ქვემო შარახევი
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
ქვემო შარახევი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ზარიძეები |
| კოორდინატები | 42°13′19″ ჩ. გ. 44°52′32″ ა. გ. / 42.22194° ჩ. გ. 44.87556° ა. გ. |
| ადრეული სახელები | თორელაანთკარი |
| ცენტრის სიმაღლე | 1250 მ |
| მოსახლეობა | 19[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ქვემო შარახევი (ყოფილი თორელაანთკარი) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, თიანეთის მუნიციპალიტეტის ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულში (მცხეთა-მთიანეთის მხარე).
მდებარეობს ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე შარახევის (ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1250 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 25 კილომეტრით. სოფლების — ზემო და ქვემო შარახევის — ძველი საერთო სახელწოდებაა შარახევი. სოფელი XIX საუკუნის II ნახევარში დასახლდა ფშაველებით.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 19 ადამიანი.[1]
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002 | 41[2] | ||
| 2014 | 19 | 8 | 11 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 517.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.