ანკარა
| ქალაქი | |
|---|---|
|
ანკარა თურქ. Ankara ოსმ. آنقره | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| რეგიონი | ცენტრალური ანატოლიის რეგიონი |
| პროვინცია | ანკარის პროვინცია |
| შიდა დაყოფა | Yenimahalle ilçesi |
| კოორდინატები | 39°55′48″ ჩ. გ. 32°51′00″ ა. გ. / 39.93000° ჩ. გ. 32.85000° ა. გ. |
| ქალაქის მერი | მანსურ იავაში |
| ფართობი | 4 130,2 კმ² |
| ცენტრის სიმაღლე | 938 მ |
| ოფიციალური ენა | თურქული ენა |
| მოსახლეობა | 5 864 049 კაცი (2014) |
| სიმჭიდროვე | 1 270 კაცი/კმ² |
| სასაათო სარტყელი | UTC+3, ზაფხულში UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +90 312 |
| საფოსტო ინდექსი | 06xxx |
| საავტომობილო კოდი | 06 |
| ოფიციალური საიტი | ankara.gov.tr |
ანკარა (თურქ. Ankara) — თურქეთის დედაქალაქი. მდებარეობს ანატოლიის ცენტრალურ ნაწილში. საქალაქო აგლომერაციის მოსახლეობა 5 200 000-ს შეადგენს,[1] ხოლო ანკარის პროვინციაში 5 864 049 ადამიანი ცხოვრობს.[2] ანკარა თურქეთის უდიდესი ქალაქია ურბანული ტერიტორიის მიხედვით, მეორეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით (სტამბოლის შემდეგ), და მესამე — მეტროპოლიური ტერიტორიის მიხედვით (კონიისა და სივასის შემდეგ).
ანკარა ისტორიულად ცნობილია, როგორც ანკირა და ანგორა.[3] თავდაპირველად ძველი კელტური სახელმწიფოს, გალატიის (ძვ. წ. 280–64 წწ.), ხოლო შემდეგ ამავე სახელწოდების რომაული პროვინციის (ძვ. წ. 25–VII საუკუნე) პოლიტიკური ცენტრი იყო. ანკარაში გვხვდება ხათური, ხეთური, ლიდიური, ფრიგიული, გალატური, ბერძნული, სპარსული, რომაული, ბიზანტიური და ოსმალური არქეოლოგიური ძეგლები. ოსმალებმა ანკარა ჯერ ანატოლიის ეიალეთის (1393 – XV საუკუნის ბოლო), ხოლო შემდეგ ანგორის ეიალეთისა (1827–1864 წწ.) და ანგორის ვილაიეთის (1867–1922 წწ.) დედაქალაქად აქციეს. 1920 წლის 23 აპრილს ანკარაში დაარსდა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა, რომელიც გახდა თურქული ეროვნული მოძრაობის შტაბი თურქეთის დამოუკიდებლობის ომის დროს. რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, 1923 წლის 29 ოქტომბერს, ანკარა გახდა თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქი. მან ჩაანაცვლა სტამბოლი, რომელიც კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ცენტრი იყო.
ანკარის ისტორიული ცენტრი კლდოვანი ბორცვია, რომელიც მდინარე ანკარის (საქარიის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, 150 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გორაკზე ანკარის ციხის ნანგრევებია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაგებობებიდან მხოლოდ რამდენიმეა შემორჩენილი, ქალაქში რომაული და ოსმალური არქიტექტურის კარგად შემონახული ნიმუშებია.
