სივასი
Jump to navigation
Jump to search
ქალაქი | ||
---|---|---|
სივასი თურქ. Sivas | ||
![]() | ||
ქვეყანა |
![]() | |
კოორდინატები | 39°45′00″ ჩ. გ. 37°01′00″ ა. გ. / 39.75000° ჩ. გ. 37.01667° ა. გ. | |
ცენტრის სიმაღლე | 1,285 მეტრი | |
ოფიციალური ენა | თურქული ენა | |
მოსახლეობა |
377,561 (2018), 312,587 (2012) | |
სასაათო სარტყელი | UTC+2 | |
ოფიციალური საიტი | http://sivas.bel.tr/ | |
| ||
სივასი — ქალაქი თურქეთის ცენტრალურ ნაწილში, სივასის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 296,402 მაცხოვრებლით (2007). ქალაქს გააჩნია რკინიგზის სადგური, საავტომობილო გზების კვანძი, მანქანათსაშენი, ლითონდასამუშავებელი, ცემენტის, ხის დასამუშავებელი, კვებისა და საფეიქრო მრეწველობა.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სივასის ძველი სახელებია: კაბირა, დიოსპოლისი, სებასტია. IV საუკუნის დასასრულიდან XI საუკუნის მეორე ნახევრამბე ბიზანტიის შემადგენლობაში იყო. XI საუკუნის დასასრულიდან ემორჩილებოდა სელჩუკებს, XIV საუკუნეში შევიდა ოსმალეთის იმპერიაში. ქემალისტური რევოლუციის დროს, 1919 წლის სექტემბერში, სივასში მოიწვიეს ეროვნულ-ბურჟუაზიული ორგანიზაციების კონგრესი, რომელმაც აირჩია წარმომადგენლობიოთი კომიტეტი — (1920 წლის აპრილამდე) რევოლუციური თურქეთის დროებითი მთავრობა.