დორეულები
სოფელი | |||
---|---|---|---|
დორეულები | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | თიანეთის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | ნაქალაქარი | ||
კოორდინატები | 41°57′32″ ჩ. გ. 45°00′37″ ა. გ. / 41.95889° ჩ. გ. 45.01028° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 990 მ | ||
მოსახლეობა | 69[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,6 % | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
|
დორეულები — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, ნაქალაქარის თემში.[1] მდებარეობს ერწოს ქვაბულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე აძეძის (ივრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე, ზღვის დონიდან 990 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 27 კილომეტრით.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ძველ საბუთებში წიაბეთად, ხოლო შემდეგ ჭუჭულიანთკარადაც იხსენიება. დორეულები სოფელს დაერქვა ქსნის ხეობიდან მოსახლეობის მიგრაციის შემდეგ, XlX საუკუნის დასაწყისში. სოფელი წიაბეთი ჯერ კახეთის სამთავროში შედიოდა, შემდეგ, Xl-Xll საუკუნეებში, სვეტიცხოვლის მონასტრის კუთვნილება იყო, რაც კახეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგაც არ უნდა შეცვლილიყო. XVll საუკუნის დასაწყისში, ერწოზე შაჰ-აბასის შემოსევის დროს, სოფლის მოსახლეობის ნაწილი გაწყდა, ხოლო ნაწილი აიყარა და გადასახლდა. XVll საუკუნის მიწურულსა და XVlll საუკუნის დასაწყისისათვის სოფელ წიაბეთის მნიშვნელოვან ნაწილზე თავის გავლენას ავრცელებდნენ ჩოლოყაშვილები, რომლებსაც აქ ყმა-მამული უყიდიათ. გვიანდელი შუა საუკუნეების სამხედრო-ადმინისტრაციული დაყოფით, წიაბეთი შედიოდა კახეთის სამეფოს რუსთველი ეპისკოპოსის სადროშოში, რუსეთთან შეერთების შემდეგ კი — თიანეთის მაზრაში.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 69 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 83 | 41 | 42 |
2014[1] | ![]() |
33 | 36 |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, გვ. 378, თბ., 2008 წელი.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 625.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II