ანკარა მნიშვნელოვანი კომერციული და ინდუსტრიული ქალაქია, რომელიც მდებარეობს თურქეთის საავტომობილო და სარკინიგზო ქსელების ცენტრში. ქალაქმა სახელი მისცა ანგორის მატყლს, რომელსაც იღებენ ანგორის კურდღლებისგან, გრძელბეწვიანი ანგორის თხებისა და ანგორის კატებისგან.[4] რეგიონი ასევე ცნობილია თავისი მსხლით, თაფლითა და მუსკატის ყურძნით. მიუხედავად იმისა, რომ მდებარეობს თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე მშრალ რეგიონში და ძირითადად გარემოცულია სტეპის მცენარეულობით (გარდა სამხრეთ პერიფერიის ტყიანი ადგილებისა), ანკარა შეიძლება ჩაითვალოს მწვანე ქალაქად.[5]
ანკარაში მრავალი უნივერსიტეტია და მსოფლიოში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების 100 საუკეთესო კლასტერს შორისაა.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდება „ანკარას“ ორთოგრაფია[6] საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა. იგი ასოცირდება ხეთების კულტურულ ცენტრ „ანკუვაშთან“,[7][8] თუმცა ეს საკითხი კვლავ საკამათოა.[9] კლასიკურ ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში ქალაქი ბერძნულად ცნობილი იყო, როგორც Ánkyra (ძვ. ბერძნ. Ἄγκυρα, სიტყვასიტყვით „ღუზა“). 1073 წელს თურქ-სელჩუკების მიერ მისი ანექსიის შემდეგ, ქალაქი მრავალ ევროპულ ენაზე ცნობილი გახდა, როგორც ანგორა; ოსმალურად ის ასევე ცნობილი იყო, როგორც Engürü (انگورو). ფორმა „ანგორა“ შემორჩენილია სხვადასხვა სახეობის ცხოველთა ჯიშებისა და აშშ-ში რამდენიმე დასახლების სახელწოდებებში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რეგიონის ისტორია ბრინჯაოს ხანის ხათების ცივილიზაციით იწყება, რომელიც ძვ. წ. II ათასწლეულში ხეთებმა შეცვალეს, ძვ. წ. X საუკუნეში — ფრიგიელებმა, ხოლო მოგვიანებით — ლიდიელებმა, სპარსელებმა, ბერძნებმა, გალატიელებმა, რომაელებმა, ბიზანტიელებმა და თურქებმა (რუმის სასულთნო, ოსმალეთის იმპერია და ბოლოს თურქეთის რესპუბლიკა).
ძველი ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანკარის ცენტრში და მის გარშემო არსებული უძველესი დასახლებები ხათურ ცივილიზაციას ეკუთვნოდა, რომელიც ბრინჯაოს ხანაში არსებობდა და თანდათანობით, ძვ. წ. 2000-1700 წლებში, ინდოევროპელმა ხეთებმა შეითვისეს. ფრიგიელების მმართველობის დროს ქალაქი მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ფართობით, ასევე მნიშვნელობით. ძვ. წ. 1000-დან დაიწყო ფრიგიელთა დედაქალაქიდან, გორდიონიდან, ქალაქისკენ მიგრანტების ნაკადის სვლა, რომელიც მიწისძვრით იყო განპირობებული. ფრიგიული ტრადიციის თანახმად, მეფე მიდასი ანკირას დამაარსებლად ითვლებოდა, თუმცა, პავსანიასის თქმით, ქალაქი სინამდვილეში გაცილებით ძველი იყო, რასაც არქეოლოგიური აღმოჩენებიც მოწმობს.
ფრიგიელთა მმართველობა თავდაპირველად ლიდიელთა, შემდეგ კი სპარსელთა მმართველობით შეიცვალა, თუმცა გლეხობის მკვეთრად გამოხატული ფრიგიული ხასიათი შენარჩუნდა, რასაც რომაული პერიოდის გაცილებით გვიანდელი საფლავის ქვები ადასტურებს. სპარსეთის უზენაესობა გაგრძელდა მანამ, სანამ ისინი ალექსანდრე მაკედონელმა არ დაამარცხა. მან ქალაქი დაიპყრო ძვ. წ. 333 წელს. ალექსანდრე გორდიონიდან ანკარაში ჩავიდა და ქალაქში მცირე ხნით დარჩა. ძვ. წ. 323 წელს, ბაბილონში მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ, მისი იმპერია დაიშალა და ანკარა და მისი მიდამოები ანტიგონუსის ხელში გადავიდა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაფართოება მოხდა პონტოსელი ბერძნების დროს, რომლებიც იქ დაახლოებით ძვ. წ. 300 წელს ჩავიდნენ და ქალაქი შავი ზღვის პორტებსა და ჩრდილოეთით ყირიმს, სამხრეთით ასურეთს, კვიპროსსა და ლიბანს, ხოლო აღმოსავლეთით საქართველოს, სომხეთსა და სპარსეთს შორის სავაჭრო ცენტრად აქციეს.
