ქირიქკალე
ქალაქი | |
---|---|
ქირიქკალე Kırıkkale | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
პროვინცია | ქირიქკალე |
კოორდინატები | 39°50′30″ ჩ. გ. 33°30′50″ ა. გ. / 39.84167° ჩ. გ. 33.51389° ა. გ. |
მერი | მეჰმედ საიგილი |
ფართობი | 318.07 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 900 მ |
მოსახლეობა | 189 044 კაცი (2014) |
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 0318 |
საფოსტო ინდექსი | 71000 |
საავტომობილო კოდი | 71 |
ოფიციალური საიტი | kirikkale.bel.tr |

ქირიქკალე (თურქ. Kırıkkale) — ქალაქი თურქეთში, ცენტრალური ანატოლიის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში. ქირიქკალე არის ქირიქკალეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ქირიქკალე მდებარეობს 40 კმ-ში თურქეთის დედაქალაქ ანკარასთან. 2014 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობამ 189 044 შეადგინა. ქირიქკალე მდებარეობს 900 მეტრზე ზღვის დონიდან. ქალაქ ქირიქკალეს აქვს მერია და მისი მერი არის მეჰმედ საიგილი. სიტყვა ქირიქკალე ქართულ ენაზე სიტყვასიტყვით ნიშნავს გატეხილ ციხეს. ქალაქის ფართობი 318.07 კმ²-ია.
ქალაქი ქირიქკალე მდებარეობს ქირიქკალეს პროვინციის ცენტრში. მიუხედავად იმისა, რომ იგი ამ პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია, ქირიქკალეს პროვინციის რამდენიმე ქალაქი მას ფართობით აღემატება. ქირიქკალეს ოთხივე მხრიდან საკუთარი პროვინციის ოთხი ქალაქი ესაზღვრება. აღმოსავლეთით ესაზღვრება ქალაქი ქესკინი, დასავლეთით — იაჰშიჰანი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ბაჰშილი, ხოლო ჩრდილოეთით ქალაქი ბალიშეიჰი ესაზღვრება.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Kirikkale News დაარქივებული 2020-05-17 საიტზე Wayback Machine.
- District governor's official website (თურქული)
- District municipality's official website (თურქული)