ზემო შარახევი
იერსახე
ზემო შარახევი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, თიანეთის მუნიციპალიტეტის ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულში (მცხეთა-მთიანეთის მხარე).
მდებარეობს ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე შარახევის (ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 17 კილომეტრით. სოფლების — ზემო და ქვემო შარახევის — ძველი საერთო სახელწოდებაა შარახევი. სოფელი XIX საუკუნის II ნახევარში დასახლდა ფშაველებით.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში მუდმივი მოსახლეობა არაა.[1]
| აღწერის წელი | მოსახლეობა |
|---|---|
| 2002 | 0[2] |
| 2014 | 0 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 351.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 511.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.