კელტური პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ძვ. წ. 278 წელს ქალაქი, ცენტრალური ანატოლიის დანარჩენ ნაწილთან ერთად, დაიპყრო კელტურმა ჯგუფმა გალატიელებმა (გალებმა). გალატიელები პირველები იყვნენ, ვინც ანკარა მთავარი ტომობრივი (ტექტოსაგების ტომების) ცენტრად აქცია. ტროკმების ტომის ცენტრი იყო პესინუსი, დღევანდელი ბალიჰისარი, ხოლო ტავიუმი ანკარის აღმოსავლეთით — ტოლისტობოგების ტომის ცენტრი. ქალაქი მაშინ ცნობილი იყო, როგორც ანკირა. კელტური ელემენტი, სავარაუდოდ, რაოდენობით შედარებით მცირე იყო. საბრძოლო არისტოკრატია მეფობდა ფრიგიულენოვან გლეხებზე. თუმცა, კელტური ენა სასაუბროდ გალატიაში საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნდა. IV საუკუნის ბოლოს წარმოშობით დალმაციელმა წმინდა იერონიმემ აღნიშნა, ანკარის შემოგარენში გავრცელებული ენა ძალიან ჰგავდა იმასა, რაზეც საუბრობდნენ რომაული სამყაროს ჩრდილო-დასავლეთში, ტრირის მახლობლად.
რომაული პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი შემდეგ გადავიდა რომის იმპერიის კონტროლის ქვეშ. ძვ. წ. 25 წელს იმპერატორმა ოქტავიანე ავგუსტუსმა მიანიჭა მას პოლისის სტატუსი და ის გამოაცხადა რომის პროვინცია გალატიის დედაქალაქად.[10] ანკარა ცნობილია Monumentum Ancyranum-ით, რომელიც შეიცავს ავგუსტუსის საქმეთა ოფიციალურ ჩანაწერს, ამ ტაძრის კედლებზე მარმარილოში ამოკვეთილ წარწერას, ცნობილს, როგორც Res Gestae Divi Augusti. ანკირას ნანგრევები დღესაც იძლევა ღირებულ ბარელიეფებს, წარწერებსა და სხვა არქიტექტურულ ფრაგმენტებს. ორი სხვა გალატიური ტომის ცენტრი, ტავიუმი იოზგათის მახლობლად და პესინუსი (ბალჰისარი) დასავლეთით, სივრიჰისართან ახლოს, რომაულ პერიოდში კვლავ საკმაოდ მნიშვნელოვანი დასახლებები იყო, მაგრამ მათ შორის სწორედ ანკირა გადაიქცა დიდ მეტროპოლიად.
დაახლოებით 200 000 ადამიანი ცხოვრობდა ანკირაში რომის იმპერიის აყვავების პერიოდში, ბევრად უფრო მეტი, ვიდრე რომის იმპერიის დაცემიდან XX საუკუნის დასაწყისამდე. პატარა მდინარე ანკარა გადიოდა რომაული ქალაქის ცენტრში. ის ახლა დაფარულია და გადატანილია, მაგრამ რომაულ, ბიზანტიურ და ოსმალურ პერიოდებში იგი წარმოადგენდა ძველი ქალაქის ჩრდილოეთ საზღვარს. ჩანქაია, დიდებული ბორცვის კიდე, დღევანდელი ქალაქის ცენტრის სამხრეთით, კარგად იყო დაშორებული რომაულ ქალაქს, მაგრამ შესაძლოა ზაფხულის კურორტი ყოფილიყო. XIX საუკუნეში, სულ მცირე ერთი რომაული ვილის ან დიდი სახლის ნანგრევები კვლავ იდგა არც თუ ისე შორს იმ ადგილიდან, სადაც დღეს ჩანქაიის საპრეზიდენტო რეზიდენცია დგას. დასავლეთით რომაული ქალაქი მდებარეობდა გენჩლიკ-პარკისა და სარკინიგზო სადგურის არეალამდე, ხოლო ბორცვის სამხრეთ მხარეს, შესაძლოა, ის ქვემოთ ვრცელდებოდა იმ ადგილამდე, რომელსაც ამჟამად ჰაჯეთეპეს უნივერსიტეტი იკავებს.
