არჰავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
არჰავი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
კოორდინატები 41°21′11″ ჩ. გ. 41°18′36″ ა. გ. / 41.35306° ჩ. გ. 41.31000° ა. გ. / 41.35306; 41.31000
მმართველი მერი
ცენტრის სიმაღლე 19±1 მეტრი
მოსახლეობა 20 565 (2015)[1]
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 466
საფოსტო ინდექსი 08200
ოფიციალური საიტი http://arhavi.bel.tr/
არჰავი — თურქეთი
არჰავი
ლაზი მოცეკვავეების ძეგლი არჰავში

არჰავი (ლაზ. და ქართ. არქაბი) — ქალაქი და რაიონი თურქეთის ართვინის პროვინციაში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. მდებარეობს ხოფადან 18 კმ-ში, ართვინიდან 138 კმ-ში, რიზედან 160 კმ-ში.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა დროს შედიოდა ლაზიკის სამეფოში, ბიზანტიის იმპერიაში, ტრაპიზონის იმპერიაში, რუმის სასულთნოში და ოსმალეთის იმპერიაში.

1865 წელს არჰავის კაზა შედიოდა ტრაპიზონის ვილაიეთის ლაზისტანის სანჯაყში. კაზაში სულ შედიოდა 60 სოფელი და ცხოვრობდა 6630 ადამიანი.[3]

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაზურად მას ეწოდება „არქაბი“, რაც „ახალ სოფელს“ ნიშნავს.[4]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის მოსახლეობის აღრიცხვის თანახმად, რაიონში ცხოვრობს 19 319 ადამიანი, რომელთაგან 15 610 ცხოვრობს რაიონულ ცენტრში. განათლების დონე 96%. მოსახლეობის უმრავლესობას ლაზები წარმოადგენენ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]