საჭურე
საჭურე — ნასოფლარი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თანეთის მუნიციპალიტეტში, დაბა თიანეთის ტერიტორიულ ორგანოში[1]. მდებარეობს მდინარე საჭურის (ივრის სისტემა) მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1130 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 5 კილომეტრით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი Xl-XVl საუკუნეებში ძირითადად სვეტიცხოვლის მონასტრის ხელდებული ტერიტორიაა. XVll საუკუნეში შაჰ-აბასის დამარბეველ ლაშქრობებს ვერც სოფელი საჭურე გადაურჩა. ამავე ხანებში განადგურდა მისი მოსახლეობაც. XVll საუკუნიდან იწყება ქართველი მთიელებით სოფლის ხელახალი დასახლება და მათზე თავად ჩოლოყაშვილების უფლებები გავრცელდა. სვეტიცხოვლის კუთვნილი ყმა-მამულის ერთი ნაწილი კი ალავერდელი ეპისკოპოსის გავლენის ქვეშ მოექცა. გვიანდელ შუა საუკუნეებში საჭურე თიანეთის მოურავის დაქვემდებარებაშია. XlX საუკუნის ბოლოდან სოფლის ტერიტორიაზე ივრისხეველი ხევსურები დასახლდნენ, რომლებმაც მიწები ჩოლოყაშვილებისგან შეისყიდეს.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობს.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 2[2] |
2014 | 0 ![]() |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 406.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 227.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-02-15.