ანკირას მნიშვნელობა ემყარებოდა იმ ფაქტს, რომ ის იყო გზაჯვარედინი, სადაც ანატოლიაში ჩრდილოეთ-სამხრეთისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით მიმავალი გზები კვეთდნენ, რაც მას მთავარ სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებდა რომის აღმოსავლეთი საზღვრისთვის. დიდი საიმპერატორო გზა, რომელიც აღმოსავლეთისკენ მიდიოდა, გადიოდა ანკარაში და იმპერატორები და მათი ჯარები ამ გზებით სარგებლობდნენ. აღნიშნულ გზას, გარდა იმპერატორებისა, აქტიურად იყენებდნენ დამპყრობლებიც. III საუკუნის მეორე ნახევარში ანკირას ერთმანეთის მიყოლებით შეესივნენ გუთები, რომლებიც დასავლეთიდან მოდიოდნენ, და შემდეგ — არაბები. დაახლოებით ათი წლის განმავლობაში ქალაქი იყო პალმირელი იმპერატორის, ზენობიას ერთ-ერთი დასავლური ფორპოსტი სირიის უდაბნოში, რომელმაც ისარგებლა რომის იმპერიის სისუსტისა და არეულობის პერიოდით, რათა მცირე ხნით გამოეცხადებინა საკუთარი სახელმწიფო.
ქალაქი ხელახლა შეუერთდა რომის იმპერიას 272 წელს, იმპერატორ ავრელიანეს მმართველობის დროს. ტეტრარქია, ოთხი იმპერატორის სისტემა, რომელიც დიოკლეტიანემ (284–305 წწ.) შემოიღო, როგორც ჩანს, ჩართული იყო აღდგენისა და გზების მშენებლობის მასშტაბურ პროგრამაში ანკირადან დასავლეთისკენ, გერმესა და დორილეასკენ (ახლანდელი ესქიშეჰირი).
თავისი აყვავების პერიოდში რომაული ანკირა იყო დიდი ბაზარი და სავაჭრო ცენტრი, მაგრამ ის ასევე ფუნქციონირებდა, როგორც მთავარი ადმინისტრაციული დედაქალაქი. III საუკუნის განმავლობაში ცხოვრება ანკირაში, როგორც სხვა ანატოლიურ ქალაქებში, როგორც ჩანს, გარკვეულწილად მილიტარიზებული გახდა ქალაქის შემოსევებისა და არასტაბილურობის საპასუხოდ.
-
რომაელი ქალის მარმარილოს თავი გამოფენილია ანატოლიური ცივილიზაციების მუზეუმში.
-
ღვთაებრივი ავგუსტუსის საქმეები ტექსტის უმეტესი ნაწილი შემორჩენილია „Monumentum Ancyranum“-ის კედლებზე.
