ანკარა (ქალაქი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანკარა.
ქალაქი
ანკარა
Ankara
ცენტრალური ანკარის ხედი ბოტანიკური ბაღიდან.
ცენტრალური ანკარის ხედი ბოტანიკური ბაღიდან.
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
სტატუსი დედაქალაქი
პროვინცია ანკარა
კოორდინატები 39°52′ ჩ. გ. 32°52′ ა. გ. / 39.867° ჩ. გ. 32.867° ა. გ. / 39.867; 32.867
ფართობი 2,516.00 კმ²
სიმაღლე 938 [1]
მოსახლეობა 3,901,201 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 1,551.00 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 0312
საფოსტო ინდექსი 06x xx
საავტომობილო კოდი 06
ოფიციალური საიტი http://www.ankara.bel.tr

ანკარა (ქალაქი) მდებარეობა თურქეთი

Red pog.svg

ანკარათურქეთის დედაქალაქი და ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი სტამბოლის შემდეგ. ქალაქის მოსახლეობა 4 319 167-ს შეადგენს (პროვინციისა 5 153 000-ს 2005 წლის აღწერით) და მდებარეობს ზღვის დონიდან 938 მ სიმაღლეზე.[1] ქალაქს უწინ ანგორა ან ენგიურიუ ექვა, რომაულ, კლასიკურ და ელინისტურ პერიოდებში კი ანკირა ( Ἄγκυρα - Áŋkyra). ქალაქი ასევე ანკარის პროვინციის დედაქალაქია.

ანკარა იყო კელტური სამეფოს გალათიას დედაქალაქი, რომაელების დაპყრობის შემდეგ (ქრისტეს შობამდე 25 წელს) იგივე სახელწოდების პროვინციის ცენტრი.


ანკარა ანატოლიის ცენტრში მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო და ინდუსტრიული ცენტრია. აქ მდებარეობს თურქეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო მმართველობა და უცხოეთის ყველა საელჩო. ისტორიულად ქალაქი განთქმული იყო აქ მოშენებული განსაკუთრებული ჯიშის თხებით, დამახასიათებელი გრძელი ბეწვით და მისგან დამზადებული შალით (ანგორას შალი), ასევე განსაკუთრებული ჯიშის კატით (ანკარას კატა), თეთრი კურდღლებით, მსხლით, თაფლითა და რეგიონის მუსკატის ყურძნით.

ანკარა ციცაბო და კლდოვან ფერდებზეა აშენებული, რომელიც 170 მ-ით მაღლდება ენგური-სუს ხეობის მარცხენა სანაპიროდან. ქალაქის კოორდინატებია 39°52'30" N, 32°52' E (39.875, 32.8333). ქალაქი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მშრალ ადგილასაა გაშენებული და გარშემორტყმულია უნაყოფო, გამოუსადეგარი სტეპური ფლორით, რომელზეც მიმოფანტულია ჰიტიტთა, ფიგიელთა, ოსმანთა, ბიზანტიელთა და რომალეთა არქეოლოგიური ელემენტები. მას მკვეთრი კონტინენტური კლიმატი ახასიათებს ცივი თოვლიანი ზამთრითა და ცხელი მშრალი ზაფხულით. ნალექი ძირითადად გაზაფხულსა და შემოდგომაზე მოდის.

ქალაქის ერთ-ერთ ციცაბო ფერდობზე ძველი ციხე-სიმაგრის ნარჩენებია, რაც წარმტაც პანორამას ქმნის, თუმცა ქალაქის განაშენება ცუდად იყო დაგეგმილი და ის ძირითადად მზეზე გამშრალი ტალახის აგურით ნაგები შენობებისა და ვიწრო ქუჩებისგან შედგება. ქალაქში აქაიქ შემორჩენილია ბერძნული, რომაული და ბიზანტიური არქიტექტურა, მათ შორის ყველაზე განსაკუთრებულია აუგუსტუსის ტაძარი, რომლის კედლებზე აღბეჭდილია მისი განთქმული Monumentum Ancyranum.

გალერეა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]