ბანძა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ბანძა
St. Virgin church of Bandza Angle.jpg
ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი მარტვილის მუნიციპალიტეტი
თემი ბანძა
კოორდინატები 42°20′56″ ჩ. გ. 42°17′03″ ა. გ. / 42.34889° ჩ. გ. 42.28417° ა. გ. / 42.34889; 42.28417
პირველი ხსენება 1639-1640
ცენტრის სიმაღლე 90
მოსახლეობა 1 099[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99%[2]
ბანძა — საქართველო
ბანძა
ბანძა — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ბანძა

ბანძასოფელი დასავლეთ საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ლევახანე, ლეკეკელე, ლეპატარავე).[2] მდებარეობს ოდიშ–გურიის დაბლობზე, მდინარე აბაშის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 90 მეტრზე. მარტვილიდან დაშორებულია 12 კილომეტრით, აბაშიდან 22 კილომეტრით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად მოხსენიებულია 1639-1640 წლებში ოდიშში რუსეთის ელჩობის აღწერილობაში. 1658 წელს ბანძის მიდამოებში გაიმართა ბრძოლა იმერეთის მეფესა და გურია–სამეგრელოს მთავრებს შორის. ვახუშტი ბატონიშვილს მოხსენიებული აქვს „ბანძა და ციხე კეთილნაშენი“. 1737 წელს შედგენილ იმერეთის რუკაზე აღნიშნულია „ბანძა–ფაღაოს სასახლე“. სოფელში ტრადიციულად აღინიშნებოდა ჭვენიერობა, რომელიც ქრისტიანობის წარმაერთობაზე გამარჯვების დღესასწაულია. საბჭოთა პერიოდში ბანძაში მოქმედებდა მევენახეობის მეურნეობა, ჩაის ფაბრიკა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 099 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 473 213 260
2014[1] Increase2.svg 1 099 527 572

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანძაში დაიბადა ქართველი ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა.

ფოტოგალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 2.2 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II