ბიზანტიური პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქალაქი IV საუკუნეში ცნობილი იყო, როგორც ქრისტიანული საქმიანობის ცენტრი, იმპერატორების ვიზიტების სიხშირის გამო. ამას წარმართი მეცნიერის, ლიბანიუსის წერილებიც მოწმობს. ანკირის ეპისკოპოსი მარკელუსი და ბასილ ანკირელი აქტიურად მონაწილეობდნენ თეოლოგიურ დაპირისპირებებში. ქალაქში სულ მცირე, სამი საეკლესიო კრება ჩატარდა 314, 358 და 375 წლებში, აქედან ბოლო ორი — არიანიზმის სასარგებლოდ.[10]
ქალაქს ეწვია იმპერატორი კონსტანტი (337–350 წწ.) 347 და 350 წლებში, იულიანე (361–363 წწ.) — თავისი სპარსული კამპანიის დროს, 362 წელს, და იულიანეს მემკვიდრე იოვიანე (363–364) 363/364 წლის ზამთარში. იოვიანეს სიკვდილის შემდეგ მალევე ვალენტინიანე I (364–375 წწ.) იმპერატორად გამოაცხადეს ანკირაში, მომდევნო წელს მისმა ძმამ ვალენტმა (364–378) გამოიყენა ანკირა, როგორც თავისი ბაზა უზურპატორი პროკოპიუსის წინააღმდეგ. როდესაც გალატიის პროვინცია დაიყო, 396-399 წლებში, ანკირა გახდა გალატია I-ის დედაქალაქი, როგორც სამოქალაქო, ასევე რელიგიური ცენტრი (მიტროპოლიტის საყდარი). იმპერატორი არკადიუსი (383–408) ხშირად იყენებდა ქალაქს საზაფხულო რეზიდენციად.[10]
479 წელს აჯანყებული მარციანუსი შეესია ქალაქს, თუმცა მისი დაპყრობა ვერ შეძლო. 610/611 წელს კომენტიოლუსმა, იმპერატორ ფოკას (602–610 წწ.) ძმამ, ქალაქში წამოიწყო წარუმატებელი ამბოხება ჰერაკლეს (610–641 წწ.) წინააღმდეგ. ათი წლის შემდეგ, 602–628 წლების ბიზანტია-სასანიანების ომის დროს, 620 ან 622 წელს, იგი დაიპყრეს სასანიანმა სპარსებმა. მიუხედავად იმისა, რომ ომის დასრულების შემდეგ ქალაქი ბიზანტიის ხელში დაბრუნდა, სპარსელების ყოფნამ კვალი დატოვა ქალაქის არქეოლოგიაზე და, სავარაუდოდ, დაიწყო მისი გარდაქმნის პროცესი გვიანანტიკური ქალაქიდან შუასაუკუნეების გამაგრებულ დასახლებად.[10]
654 წელს ქალაქი, რომელიც არაბულ წყაროებში ასევე ცნობილია, როგორც „ქალათ ას-სალასილი“ („ჯაჭვების ციხე“), პირველად დაიპყრეს მართლმორწმუნე ხალიფებმა ომაიანების სახალიფოს მომავალი დამფუძნებლის, მუავიას მეთაურობით. დაახლოებით იმავე დროს ანატოლიაში დაარსდა თემები და ანკირა გახდა ოფსიკიონის თემის დედაქალაქი, რომელიც იყო უდიდესი და უმნიშვნელოვანესი თემი მანამ, სანამ იგი არ გაიყო იმპერატორ კონსტანტინე V-ის (741–775) დროს; ანკირა შემდეგ გახდა ბუკელარიონის თემის დედაქალაქი. ქალაქი სულ მცირე დროით დაიპყრეს ომაიანების უფლისწულმა მასლამა იბნ ჰიშამმა 739/740 წელს. ეს იყო ბიზანტიის იმპერიისთვის ომაიანების მიერ წართმეული ბოლო ტერიტორიული მონაპოვარი. ანკირაზე წარუმატებელი თავდასხმა მოაწყვეს აბასიდების ძალებმა 776 და 798/799 წლებში. 805 წელს იმპერატორმა ნიკიფორე I-მა (802–811 წწ.) გაამაგრა მისი ფორტიფიკაციები, რამაც, სავარაუდოდ, იხსნა იგი ძარცვისგან მომდევნო წელს ხალიფა ჰარუნ ალ-რაშიდის მიერ ანატოლიაში ფართომასშტაბიანი შემოსევის დროს. არაბული წყაროები ამბობენ, რომ ჰარუნმა და მისმა მემკვიდრემ ალ-მამუნმა (813–833 წწ.) აიღეს ქალაქი, მაგრამ ეს ინფორმაცია გვიან არის გამოგონილი.[10] 838 წელს, ამორიუმის კამპანიის დროს, ხალიფა ალ-მუთასიმის (833–842 წწ.) არმიები შეიკრიბნენ და შეხვდნენ ქალაქში. 859 წელს იმპერატორი მიხეილ III (842–867 წწ.) მივიდა ქალაქში არაბების წინააღმდეგ კამპანიის დროს და ბრძანა მისი თავდაცვითი ნაგებობების აღდგენა. 872 წელს ქალაქი საფრთხის ქვეშ იყო, მაგრამ ვერ დაიპყრეს პავლიკიანელებმა ქრისოხეირის მეთაურობით. ბოლო არაბული ლაშქრობა, რომელიც ქალაქს შეეხო, განხორციელდა 931 წელს თარსუსის აბასიანი გუბერნატორის, თამალ ალ-დულაფის მიერ, მაგრამ ქალაქი კვლავ ვერ დაიპყრეს.[10]
საეკლესიო ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ანკირას ადრეული ქრისტიანი მოწამეები, რომელთა შესახებაც ცოტა რამ არის ცნობილი, იყვნენ პროკლოსი და ილარიოსი, კალიპის მახლობლად მდებარე უცნობი სოფლის მკვიდრნი, რომლებმაც იმპერატორ ტრაიანეს (98–117 წწ.) მმართველობის დროს განიცადეს რეპრესიები. 280-იან წლებში ცხოვრობდა ფილუმენოსი, ქრისტიანი მარცვლეულის ვაჭარი ანატოლიის სამხრეთიდან, რომელიც ტყვედ ჩაიგდეს და აწამეს ანკარაში.
