დევენაანთხევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
დევენაანთხევი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თიანეთის მუნიციპალიტეტი
თემი ხევსურთსოფელი
კოორდინატები 41°58′49″ ჩ. გ. 44°56′59″ ა. გ. / 41.98028° ჩ. გ. 44.94972° ა. გ. / 41.98028; 44.94972
ცენტრის სიმაღლე 1080
მოსახლეობა 132[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,5 %
სომხები 1,5 %
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დევენაანთხევი — საქართველო
დევენაანთხევი
დევენაანთხევი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
დევენაანთხევი

დევენაანთხევისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურთსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში.[1] მდებარეობს ერწოს ქვაბულში, თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 1080 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 24 კილომეტრით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი ზოგიერთ წყაროში დევენაანთკარადაც იხსენიება. მან ეს სახელწოდება აქ მოსახლე გვარის მიხედვით მიიღო (დევნაშვილები მოიხსენიებიან XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში ერწოს მოსახლეობის აღწერაში). მნიშვნელოვან გზაზე მდებარეობამ ადრევე შეუწყო ხელი ამ ტერიტორიაზე ადამიანთა სამოსახლოს გაჩენას, რასაც ჟალეთის მხარის დაწინაურებასთან ერთად უნდა ჩაჰყროდა საფუძველი. ადრეულ ქრისტიანულ პერიოდში ერწოს ქვაბულის რიგ დასახლებულ პუნქტებთან ერთად ეს სოფელიც ქრისტიანული რელიგიისა და კულტურის საყრდენად იქცა როგორც საქართველოს მთიანეთში, ისე კახეთის სიღრმეში შესაღწევად. ამაზე მიგვანიშნებს სოფელში შემორჩენილი ძველი ეკლესია-სალოცავები.

დევენაანთხევის მარცხენა ფერდობზე მდებარეობს ძველი ეკლესია. მისი საკურთხეველი სწორკუთხაა, შემორჩენილია რიყის ქვით და დუღაბით ნაგები აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლები. აღმოსავლეთ კედელში დატანებულია სარკმელი, ხოლო სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლის კუთხეებში თითო ნიშია. XI–XVI საუკუნეებში დევენაანთხევის ადგილმამული, ერწოს დიდ ნაწილთან ერთად სვეტიცხოვლის საკუთრებად განიხილებოდა, ხოლო XVII საუკუნიდან იგი უფრო კახეთის მეფეთა სახასო საკუთრებად გადაიქცა და მას მეფის მოხელეები მართავდნენ. ამავე დროიდან უნდა ხდებოდეს სოფლის მოსახლეობის შევსება ქართველი მთიელებით, თუმცა ეს პროცესი XVIII–XIX საუკუნეებშიც გრძელდებოდა. XVIII საუკუნიდან სახასო საკუთრებასთან ერთად ჩნდება სათავადო საკუთრებაც. იმდროინდელი სამხედრო-ტერიტორიული დაყოფით, სოფელი რუსთაველი ეპისკოპოსის სადროშოში შედიოდა, როგორც „სხვა ერწონი სრულად კომლნი და სახლისა შემძლე მეომარნი“. XIX საუკუნიდან დევენაანთხევში აქტიურად სახლდებოდნენ ხევსურები. სოფელში მისდევდნენ მესაქონლეობასა და მემინდვრეობას. საბჭოთა პერიოდში სოფელი ერწოს მეხორცეობა-მერძევეობის მეურნეობაში იყო გაერთიანებული. ამჟამად მცირე, ინდივიდუალური მეურნეობებია.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 132 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 177[2]
2014 132 Decrease2.svg

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები