შინაარსზე გადასვლა

ჩილდირი (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩილდირი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ჩრდილი
Çıldır
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია არტაანი
კოორდინატები 41°07′44″ ჩ. გ. 43°07′58″ ა. გ. / 41.12889° ჩ. გ. 43.13278° ა. გ. / 41.12889; 43.13278
ქალაქის მერი ნურეთინ აიგუნი
ცენტრის სიმაღლე 1950
მოსახლეობა 1683 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
საფოსტო ინდექსი 75000
ოფიციალური საიტი yerelnet.org.tr/belediyeler/belediye.php?belediyeid=129382
ჩილდირი (ქალაქი) — თურქეთი
ჩილდირი (ქალაქი)

ჩილდირი (თურქ. Çıldır; ძვ. ქართული სახელწოდება — ძურძნა[1]) — ქალაქი თურქეთში არტაანის პროვინციის ჩილდირის რაიონში. ქალაქი ჩილდირი რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ქალაქი ატარებს იქვე არსებული ჩილდირის (ჩრდილის) ტბის სახელწოდებას

დასახლებული პუნქტის ძველი ქართული სახელწოდება იყო — ძურძნა. 1878-1917 წლებში შედიოდა არტაანის ოკრუგში. რუსეთის იმპერიაში შემავალი აღნიშნული დასახლებული პუნქტი ატარებდა სახელს — ზურზუნა (რუს. Зурзуна). 1917 წელს ხელახლა დაიკავა ოსმალეთის იმპერიამ. 1919 წლის თებერვალ-აპრილში ოსმალეთის მარიონეტულ ყარსის რესპუბლიკასთან ომის წარმატებით დასრულების შემდეგ დაიკავა საქართველომ. რამდენიმე თვეში გადასცა სომხეთს. 1920 წლის ოქტომბერში სომხეთ-ოსმალეთის ომის დროს ხელახლა დაიკავა საქართველომ და გამოაცხადა ქართულ ქალაქად. 1921 წლის თებერვალში დაიკავა თურქეთმა.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ტაო-კლარჯეთის ძეგლების 2019 წლის საკვლევი ექსპედიციების ანგარიშები. კავკასიის უნივერსიტეტი, გვ. 114. ISBN 978-9941-9746-3-2. 
  2. ანდერსენი ე., სამუსლიმანო საქართველო 1918-1921 წლებში და პირველი რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთი საზღვრის ფორმირება // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ, თბილისი: თსუ, 2018. — გვ. 267-296, ISBN 978-9941-13-771-6.