შინაარსზე გადასვლა

ზემო ნაქალაქარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო ნაქალაქარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თიანეთის მუნიციპალიტეტი
თემი ნაქალაქარი
კოორდინატები 41°56′15″ ჩ. გ. 45°00′48″ ა. გ. / 41.93750° ჩ. გ. 45.01333° ა. გ. / 41.93750; 45.01333
ცენტრის სიმაღლე 1100
მოსახლეობა 161[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზემო ნაქალაქარი — საქართველო
ზემო ნაქალაქარი
ზემო ნაქალაქარი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ზემო ნაქალაქარი
ზემო ნაქალაქარი — თიანეთის მუნიციპალიტეტი
ზემო ნაქალაქარი

ზემო ნაქალაქარისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, თიანეთის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე).[1]

მდებარეობს ერწოს ქვაბულის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეში, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 38 კილომეტრით.

XVI–XVIII საუკუნეებში ერწოს ხეობის სოფლებს შორის მოიხსენიება თილთუბანი და თხილნარა, რომელიც დღევანდელი სოფელ ზემო ნაქალაქარის უბნებს უნდა შეესაბამებოდეს. შუა საუკუნეებში ერწოს დასახლებები ძირითადად სვეტიცხოვლის კუთვნილება იყო, შემდეგ კახეთის მეფეთა სახასო საკუთრება გახდა. კახეთის სამეფოს სამხედრო-ტერიტორიული დაყოფით ეს მხარე რუსთველი ეპისკოპოსის სადროშოში შედიოდა. XIX საუკუნეში თილთუბნის და მეზობელი სოფლის — ბორტაძის (ახლანდ. ქვემო ნაქალაქარი) მოსახლეობდა კახეთის ბარში გადასახლდა, აქ კი არაგვის ხეობის მთიულები, გუდამაყრელები, ფშავლები და ხევსურები დასახლდნენ. საქართველოს რუსეთთან შეერთების (1801) შემდეგ ზემო ნაქალაქარი თიანეთის მაზრის შემადგენლობაშია.

სოფლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ე. წ. თელთუბანში, შემორჩენილია წმ. გიორგის ეკლესიის დასავლეთი კედელი, გარშემოვლებულია გალავნით. აქვეა ნასოფლარი. ზემო ნაქალაქარის ორ უბანს — მთიულთხევსა და თელთუბანს შორის მდებარეობს კიდევ ერთი დარბაზული ეკლესიის — საყდარგორის ნანგრევები. ეკლესიასთან ახლოს ნასოფლარის ნაშთია.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 161 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[2]250119131
2014[1] 1618477
  1. 1 2 3 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II