საბაგირო გზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოკ-ტიუბეს საბაგირო ალმა-ატაში
(ვიდეო) საბაგიროს გონდოლა ცუკუბას მთიდან ეშვება ქვემოთ იბარაკიში, იაპონია.

საბაგირო გზა — სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტის სახეობა, რომელშიც ვაგონების, ვაგონეტების, კაბინების (გონდოლების) ან/და სავარძლების გადაადგილებისათვის გამოიყენება სადგურებს და საყრდენებს შორის გაბმული მზიდი და გამწევი ან მზიდ-გამწევი ბაგირი, ისე რომ მოძრავი შემადგენლობა (კაბინა, სავარძელი, ვაგონეტი) არ ეხება მიწას.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბაგირო გზა წარმოადგენს საჰაერო ტრანსპორტს და ის შეიძლება იყოს როგორც საქალაქო, ასევე ქალაქგარე. სამგზავრო საბაგირო გზის გამტარუნარიანობა შეიძლება აღწევდეს 2 000 მგზავრს საათში, ხოლო სატვირთო საბაგირო გზისა – 10 000 ტონამდე საათში. საბაგირო გზის ქანობი შეიძლება აღწევდეს 50°-ს.

საბაგირო გზები საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თბილისი
    • ვაკე — კუს ტბა (1966-2006, 2017-მოქმედი)
    • ნუცუბიძე — ლისის ტბა (1978-??)
    • რიყის პარკი — ნარიყალა (2012-მოქმედი)
    • რუსთაველი — მთაწმინდა (1958-1990)
    • სამგორი — ვაზისუბანი (1986-2006)
    • უნივერსიტეტი — ბაგები (1982-??)
    • ჩუღურეთი — ვერა (??-??)
  • რუსთავი
    • იაღლუჯის დასახლება — იაღლუჯის პანსიონი (1976-??)
  • წნორი — სიღნაღი (1981-1989)
  • ჭიათურა
    • ცენტრი — რუსთაველის ქ. (1967-??)
    • ცენტრი — ნაგუთი (1967-??)
    • ცენტრი — მუხაძის ქ. (1963-??)
    • ნაგუთი — შაუმიანი (1990-??)
    • ჭიათურა — პერევისა (1954-??)
    • საშევარდნო — პერევისა (1965-??)
    • ითხვისი — დარკვეთი (1953-??)
    • ბუნიკაური — თაბაგრები (1957-??)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Канатная дорога // Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. — М. : Советская энциклопедия, 1969—1978.