ხევსურთსოფელი
სოფელი | |
---|---|
ხევსურთსოფელი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხევსურთსოფელი |
კოორდინატები | 41°59′22″ ჩ. გ. 44°56′33″ ა. გ. / 41.98944° ჩ. გ. 44.94250° ა. გ. |
ადრეული სახელები | ნადირაანთხევი |
ცენტრის სიმაღლე | 1070 მ |
მოსახლეობა | 215[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,1 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ხევსურთსოფელი (ყოფილი ნადირაანთხევი) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: დევენაანთხევი, საყდრიონი).[1] მდებარეობს ერწოს ქვაბულში, ზღვის დონიდან 1070 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 25 კილომეტრით.[2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხევსურთსოფელს ადრე ნადირაანთხევი ერქვა. იოანე ბაგრატიონი XVIII საუკუნის მიწურულისათვის მას „ნადირაანის“ სახელწოდებით მოიხსენიებს. XI–XVI საუკუნეებში სოფელი სვეტიცხოვლის მონასტრის საკუთრება იყო. XVII–XVIII საუკუნეებში კი ქართლ-კახეთის მეფეთა სახასო საკუთრება გახდა. XIX საუკუნის II ნახევარში ნადირაანთხევში ამღიდან, დათვისიდან, ქმოსტიდან, ბაცალიგოდან, როშკიდან, გუდანიდან და ჯუთიდან ხევსურები ჩამოსახლდნენ. სამხედრო ტერიტორიის დაყოფით, საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე, სოფელი კახეთის სამეფოს რუსთველი ეპისკოპოსის სადროშოში შედიოდა, შემდეგ კი — თიანეთის მაზრაში.[3]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 215 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 252[4] | ||
2014 | 215 ![]() |
119 | 96 |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 452.
- ↑ კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 424.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.