ნახუნავო
იერსახე
ნახუნავო — სოფელი საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ნახუნავო, წინაკვერკვე, ჭაბურთა).[2] მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე აბაშის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 230 მეტრზე, მარტვილიდან 5 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მესიმინდეობა და მეჩაიეობა. სოფელში, მთის თხემზე შემორჩენილია XVI საუკუნის ციხესიმაგრე.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 333 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[2] | 424 | 200 | 224 |
| 2014[1] | 173 | 160 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 354.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- 1 2 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II