ხაიშო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ხაიშო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თიანეთის მუნიციპალიტეტი
თემი ახალსოფელი
კოორდინატები 42°11′12″ ჩ. გ. 45°03′48″ ა. გ. / 42.18667° ჩ. გ. 45.06333° ა. გ. / 42.18667; 45.06333
ცენტრის სიმაღლე 1360
მოსახლეობა 1[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ხაიშო — საქართველო
ხაიშო
ხაიშო — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ხაიშო

ხაიშოსოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის თემში.[1] მდებარეობს კახეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე საგამის (ივრის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1360 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 14 კილომეტრით.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთი მოცაცემის საფუძველზე სოფელს ადრე მუხუდოსაც ეძახდნენ. სოფელი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მთისა და ბარის დამაკავშირებელ გზაზე. იგი ადრინდელი შუა საუკუნეებიდანვე იყო თიანეთის მხარის თავდაცვითი სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, განსაკუთრებით X–XI საუკუნეებში, როდესაც თიანეთი კახეთის სამთავროს პოლიტიკური ცენტრის ფუნქციას ასრულებდა. აქვე გადიოდა ეგრეთ წოდებული „ცხვრის გზაც“. სოფელი ხაიშო ჯერ კახეთის საერისთავოში, ხოლო შემდეგ თიანეთის სამოურავოში შედიოდა, ეპარქიულად კი ალავერდს ექვემდებარებოდა. XlX საუკუნის 60-იან წლებში ხაიშოში, არაგვისა და ივრის ხეობის ზემო წელიდან ჩამოსული ფშაველები დასახლებულან. ფშავიდან ხაიშოში მოსახლეობის მიგრაცია მომდევნო წლებშიც გაგრძელდა.[3]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 1 0 1
2014[1] 1 1 0

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 416, თბ. 1987 წელი.
  3. კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, გვ. 423, თბ., 2008 წელი.
  4. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.