შინაარსზე გადასვლა

თოლენჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
თოლენჯი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თიანეთის მუნიციპალიტეტი
თემი სიმონიანთხევი
კოორდინატები 42°00′21″ ჩ. გ. 44°55′27″ ა. გ. / 42.00583° ჩ. გ. 44.92417° ა. გ. / 42.00583; 44.92417
ცენტრის სიმაღლე 1120
მოსახლეობა 208[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,1 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
თოლენჯი — საქართველო
თოლენჯი
თოლენჯი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
თოლენჯი
თოლენჯი — თიანეთის მუნიციპალიტეტი
თოლენჯი

თოლენჯისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში სიმონიანთხევის თემში.[1] მდებარეობს ერწოს ქვაბულის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1120 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 29 კილომეტრით.

მოხსენიებულია XV საუკუნის გარეჯის ისტორიულ დოკუმენტში.

წყაროებში მოიხსენიება თორენჯის სახელწოდებით. თოლენჯისგან არის ნაწარმოები საკუთარი სახელი დოლენჯი და გვარები: დოლენჯიშვილი, თოლენჯიშვილი. თოლენჯი მნიშვნელოვან პუნქტთაგანი იყო იმ სავაჭრო გზის ერთ-ერთ განშტოებაზე, რომელიც ქართლს კავკასიის ალბანეთსა და სომხეთთან აკავშირებდა. XV საუკუნეში თოლენჯი საკათალიკოსო სოფელი იყო და სვეტიცხოვლის სასარგებლოდ გარკვეული გამოსაღები ეკისრებოდა. ალექსანდრე II-მ 1579 წელს სვეტიცხოველს განუახლა თოლენჯზე მფლობელობა. მეფე კონსტანტინე II-მ (1722-1732 წლები) ალიყულიბეგ გარაყანიძეს სოფელ თოლენჯში 8 გლეხი (ბესალაშვილები და პეტრიაშვილები) უბოძა.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 208 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 342 166 176
2014[1] 208 99 109
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II