საყდრიონი (თიანეთის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |||
---|---|---|---|
საყდრიონი | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | თიანეთის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | ხევსურთსოფელი | ||
კოორდინატები | 41°58′35″ ჩ. გ. 44°57′25″ ა. გ. / 41.97639° ჩ. გ. 44.95694° ა. გ. | ||
ადრეული სახელები | მერეკანი | ||
ცენტრის სიმაღლე | 1060 მ | ||
მოსახლეობა | 358[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,2 % | ||
რელიგიური შემადგენლობა | ქრისტიანები | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
|
საყდრიონი (ყოფილი მერეკანი) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურთსოფლის თემში.[1] მდებარეობს ერწოს ქვაბულში, ზღვის დონიდან 1060 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 27 კილომეტრით.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფლის სახელწოდება მერკანი შემორჩენილია ბევრ ისტორიულ საბუთში. ამ სახელით მოხვედრილა სოფელი იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერაშიც“. სოფელი ბაგრატიონსაც აქვს ნახსენები, როგორც ერწოს მხარის ერთ-ერთი სასაზღვრო პუნქტი — „ირტო-საყდრიონი“. საყდრიონი ადმინისტრაციულად ჯერ კახეთის საერისთავოში შედიოდა, შემდგომ (XVl-XVlll საუკუნეები) თიანეთის სამოურავოში და ბოლოს თიანეთის მაზრაში. ფეოდალური საკუთრებუს თვალსაზრისით Xl-XVl საუკუნეებში სოფლის ტერიტორია უფრო სვეტიცხოვლის მონასტრის ხელდებულად განიხილებოდა, ხოლო XVll-XVlll საუკუნეებში, ძირითადად სახასო საკუთრება გახდა, თუმცა აქ ყმა-მამული ცალკეულ ფეოდალებსა და ალავერდის მონასტერსაც გაუჩენია. XlX საუკუნის შუა წლებიდან მერკანში ქართველი მთიელები უკვე ფართომასშტაბიან მიგრაციას იწყებენ, თუმცა ეს პროცესი XVll-XVlll საუკუნეებშიც შესამჩნევი უნდა იყოს.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 358 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 563[2] |
2014 | 358 ![]() |
ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია. აღმოსავლეთ ფასადში სატრაპეზო ქვის დასავლეთ მხარეს ამოკვეთილია მედალიონი „ბოლნური ჯვრით“. ეკლესიის დასავლეთით ეკვრის მოგვიანებით აგებული ორსართულიანი სამრეკლო. სოფლის ჩრდილოეთით, ზეგანზე, დგას ლომისასგორის შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია. ნაგებია რიყის ქვით, ქვიშაქვისა და კირქვის კვადრებით. ლომისასგორის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს დიდბატონი ხატი — განვითარებული შუა საუკუნის დარბაზული ეკლესია, რომლის დასავლეთ კედელზე მიდგმულია კოშკი. სოფლის მიდამოებშია აგრეთვე დევენაანთხევის დარბაზული ეკლესია, რომლის მახლობლად შეიმჩნევა ნასაოფლარის ნაშთები; კვირიას ხატი, თამარის საყდრის ნანგრევები და სხვა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, გვ. 403, თბ., 2008 წელი.
- რამიშვილი რ., ჯორბენაძე ბ., ერწო-თიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის სადაზვერვო მუშაობის შედეგები, «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1978, № 1;
- ჯორბენაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 202.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები