მაგრანეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
მაგრანეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თიანეთის მუნიციპალიტეტი
თემი ნაქალაქარი
კოორდინატები 41°56′18″ ჩ. გ. 44°59′40″ ა. გ. / 41.93833° ჩ. გ. 44.99444° ა. გ. / 41.93833; 44.99444
ცენტრის სიმაღლე 1100
მოსახლეობა 224[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მაგრანეთი — საქართველო
მაგრანეთი
მაგრანეთი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
მაგრანეთი

მაგრანეთისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, ნაქალაქარის თემში.[1] მდებარეობს ერწოს ქვაბულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 30 კილომეტრით.

სოფელი მაგრანეთი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიას.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 224 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 372 195 177
2014[1] Decrease2.svg 224 118 106

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიული ძეგლებიდან საყურადღებოა:

  • დარბაზული ტიპის საყდარის ეკლესია მაგრანეთისხევის ნაპირზე. დასავლეთ კედლის ერთ ქვაზე X საუკუნის ორსტრიქონიანი ასომთავრული (ნუსხურნარევი) წარწერაა. ეკლესიასთან შუა საუკუნის ქვის სამარხებია, ხოლო შორიახლოს — ნასოფლარი;
  • გეგმით სწორკუთხრა ციხე-კოშკი - მაგრანეთისხევის მარჯვენა ნაპირზე;
  • კვრიას ხატი — შუა საუკუეების პატარა ეკლესია საცხვრეგორაზე;
  • დარბაზული ტიპის, ადგილის დედის ეკლესია მაგრანეთისხევის მარჯვენა ნაპირზე.

1963-1969 წლებში სოფლის ტერიტორიაზე გათხარეს (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი) სხვადასხვა პერიოდის ძეგლები. სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე თრანულის მარჯვენა ნაპირზე, ქუშანაანთ გორაზე, გათხრილია III-IV საუკუნეების სამაროვანი, რომლის უშუალოდ სამხრეთით გამოვლინდა ადრინდელი შუა საუკუნეების ნამოსახლარი. კომპლექსი შედგება მოზრდილი შენობის ნაშთისაგან. შემორჩენილია საძირკველი, რომელიც ნაგებია რიყის ქვის ერთი ან ორპირი წყობით. მათზე ამოყვანილი ყოფილა ალიზის კედლები, გადახურული ღარიანი კრამიტით. არქეოლოგიური მასალის (განსაკუთრებით სასანურ-ბიზანტური მონეტების) მიხედვით ნაგებობა VII საუკუნის II ნახევარში დანგრეულა. ნამოსახლარის სამხრეთით შემორჩენილია ძველი გზის ნაშთი. მის სამხრეთით გათხარეს (ბ. ჯორბენაძე) ადრინდელი შუა საუკუნეების სამაროვანი. გამოვლინდა V-VIII საუკუნეების 7 ორმოსამარხი და ქვის სამარხი. მათში იპოვეს ბრინჯაოსა და რკინისღეროიანი საკინძები, ბრინჯაოს მშვილდსაკინძი, ვერცხლისა და ბრინჯაოს ბეჭდები, რკინის სამაჯური და სხვა ნივთები.

ჭიჩსულების უბანში გამოვლენილია ადრინდელი შუა საუკუნეების (VI-VIII სს.) ნამოსახლარი.

საცხვრეგორის სამაროვანზე გათხრილია (ბ. ჯორბენაძე) V-VIII საუკუნეების 4 ქვის სამარხი, რომლებშიც აღმოჩნდა ბრინჯაოსა და რკინის საკინძები, ბრინჯაოს საყურეები და მშვილდსაკინძი, სარდიონის საბეჭდავი და სხვა. ამავე გორის დასავლეთ ფერდობზე შესწავლილია XI-XIII საუკუნეების სამარხები, რომლებშიც იყო მინის, ბრინჯაოსა და რკინის სამაჯურები და ბრინჯაოს 3 ბეჭედი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რამიშვილი რ., ერწოს ველი ანტიკურ ხანაში, «ძეგლის მეგობარი», 1971, № 27-28;
  • რამიშვილი რ., ჯორბენაძე ბ., ერწო-თიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის სადაზვერვო მუშაობის შედეგები, «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1978, № 1;
  • ჯორბენაძე ბ., ფეოდალური ხანის არქეოლოგიური ძეგლები ერწოს ველზე, იქვე, 1968, № 2;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II