ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება
აბრევიატურა ქშწკგს
შეიქმნა 1879 წლის 31 მარტი
ტიპი არასამთავრობო ორგანიზაციის ტიპის
მიზანი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა XIX საუკუნის საქართველოში
თავმჯდომარეები:

დიმიტრი ყიფიანი (1879–1882)
ივანე ბაგრატიონ-მუხრანელი (1882–1885)
ილია ჭავჭავაძე (1885–1907)
გიორგი ყაზბეგი (1908–1918)
დავით კარიჭაშვილი (1918–1922)

იასონ ლორთქიფანიძე (1922–1927)
ნინო ნაკაშიძე (მ.შ. 1927)
დამფუძნებელი (-ები) ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, იაკობ გოგებაშვილი და მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი
ქვეყანა რუსეთის იმპერია, ტფილისის გუბერნია, ქუთაისის გუბერნია
საზოგადოების წევრები

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება — საზოგადოებრივი ორგანიზაცია საქართველოში 1879-1927 წლებში, რომელიც ეწეოდა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას, ხსნიდა სკოლებს, სამკითხველოებს, გამოსცემდა წიგნებს.

საზოგადოების სასარგებლოდ თბილისში, სხვა ქალაქებსა და დაბა-სოფლებში იმართებოდა სხვადასხვა სახის საქველმოქმედო საღამოები, წარმოდგენები, ლატარიები და სხვა ღონისძიებები. ბევრი ქართველი მწერალი თავის თხზულებათა გამოცემას სწირავდა საზოგადოებას. ცნობილმა მეცენატებმა ძმებმა ზუბალაშვილებმა და დავით სარაჯიშვილმა დიდძალი თანხა შეიტანეს საზოგადოების სალაროში. თბილისის საადგილმამულო ბანკმა (რომლის დამფუძნებელი და თავმჯდომარე იყო ილია ჭავჭავაძე) 11 ათასი მანეთი ჩარიცხა საზოგადოების ფონდში; ასეთივე თანხა გაიღო ქუთაისის ბანკმა, რომლიდანაც 8 ათასი მანეთი გადაინახეს ქუთაისში ქართული სათავადაზნაურო სკოლის გასამართავად.

საზოგადოებამ იარსება 1927 წლამდე. 1927 წელს საზოგადოების სკოლები, ბიბლიოთეკები, ხელნაწერები და მთელი ქონება გადაეცა განათლების სახალხო კომისარიატს.

საზოგადოებამ ფასდაუდებელი ამაგი დასდო ქართული ეროვნული პედაგოგიური აზრისა და განათლების ეროვნული სისტემის ჩამოყალიბება-განვითარების, აგრეთვე, ქართველ საზოგადოებაში ეროვნული სულისკვეთების გაღვივების საქმეს. სწორედ ამ საზოგადოების მიერ XIX საუკუნის 80-იან წლებში თბილისსა და ქუთაისში დაფუძნდა ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიები, რომლებშიც სწავლება მიმდინარეობდა ქართულ ენაზე. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოღვაწეთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული პედაგოგიური აზრის გამოჩენილ წარმომადგენელთა იაკობ გოგებაშვილის, სილოვან ხუნდაძის, იოსებ ოცხელის, ივანე გომელაურის, ლუარსაბ ბოცვაძის და სხვათა ღვაწლი.[1][2]

ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამოაზრეებმა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის დახვეწის მიზნით ჩაატარეს ქართული დამწერლობის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა - ქართული ანბანიდან ამოაგდეს 5 მოძველებული, არქაული ასო-ნიშანი, რომელიც ცოცხალ ქართულ ენაში აღარ გამოიყენებოდა.

