ყარაბუქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ყარაბუქი
თურქ. Karabük
Karabük.jpg
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ყარაბუქის პროვინცია
კოორდინატები 41°11′55″ ჩ. გ. 32°37′35″ ა. გ. / 41.19861° ჩ. გ. 32.62639° ა. გ. / 41.19861; 32.62639
მერი რაფეთ ვერგილი
ფართობი 759.63 კმ²
ცენტრის სიმაღლე 280
მოსახლეობა 113,277 კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 0370
საავტომობილო კოდი 78
ოფიციალური საიტი karabuk.bel.tr
ყარაბუქი — თურქეთი
ყარაბუქი

ყარაბუქი (თურქ. Karabük) — ქალაქი ჩრდილოეთ თურქეთში, შავი ზღვის რეგიონში, ყარაბუქის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს 280 მეტრზე ზღვის დონიდან. 2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ ყარაბუქში მაცხოვრებელთა რაოდენობა 113,277 ადამიანს აღწევს. ყარაბუქს აქვს მერია და მისი მერი არის რაფეთ ვერგილი. ყარაბუქის პროვინცია არ მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე და შეაბამიად, არც ქალაქი ყარაბუქი.

ყარაბუქი 1941 წელს გახდა მუნიციპალიტეტი, ხოლო 1995 წლიდან მოყოლებული არის ყარაბუქის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქ ყარაბუქს ოთხივე მხრიდან ესაზღვრება საკუთარი პროვინციის ქალაქები. აღმოსავლეთით ესაზღვრება ოვაჯიქი, დასავლეთით — იენიჯე, სამხრეთით — ესკიპაზარი, ხოლო ჩრდილოეთით ესაზღვრება ქალაქი საფრანბოლუ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: