მამადაანები
| სოფელი | |
|---|---|
|
მამადაანები | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| თემი | თიანეთი |
| კოორდინატები | 42°09′03″ ჩ. გ. 44°58′11″ ა. გ. / 42.15083° ჩ. გ. 44.96972° ა. გ. |
| ადრეული სახელები | კაკმეთი |
| ცენტრის სიმაღლე | 1160 მ |
| მოსახლეობა | 51[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
მამადაანები (ყოფილი კაკმეთი) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, თიანეთის თემში.[1] მდებარეობს მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1160 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 5 კილომეტრით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელ მამადაანებს ადრე კაკმეთი ერქვა. ამ სახელწოდებით მოიხსენიება იგი იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერაში“. წერილობით წყაროებში კაკმეთი 1631 წლიდან მოიხსენიება, როდესაც ერეკლე ბატონიშვილმა იგი ლევან ავალიშვილს უბოძა. 1693 წელს, კახეთის ბატონმა და ყარაბაღის ბეგლარგებმა აბაზული-ხანმა კაკბეთი თუშთ მოურავ მამუკა ჩოლოყაშვილს, სახლთუხუცესს დურმიშხანსა და მათ შვილებს უბოძა. XVIII საუკუნიდან სოფლის ნაწილი თავადთა საკუთრება გახდა. 1700 წელს სოფლის მოსახლეობაზე ზეგავლენას ახსენდნენ ჩოლოყაშვილები; ამ დროს სვეტიცხოვლის მონასტერს ყმა-მამულში ეცილებოდა ალავერდელი ნიკოლოზ (ამბა) ჩოლოყაშვილი, რომლის მოურავი კაკმეთში ბეჟან ბაინდურაშვილი იყო.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 51 ადამიანი.[1]
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002 | 87[2] | ||
| 2014 | 51 | 25 | 26 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 391-392.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 393.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.