თრანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
თრანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თიანეთის მუნიციპალიტეტი
თემი ღულელები
კოორდინატები 41°56′14″ ჩ. გ. 44°58′16″ ა. გ. / 41.93722° ჩ. გ. 44.97111° ა. გ. / 41.93722; 44.97111
ცენტრის სიმაღლე 1080
მოსახლეობა 88[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,7 %
რუსები 2,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
თრანი — საქართველო
თრანი
თრანი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
თრანი

თრანისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, ღულელების თემში.[1] მდებარეობს ერწოს ქვაბულის სამხრეთ ნაწილში, მდინარე თრანულის (ივრის აუზი) მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1080 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 30 კილომეტრით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი თრანი ადრინდელ შუა საუკუნეებში დიდ აღმავლობას განიცდიდა. აქ აღმოჩენილი ნამოსახლარები და სამაროვნები ადასტურებენ, რომ ერწო ეს ნაწილი საკმაოდ დიდხანს მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. სოფელი ადრე კახეთის სამთავროში შედიოდა. თრანი ქართული წერილობით საისტორიო წყაროებში X საუკუნიდან („ერწოს საკათალიკოსო გამოსაღების ნუსხაში“) მოიხსენიება და სოფლის მნიშვნელოვანი წილი სვეტიცხოვლის მონასტერს მიეკუთვნებოდა. საქართველოს ერთიანობის ხანაში (XII-XIII საუკუნეები) სოფელი გარკვეულ აღმავლობას განიცდიდა. მონღოლთა ლაშქრობის დროს ყაზან-ყაენმა ერწო-თიანეთის სხვა სოფლებთან ერთად თრანიც დაარბია. ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ სოფელი კახეთის სამეფოშია. XVII საუკუნის დასაწყისში, შაჰ-აბასის ლაშქრობის დროს, სოფელი მოსახლეობისგან დაცლილა. XVII საუკუნიდან თრანში დაიწყო ქართველ მთიელთა მიგრაციის პროცესი, რომელიც XIX-XX საუკუნეებშიც გრძელდებოდა. გვიანდელ შუა საუკუნეებში სოფელი სახასო საკუთრება იყო და იქიდან გამოყვანილი ლაშქარი რუსთველი ეპისკოპოსის დროშის ქვეშ დგებოდა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 88 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 115 56 59
2014[1] 88 46 42

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II