შინაარსზე გადასვლა

ფრიზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სპარსელი მეომრები, ბერლინის მუზეუმი

ფრიზი (ფრანგ. frise) — დეკორატიული კომპოზიცია ჰორიზონტალური ზოლის ან ლენტის სახით, რომელიც აგვირგვინებს ან გარს აკრავს არქიტექტურული ნაგებობის ამა თუ იმ ნაწილს.

  1. არქიტექტურულ ორდერში არტაბლემენტის შუა ნაწილი, რომელიც მოთავსებულია არქიტრავსა და კარნიზს შორის. დორეულ ორდერში ფრიზი დანაწევრებულია მეტოპებად და ტრიგლიფებად; იონურსა და კორინთულში შევსებულია რელიეფებით ან სადაა.
  2. სკულპტურული, ფერწერული და სხვა გამოსახულებებით შექმნილი ერთიანი დეკორატიული ზოლი (ხშირად ორნამენტული ხასიათისა), რომელიც გარს არტყია კედლების ზედა ნაწილებს.