ლეკვანტალიე
სოფელი | |
---|---|
ლეკვანტალიე | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
თემი | ნაგვაზავო |
კოორდინატები | 42°23′02″ ჩ. გ. 42°23′17″ ა. გ. / 42.38389° ჩ. გ. 42.38806° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 130 მ |
მოსახლეობა | 125[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ლეკვანტალიე ან ადგ. ეკვატაჲე— სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში. ნაგვაზავოს თემი (სოფლები: ზემო ნაგვაზავო, ქვემო ნაგვაზავო, ლეკვანტალიე). მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარეებს ცხენისწყალსა და ნოღელას შორის. ზღვის დონიდან 130 მ, მარტვილიდან 8 კმ, აბაშიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 28 კმ.
სოფლის სახელწოდება მოდის გვარიდან კვანტალიანი, თუმცა ადგილობრივები სოფელს ეძახიან ეკვატაიაეს, რაც უკავშირდება გვარის კვატაია.
ადგილობრივები გვარს „კვანტალიანი“, მეგრულად თქმისას წარმოთქვამენ როგორც „კვატაია“. რაც, სავარაუდოდ უნდა იყოს ძველ დროში, იმ დროისთვის ამ ტერიტორიაზე უცხო გვარის გამოჩენის გამეგრულების ანუ გაშინაურების მცდელობა.
დღემდე ამ გვარს (კვანტალიანს), ნაგვაზაოს თემში და მოსაზღვრე სოფლებში ეძახიან კვატაიას.
რადგან მეგრული ენის მარტვილურ თქმაში ასო-ბგერა „ლ“ ძალიან შეზღუდულია, სოფელსაც ეკვატაიეს ეძახიან.
ასევე ამ თემისთვის (ნაგვაზაო) სხვა იშვიათი გვარებისთვის, მაგალითად ადგილობრივ ბოლქვაძეს უწოდებენ ბარქვაიას, ხოლო ფუტკარაძეს —ფუტკარაიას.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 125 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 445 | 211 | 234 |
2014[1] | ![]() |
56 | 69 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 163.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II