შინაარსზე გადასვლა

ზემო არტანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო არტანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თიანეთის მუნიციპალიტეტი
თემი არტანი
კოორდინატები 42°13′48″ ჩ. გ. 45°00′04″ ა. გ. / 42.23000° ჩ. გ. 45.00111° ა. გ. / 42.23000; 45.00111
ცენტრის სიმაღლე 1250
მოსახლეობა 30[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზემო არტანი — საქართველო
ზემო არტანი
ზემო არტანი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ზემო არტანი
ზემო არტანი — თიანეთის მუნიციპალიტეტი
ზემო არტანი

ზემო არტანისოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში, არტნის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ზემო არტანი, ბოდახევა, დულუზაურები, თეთრაულები, კვერნაულა, ლიშო, სახევი, სხლოვანი, ქვემო არტანი, ქუშხევი).[1]

მდებარეობს მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1250 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 14 კილომეტრით.

სოფლის სასაფლაოზე დგას XVIII საუკუნის მთავარანგელოზთა დარბაზული ეკლესია. ეკლესიის დასავლეთ კედელზე დაშენებულია აგურით ნაგები ვიწრო და მაღალი ოთხწახნაგა სამრეკლო. სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, ტყეში, მდებარეობს გვიანდელი შუა საუკუნეების ეკლესიის კომპლექსი. კომპლექსში შედის ეკლესია, კოშკი და გალავანი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 30 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[2]492128
2014[1] 301515

კულტურული მემკვიდრეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II