გრძელველები
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
გრძელველები | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| თემი | სიონი |
| კოორდინატები | 41°54′17″ ჩ. გ. 45°09′23″ ა. გ. / 41.90472° ჩ. გ. 45.15639° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1090 მ |
| მოსახლეობა | 7[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
გრძელველები — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული — დაბა სიონი).[1]
მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე ვაშლიანის (ივრის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1090 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 42 კილომეტრით.
სოფლის განაპირას, შემორჩენილია ნასოფლარის ნაშთები, სამხრეთ-დასავლეთით დგას დარბაზული ეკლესია — ადგილის დედის ხატი. მიეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დაზიანებულია.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 7 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[2] | 10 | 7 | 3 |
| 2014[1] | 5 | 2 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 284.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II