თოქათი
| ქალაქი | |
|---|---|
|
თოქათი თურქ. Tokat | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| პროვინცია | თოქათი |
| კოორდინატები | 40°18′50″ ჩ. გ. 36°33′18″ ა. გ. / 40.31389° ჩ. გ. 36.55500° ა. გ. |
| მერი | ეიუფ ეროღლუ |
| ფართობი | 1,923.01 კმ² |
| ცენტრის სიმაღლე | 623 მეტრი |
| მოსახლეობა | 132,437 კაცი (2012) |
| სიმჭიდროვე | 95 კაცი/კმ² |
| სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
| სატელეფონო კოდი | +90 356 |
| საფოსტო ინდექსი | 60100, 60200 |
| საავტომობილო კოდი | 90 |
| ოფიციალური საიტი | tokat.bel.tr |
თოქათი (თურქ. Tokat) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, შავი ზღვის რეგიონში, თოქათის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 2012 წლის აღწერის მონაცემებით, თოქათში ცხოვრობს 132,437 ადამიანი. თოქათს აქვს მერია და ჰყავს მერი — ეიუფ ეროღლუ. ქალაქში მდებარეობს თურქეთის ერთ-ერთი ცნობილი თოქათის აეროპორტი.
თოქათს აღმოსავლეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით ესაზღვრება საკუთარი პროვინციის ქალაქები. სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება არტოვა და იეშილიურთი, ჩრდილო-დასავლეთით — თურჰალი, დასავლეთით — პაზარი, ჩრდილოეთით — ერბაა, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ნიკსარი და აღმოსავლეთით — ალმუსი. თოქათს სამხრეთით ესაზღვრება სივასის პროვინცია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თოქათის ისტორიული სახელწოდებაა "ევდოკია". მისი ისტორია ხეთების ეპოქიდან იწყება. შუა საუკუნეებში ევდოკია შედიოდა ბიზანტიის იმპერიაში. შემდეგში აღმოჩნდა თურქ-სელჩუკების ხელში. ევდოკია ოსმალეთის იმპერიაში შევიდა სულთან მურად II-ის მმართველობის პერიოდში, მე-15 საუკუნის პირველ ნახევარში. ის ოსმალეთში რჩებოდა მისი საბოლოოდ რუქიდან გაქრობამდე, ხოლო ოსმალეთის დაშლის შემდგომ, შედის თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში.