ჟებოტა
სოფელი | |
---|---|
ჟებოტა | |
![]() ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჟებოტა |
კოორდინატები | 42°06′25″ ჩ. გ. 44°59′05″ ა. გ. / 42.10694° ჩ. გ. 44.98472° ა. გ. |
ადრეული სახელები | მათურიანთკარი |
ცენტრის სიმაღლე | 1160 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 531[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ჟებოტა (ყოფილი მათურიანთკარი) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს თიანეთის ქვაბულში, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: თეგერაანები, თხილა, ლელოვანი, ძებნიაურები).[1] ზღვის დონიდან 1160 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 1 კილომეტრით. საბჭოთა პერიოდში შედიოდა თიანეთის სადაბო საბჭოში.
იხინჭის მთის წვერზე დგას შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრული კომპლექსი: დარბაზული ეკლესია, რომლის აფსიდაში სარკმლის გვერდზე შემორჩენილია მხატვრობა და წარწერები. ეკლესიის გვერდით არის ორსართულიანი ოთხკუთხა კოშკი, რომლის მეორე სართულზე სამლოცველოა. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით, გალავნის გარეთ, დგას ორსართულიანი სამრეკლო. იხინჭის მთის ძირში დიდი ნამოსახლარია.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელს ადრე მათურიანთკარს (მათურელებს) ეძახდნენ. ამ სოფლის მკვიდრნი არიან მათურელები, რომლებიც XVIII საუკუნის დასაწყისში გადმოსულან ფშავის სოფელ მათურიდან. ამავე სოფლიდან გადმოსახლებულან ჟებოტაში დოღაშვილები, ივანურები, ბადრახიშვილები, გულოშვილები და აკობაშვილები. XVII-XVIII საუკუნეების ამბებთან დაკავშირებით, სოფელ ჟებოტას მოიხსენიებს ვახუშტი ბაგრატიონი. XVIII-XIX საუკუნეების საბუთების მიხედვით ირკვევა, რომ სოფელი ჟებოტა მაყაშვილებსა და ჩოლოყაშვილებს ეკუთვნოდათ. ვარაუდობენ, რომ „ჟებოტა“ ნაწარმოებია ბაცბურიდან - „ჟე-ბოტარ“ ფორმისგან, რაც ქართულად ცხვარსატარ გზას ნიშნავს. სოფელზე ადრევე გადიოდა ე. წ. „ცხვრის გზა“. როგორც ირკვევა, ვეინახებს XIII-XVI საუკუნეებში ამ გზით გადაჰყავდათ ცხვარი საქართველოს ბარის რაიონებში.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 531 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 711 | 358 | 353 |
2014[1] | ![]() |
274 | 257 |
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 398.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 245.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.