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების უმდიდრესი ბიბლიოთეკა ამჟამად დაცულია საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსების იდეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ ქართველ საზოგადოებაში გაძლიერდა აზრი გლეხობაში სწავლა-განათლების დედა-ენაზე შეტანისა და ამ მიზნით, წერა-კითხვის საზოგადოების დაარსებისა. საზოგადოების შექმნის იდეა ჩაისახა ვიწრო წრეში, ეს აზრი განსაკუთრებით მომწიფდა იოსებ მამაცაშვილის ოჯახში, სადაც იკრიბებოდნენ მოწინავე ქართველები: იაკობ გოგებაშვილი, დიმიტრი ბაქრაძე, დიმიტრი მუსხელიშვილი, კონსტანტინე მამაცაშვილი, გეგე მაღალაშვილი, ვახტანგ თულაშვილი, ანტონ ფურცელაძე და სხვანი. ამ ჯგუფს 1870 წლიდან შეემატნენ ნიკო ცხვედაძე და გიორგი იოსელიანი.

აღნიშნულმა წრემ მალევე გადადგა პრაქტიკული ნაბიჯი და ხოვლეში მარიამ იოსების ასულ ჯავახიშვილის სახელზე გახსნა სოფლის სკოლა, სადაც სამი წლის განმავლობაში სწავლება ქართულ ენაზე უნდა წარმოებულიყო, ხოლო მეოთხე წლიდან რუსულ ენაზე გადადიოდნენ. იაკობ გოგებაშვილის აზრით, რაკი სწავლების მეოთხე წელიც ქართულ ენაზე არ წარმოებდა, სკოლას ფრთები შეეკვეცა და ამის გამო წრემ გადაწყვიტა უფრო დიდი საზოგადოების დაარსება და წესდების ნიმუშის შოვნა დაავალა ვახტანგ თულაშვილს. თულაშვილმა რაღაც მიზეზების გამო რუსეთიდან დაგვიანებით მიიღო წესდება, რომელიც იაკობ გოგებაშვილმა და ნიკო ცხვედაძემ დიმიტრი ყიფიანთან მიიტანეს გადასამუშავებლად, თუმცა გოგებაშვილი ავადმყოფობის გამო მალევე გამოეთიშა მუშაობის პროცესს.

1878 წლის 30 იანვარს გრიგოლ ორბელიანის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე წაიკითხეს წესდების პროექტი, რომლის წარდგენა კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიაში დაევალათ დიმიტრი ყიფიანს, ილია ჭავჭავაძესა და ბესარიონ ღოღობერიძეს. 1879 წლის 31 მარტის წესდებით საზოგადოება 1907 წლის მარტამდე მოქმედებდა.

დამფუძნებელი სხდომა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზოგადოების პირველი (დამფუძნებელი) სხდომა 1879 წლის 15 მაისს. საზოგადოებისა და გამგეობის პირველ თავმჯდონარედ აირჩიეს დიმიტრი ყიფიანი, მის მოადგილედ ილია ჭავჭავაძე, წევრებად ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი და რაფიელ ერისთავი. 1882-1885 წლებში თავმჯდომარე იყო ივანე ბაგრატიონ-მუხრანელი. 1885–1907 წლებში საზოგადოებას უცვლელად თავმჯდომარეობდა ილია ჭავჭავაძე. მისი თავმჯდომარეობით ახლად არჩეული გამგეობის წევრები იყვნენ: აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი ქართველიშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსი მირიანაშვილი, ნიკო ცხვედაძე, ვასილ ყიფიანი, ეკატერინე გაბაშვილი, ა. ჩოლოყაშვილი, ანტონ ფურცელაძე და ალექსანდრე ჭყონია. საზოგადოების მდივნებად ამ პერიოდში მუშაობდნენ იონა მეუნარგია, გრიგოლ ყიფშიძე, ალექსანდრე სარაჯიშვილი, დავით კარიჭაშვილი.

დიმიტრი ყიფიანის თავმჯდომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივანე ბაგრატიონ-მუხრანელის თავმჯდომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზაციის გაუქმება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზაციის მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Stephen F. Jones (2005), Socialism in Georgian Colors: The European Road to Social Democracy, 1883-1917, p. 37. Harvard University Press, ISBN 0674019024.
  2. Lang, David Marshall (1962), A Modern History of Georgia, p. 109. London: Weidenfeld and Nicolson.