შინაარსზე გადასვლა

ქვემო ნაქალაქარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ქვემო ნაქალაქარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თიანეთის მუნიციპალიტეტი
თემი ნაქალაქარი
კოორდინატები 41°57′02″ ჩ. გ. 45°00′41″ ა. გ. / 41.95056° ჩ. გ. 45.01139° ა. გ. / 41.95056; 45.01139
ადრეული სახელები ბორტაძე
ცენტრის სიმაღლე 1050 მ
მოსახლეობა 118[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ქვემო ნაქალაქარი — საქართველო
ქვემო ნაქალაქარი
ქვემო ნაქალაქარი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ქვემო ნაქალაქარი
ქვემო ნაქალაქარი — თიანეთის მუნიციპალიტეტი
ქვემო ნაქალაქარი

ქვემო ნაქალაქარი (ყოფილი ბორტაძე) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, ნაქალაქარის თემში.[1] მდებარეობს ერწოს ქვაბულში, მდინარე აძეძის (ივრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1050 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 33 კილომეტრით.

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 18 ივლისის ბრძანებულებებით თიანეთის რაიონის ხევსურთსოფლის სასოფლო საბჭოს გამოეყო სოფლები: ბეწენწურები, დორეულები, ვეძათხევა, ზემო ნაქალაქარი, ქვემო ნაქალაქარი, ხოლო ღულელების სასოფლო საბჭოს — სოფელი მაგრანეთი და მათ ბაზაზე შეიქმნა ნაქალაქარის სასოფლო_საბჭო.[2]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 118 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[3]1336667
2014[1] 1186058