შინაარსზე გადასვლა

ზენამხარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზენამხარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თიანეთის მუნიციპალიტეტი
თემი ზარიძეები
კოორდინატები 42°12′28″ ჩ. გ. 44°54′22″ ა. გ. / 42.20778° ჩ. გ. 44.90611° ა. გ. / 42.20778; 44.90611
ადრეული სახელები ბეჟაანთკარი
ცენტრის სიმაღლე 1600
მოსახლეობა 0[1] კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზენამხარი — საქართველო
ზენამხარი
ზენამხარი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ზენამხარი
ზენამხარი — თიანეთის მუნიციპალიტეტი
ზენამხარი

ზენამხარი (ყოფილი ბეჟაანთკარი) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, თიანეთის მუნიციპალიტეტის ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულში (მცხეთა-მთიანეთის მხარე).

მდებარეობს ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ვერხველის (ივრის აუზი) მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1600 მ-ზე, თიანეთიდან 14 კმ-ში. აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.

XIX საუკუნეში ზენამხარში დასახლებული იყვნენ მთიელი მიგრანტები — ფშავლები და ხევსურები, რომელთაც თავიანთი პირველსაცხოვრისიდან საკულტო ობიექტები გადმოჰქონდათ. ზენამხრის ყველაზე ყმამრავალი სალოცავი იყო ხმალას ნიში, რომელიც სისაურთ თემის ხევსურების მფარველად ითვლებოდა.[2]

2014 წლის აღწერით სოფელში მუდმივი მოსახლეობა არ არის.[1]

აღწერის წელიმოსახლეობა
20025[3]
20140
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. თოფჩიშვილი რ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა მიგრაცია XVII–XX სს., თბ., 1984. — გვ. 85–86.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.