ოლთისი (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ოლთისი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ერზურუმი
კოორდინატები 40°32′59″ ჩ. გ. 41°59′59″ ა. გ. / 40.54972° ჩ. გ. 41.99972° ა. გ. / 40.54972; 41.99972
ცენტრის სიმაღლე 1,275 მეტრი
მოსახლეობა 22,127 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 23 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+03:00
სატელეფონო კოდი 25400
ოფიციალური საიტი oltu.bel.tr
ოლთისი (ქალაქი) — თურქეთი
ოლთისი (ქალაქი)

ოლთისი (თურქ. Oltu) — ქალაქი და რაიონი თურქეთის აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონის, ერზურუმის პროვინციაში. მდებარეობს ისტორიულ ტაოში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

X საუკუნეში ოლთისი დავით III დიდი კურაპალატის რეზიდენცია იყო; მისი სიკვდილის შემდეგ (1001 წ.) მეფეთა მეფე გურგენი ეცადა მის ხელში ჩაგდებას, მაგრამ ბიზანტიის წინააღმდეგობას წააწყდა. საბოლოოდ ოლთისი იმიერტაოსთან ერთად ბიზანტიის კეისარმა ბასილი II-მ დაიკავა. XI საუკუნეში, საქართველო-ბიზანტიის ომის დროს, 1121 წელს უკან დახევისას, ოლთისი გიორგი I-მა გადაწვა. XI საუკუნის 70-იან წლებში ოლთისს, კარნუ-ქალაქსა (ახლანდელი ერზურუმი) და კართან (ახლანდელიყარსი) ერთად მიმდებარე ტეროტორიებით განაგებდა ბიზანტიის დიდმოხელე ქართველი გრიგოლ ბაკურიანის ძე. საქართველოში „დიდი თურქობის“ დროს (XI-XII სს.) თურქ-სელჩუკები ფლობდნენ; თურქ-სელჩუქებთან ბრძოლის დროს, ოლთისი გადაწვა დავით IV აღმაშენებელმა. შემდგომ ოლთისი საქართველოს შემადგენლობაში იყო, XIII საუკუნის 40-იანი წლებიდან, მონღოლების ბატონობის ხანაში (უმეფობის პერიოდში), მცირეაზიელმა თურქმანებმა დაიკავეს, მაგრამ მალე გაათავისუფლა სამცხის ლაშქარმა. XV-XVI საუკუნეებში, თურქ-ოსმალთა ექსპანსიის დროს, ოლთისი არაერთხელ იყო ბრძოლის ობიექტი; XV საუკუნეში, სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ, ოსმალეთის ფარგლებში მოექცა.

1829 წელს ქალაქს აკონტროლებდა რუსეთის იმპერია, მაგრამ ადრიანოპოლის ზავის შემდეგ თურქეთს დაუთმო. 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის განმავლობაში კვლავ რუსეთის იმპერიას შეუერთდა და გახდა ყარსის ოლქის შემადგენელი ნაწილი. 1918 წლის ბოლოს ოლთისი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1919 წელს სომხეთის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მოახდინა ქალაქის ანექსია. ხოლო 1921 წელს ქაზიმ ქარაბექირის მიერ მოხდა მისი ანექსირება და საბოლოოდ 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით გადაეცა თურქეთს[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]