შინაარსზე გადასვლა

თამარაშენი (ქარელის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თამარაშენი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
თამარაშენი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი
თემი ფცა
კოორდინატები 42°06′46″ ჩ. გ. 43°47′30″ ა. გ. / 42.11278° ჩ. გ. 43.79167° ა. გ. / 42.11278; 43.79167
ცენტრის სიმაღლე 696
მოსახლეობა 401[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (100 %)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
თამარაშენი (ქარელის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
თამარაშენი (ქარელის მუნიციპალიტეტი)
თამარაშენი (ქარელის მუნიციპალიტეტი) — შიდა ქართლის მხარე
თამარაშენი (ქარელის მუნიციპალიტეტი)
თამარაშენი (ქარელის მუნიციპალიტეტი) — ქარელის მუნიციპალიტეტი
თამარაშენი (ქარელის მუნიციპალიტეტი)

თამარაშენი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქარელის მუნიციპალიტეტის ფცის ადმინისტრაციულ ერთეულში (შიდა ქართლის მხარე).

მდებარეობს დოღლაურის ვაკეზე, მდ. შუა ფრონის (ფცის მდგენელი) მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 696 მ-ზე, ქარელიდან 19 კმ-ში.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 401 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[2]579286293
2014[1] 401194207

თამარაშენის შესახებ პირველი ცნობები გვხვდება რუისის საეპისკოპოსოს 1715 წ. აღწერის დავთარში. იგი ასევე მოხსენიებულია 1784 წ. 6 სექტემბრით დათარიღებულ ერთ განაჩენში, რომლის მიხედვით ფალავანდიშვილებს აქ 14 კომლი ყმა ჰყოლიათ. 1715 წ. თამარაშენში 17 კომლი მცხოვრები ყოფილა. ამ დროს სოფელში უცხოვრიათ შემდეგ გვარებს:

  1. ახალკაცი მახარა
  2. კავაძე თამაზა
  3. კავაძე ივანა
  4. სკლიკაშვილი გოგია
  5. ჭამპურიძე გიორგი
  6. ოქუტაშვილი დათუნა
  7. ფოფხაძე ზუბიტა
  8. სვიმონიშვილი გურგენა
  9. იაღიტაშვილი ბერი
  10. კვირიაშვილი დემეტრე
  11. კვირიაშვილი ივანე
  12. კვირიაშვილი ოთია
  13. კვირიაშვილი ზაზუტა
  14. ანდუაშვილი თამაზა
  15. კობახიძე ბერი
  16. ქველაძე დათუნა
  17. ზუბიტაშვილი ბარნაბე.[3]

მომხდურთა თარეშის გამო ფრონის ხეობის მრავალი სოფელი, მათ შორის თამარაშენი უკვე 1794-1799 წწ. აღწერის მასალებში მოხსენებულია, როგორც ნასოფლარი. გაუქმებული თამარაშენი აღდგა 1804 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა საბოლოოდ დაიმორჩილა აღმოსავლეთ საქართველო. 1818 წლიდან აქ ირიცხება 6 კომლი (27 კაცი). სოფელი ახალმოსახლეებს აღუდგენიათ. მოსახლეთა შორის ძველი გვარი აღარ მოიხსენება. 1818 წლის მდგომარეობით სოფელში ცხოვრობდნენ: ჭეღელიძე, სიმონიშვილი, მაჭარაშვილი, ჯოღერდიშვილი, ბარჯაძე (ბარჯაძეები იმერეთიდან ქართლში გადმოსულან 1790 წლის ახლო ხანებში). 1818-1830 წწ. დასახლებულან სოფელში: ბიწაძე, ფარქოსაძე. 1839-1859 წწ. მოსულან სოფელში: კაჟაშვილი (სოფელ ცერონისიდან), მეტრეველი (სოფელ ფციდან), სიდამონიძე (სოფელ ფციდან), ნებიერიძე, პაპელიშვილი, ხუციშვილი, თხელიძე, კეხოშვილი, ქოქოშვილი. 1859-1873 წწ. მოსულან: ცოტნიაშვილი, ჯამბრიშვილი.

XIX საუკუნის მასალებში სოფელი ზოგჯერ იხსენიება პატარა თამარაშენად (დიდ თამარაშენად იგულისხმებოდა ცხინვალის რეგიონში მდებარე თამარაშენი).

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის სასაფლაოზე მიკვლეულია ანტიკური ხანის სამარხი. სოფელში დგას XIX საუკუნის სამების დარბაზული ეკლესია.

  • ომარ კილასონია, „ქარელი ისტორიის ანალებში“, თბ., 1996.
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979.  გვ. 578.
  • ე. თაყაიშვილი, მასალანი სტატისტიკურის აღწერილობისა XVIII ს-ში, გამოცემული ე. თაყაიშვილის რედაქტორობით, თბ., 1907.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. ომარ კილასონია, „ქარელი ისტორიის ანალებში“, თბ., 1996