ნაზილი
იერსახე
ქალაქი | |
---|---|
ნაზილი თურქ. Nazilli | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
პროვინცია | აიდინი |
კოორდინატები | 37°54′45″ ჩ. გ. 28°19′14″ ა. გ. / 37.91250° ჩ. გ. 28.32056° ა. გ. |
მერი | ჰალუქ ალიჯიკი |
ფართობი | 664 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 64 მ |
მოსახლეობა | 149 816 კაცი (2014) |
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
საფოსტო ინდექსი | 09400 |
საავტომობილო კოდი | 45 |
ოფიციალური საიტი | nazilli.bel.tr |
ნაზილი (თურქ. Nazilli) — ქალაქი დასავლეთ თურქეთში, ეგეოსის რეგიონში, შედის აიდინის პროვინციის შემადგენლობაში. ნაზილი არის საკუთარი პროვინციის ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ქალაქი. მდებარეობს 64 მეტრზე ზღვის დონიდან. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქში ცხოვრობს 149 816 ადამიანი. ნაზილის აქვს მერია და მისი მერი არის ჰალუქ ალიჯიკი.
ნაზილის აღმოსავლეთით, დასავლეთითა და სამხრეთით ესაზღვრება საკუთარი პროვინციის ქალაქები. აღმოსავლეთით ესაზღვრება ქუიუჯაკი, დასავლეთით — სულთანჰისარი, ხოლო სამხრეთით — ბოზდოღანი. ნაზილის ჩრდილოეთით ესაზღვრება იზმირის პროვინცია.