა 763[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (98%)[2]
დვანი — საქართველო
დვანი
დვანი — შიდა ქართლი
დვანი

დვანისოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში თემის ცენტრი (სოფელი: ტახტისძირი). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე აღმოსავლეთ ფრონეს ნაპირზე. ზღვის დონიდან 780 მეტრი, ქარელიდან 20 კილომეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794-99 წლების აღწერაში.[3]1921 წლამდე შედიოდა წუნარის თემში. 1921 წელს შევიდა დირბის თემში.

დვანის ეკლესიაი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, 1კმ-ზე, კონუსური მთის წვერზე მდებარეობს კუპელჰალეს სტილის კოხიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესია. იგი სტილისტური ნიშნებით თარიღდება VI საუკუნის III მეოთხედით.[4] ეკლესიაში იმართებოდა რიტუალური დღესასწაული – ხატობა, ე.წ. კვართობა. დვანის ნეკროპოლის არქეოლოგიური გათხრები 1944 და 1947 წლებში. დვანში სულ გაითხარა 12 სამარხი, აღმოჩენილი ინვენტარი მრავალფეროვანი აღმოჩნდა: შავი ფერის თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს ისრის წვერები, ობსიდიანის ანატკეცები, პასტისა და სარდიონის მძივები, ბრინჯაოს და რკინის სამაჯურები, ბრინჯაოს ქინძისთავები, ფიბულები, რკინის დანები, ხანჯლები, ბალთები და სხვა საოჯახო და საომარი იარაღები. აღმოჩენილი ინვენტარის საშუალებით სამარხები დათარიღდა განვითარებული რკინის ხანით (VII ს. ჩვ. წ-მდე).[4]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 763 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1 002 489 513
2014[1] Decrease2.svg 763 374 389

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. იოანე ბაგრატიონი, „ქართლ-კახეთის აღწერა“ გვ. 42 — თბილისი 1986
  4. 4.0 4.1 საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწრილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ. გვ.366-367
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დვანი&oldid=3460225“-დან