დულუზაურები
სოფელი | |
---|---|
დულუზაურები | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | არტანი |
კოორდინატები | 42°09′50″ ჩ. გ. 44°59′09″ ა. გ. / 42.16389° ჩ. გ. 44.98583° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1180 მ |
მოსახლეობა | 58[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დულუზაურები — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში (არტნის ადმინისტრაციული ერთეული).[1]
მდებარეობს თიანეთის ქვაბულში, მდინარე ივრის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1180 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 7 კილომეტრით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის სახელი დულუზაურების გვარს უკავშირდება. გადმოცემით, აქ პირველმოსახლენი მოსულან სოფელ არხლიდან, რომელიც დღევანდელი სოფლის განაპირას, მაღალ კლდოვან ქედზე მდებარეობდა, სავარაუდოდ იქ, სადაც „კვირიას“ სახელით ცნობილი ხუროთმოძღვრული კომპლექსია განლაგებული.[2]
კვირიას კომპლექსი განვითარებული შუა საუკუნეების პერიოდის ძეგლია, გარშემორტყმულია გალავნით. ნაგებობათაგან აღსანიშნავია დარბაზული ეკლესია, ეკლესიის გარშემო აკლდამები, კოშკი და სხვ. ეკლესიასთან, ხეზე ჩამოკიდებულ პარკუჭში, ნაპოვნია ავგუსტუსის დინარი, რაც მიუთითებს აქ მისი თანადროული სამარხის არსებობაზე. სოფლის მიდამოებში შემორჩენილია ასევე გვიანდელი შუა საუკუნეების მთავარანგელოზთა ეკლესიის ნანგრევები.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 58 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 101 | 52 | 49 |
2014[1] | ![]() |
31 | 27 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რამიშვილი რ., ჯორბენაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 378-379.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ბედოშვილი, გ., ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2002, გვ. 56-57.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II