სიონთგორი
სოფელი | |||
---|---|---|---|
სიონთგორი | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | თიანეთის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | ღულელები | ||
კოორდინატები | 41°57′51″ ჩ. გ. 44°53′40″ ა. გ. / 41.96417° ჩ. გ. 44.89444° ა. გ. | ||
ადრეული სახელები | როშკიონი | ||
ცენტრის სიმაღლე | 1070 მ | ||
მოსახლეობა | 49[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
|
სიონთგორი (ყოფილი როშკიონი) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, ღულელების თემში.[1] მდებარეობს ერწოს ქვაბულში, ზღვის დონიდან 1070 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 30 კილომეტრით.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფლის ძველი სახელწოდებაა კვირიასხევი, შემდეგ მას დამწვართსოფელსაც ეძახდნენ. საუკუნეთა მანძილზე სოფელი არაერთგზის დაურბევიათ. დიდად აზარალა იგი მონღოლთა და განსაკუთრებით, შაჰ-აბასის შემოსევებმა, მაგრამ აოხრებული, გადამწვარი კვირიასხევი მაინც მოშენდა. სწორედ XVll საუკუნის შემდეგ ეძახდნენ მას დამწვართსოფელს. ადმინისტრაციულად სოფელი ჯერ კახეთის სამთავროში, შემდეგ კახეთის საერისთავოში და ბოლოს კახეთის სამეფოში (XVl-XVlll საუკუნეები) შედიოდა. სამხედრო-ტერიტორიული დაყოფით კი რუსთველი ეპისკოპოსის სადროშოს დროშის ქვეშ უნდა დამდგარიყო. ფეოდალური მფლობელობის თვალსაზრისით სოფელი საკმაოდ ჭრელი იყო, აქ ერთმანეთს ენაცვლებოდა საეკლესიო, სამეფო თუ სათავადო საკუთრება. XlX საუკუნის 50-იანი წლებიდან სოფლის შეთხელებული მოსახლეობა შეივსო ამღიდან და ახიელიდან ჩამოსახლებული მთიელებით, რომელთა ჩამოსახლებას საფუძველი უფრო ადრე შეექმნა. როდესაც ღულელების თემის თითქმის გაუკაცრიელებული მიწები ერეკლე ll-მ აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ ბრძოლებში წარმატებისათვის სპეციალური სიგელით უბოძა ხევსურებს.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 49 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 77 | 37 | 40 |
2014[1] | ![]() |
21 | 28 |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, გვ. 407, თბ., 2008 წელი.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 379.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II