ზარიძეები (თიანეთის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
ზარიძეები | |
![]() ზარიძეების ეკლესია | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზარიძეები |
კოორდინატები | 42°08′12″ ჩ. გ. 44°53′49″ ა. გ. / 42.13667° ჩ. გ. 44.89694° ა. გ. |
ადრეული სახელები | ჩიტაურთკარი |
ცენტრის სიმაღლე | 1300 მ |
მოსახლეობა | 298[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ზარიძეები (ყოფილი ჩიტაურთკარი) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ზარიძეები, ბუჭყინტა, ვერხველი, იარაჯულები, ლახატო, ზემო შარახევი, ზენამხარი, ივლიანთგორი, საკრეჭიო, ქვემო შარახევი, ხოფცა ჯიჯეთი).[1]
მდებარეობს ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ქუსნოს (ივრის აუზი) ნაპირზე. ზღვის დონიდან 1300 მ, თიანეთიდან 7 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა[2].
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 298 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 439[3] |
2014 | 298 ![]() |
ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელში არის XVIII საუკუნის ზარიძეების ეკლესია და გვიანდელი შუა საუკუნეების სეროდანის კოშკი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 486.
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2. თბილისი, 2004, გვ. 381
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო[მკვდარი ბმული]
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.