შინაარსზე გადასვლა

შორაპნის მაზრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შორაპნის მაზრა

შორაპნის მაზრა — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში. შეიქმნა 1846 წელს. შედიოდა ქუთაისის გუბერნიაში. მაზრის თავდაპირველი ადმინისტრაციული ცენტრი იყო სოფელი საქასრია, შემდეგ — დაბა შორაპანი, 1870-იანი წლებიდან კი — დაბა ყვირილა (ზესტაფონი).

თავდაპირველად იყოფოდა არგვეთის, დიმის, საჩხერის, სვერის, ხარაგაულის, ჩხარისა და შორაპნის უბნებად. XIX საუკუნის დასასრულს შორაპნის მაზრაში შედიოდა ყვირილის, საჩხერის, წიფას, ჭიათურისა და ჩხარის უბნები. მაზრაში ცხოვრობდა 15 800 ადამიანი. შორაპნის მაზრა გაუქმდა 1930 წელს.