როგორც სხვა რომაულ ქალაქებში, ანკირაში ქრისტიანთა დევნამ კულმინაციას დიოკლეტიანეს მმართველობის დროს მიაღწია. 303 წელს ანკირა იყო ერთ-ერთი იმ ქალაქთაგანი, სადაც თანაიმპერატორებმა დიოკლეტიანემ და მისმა მოადგილემ გალერიუსმა დაიწყეს ქრისტიანების დევნა. ანკირაში მათი პირველი სამიზნე იყო ქალაქის 38 წლის ეპისკოპოსი კლემენტი. „კლემენტის ცხოვრება“ აღწერს, თუ როგორ წაიყვანეს იგი რომში, შემდეგ უკან დააბრუნეს და აიძულეს, გადაეტანა მრავალი განსაცდელი, სანამ მას, მის ძმასა და სხვადასხვა თანამოაზრეს არ დახოცავდნენ. წმინდა კლემენტის ეკლესიის ნაშთები დღესაც შემორჩენილია იშიქლარის ქუჩაზე. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს აღნიშნავს იმ ადგილს, სადაც კლემენტი თავდაპირველად იყო დაკრძალული. ოთხი წლის შემდეგ, გალერიუსის დროს, ქალაქის ექიმი პლატონი და მისი ძმა ანტიოქოსი ეწამნენ. ასევე იმ პერიოდის წმინდანად ითვლება თეოდოტუს ანკირელი.
დევნა წარუმატებელი აღმოჩნდა და 314 წელს ანკირა იყო მნიშვნელოვანი საეკლესიო კრების ცენტრი; მისი 25 დისციპლინური კანონი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტს სინანულის საიდუმლოს ადრეული ისტორიისთვის. სინოდმა ასევე განიხილა საეკლესიო პოლიტიკა დევნის შემდეგ ქრისტიანული ეკლესიის აღსადგენად და ლაფსების (ქრისტიანები, რომლებმაც ამ დევნისას მოწამეობის თავიდან ასაცილებლად იძულებით მიიღეს წარმართობა) მიმართ დამოკიდებულების შესამუშავებლად.
წარმართობა ანკირაში ნელ-ნელა სუსტდებოდა. მალევე ქრისტიანობამ და მონოთეიზმმა დაიკავა მისი ადგილი. ანკირა სწრაფად გადაიქცა ქრისტიანულ ქალაქად, რომლის ცხოვრებაშიც დომინირებდნენ ბერები, მღვდლები და თეოლოგიური დავები. ქალაქის საბჭომ ან სენატმა გზა დაუთმო ეპისკოპოსს, როგორც მთავარ ადგილობრივ ფიგურას. IV საუკუნის შუა პერიოდში ანკირა ჩართული იყო რთულ თეოლოგიურ დავებში ქრისტეს ბუნების შესახებ და, როგორც ჩანს, არიანიზმის ერთი ფორმა სწორედ აქ წარმოიშვა.
362–363 წლებში იმპერატორმა იულიანემ გაიარა ანკირა სპარსეთის წინააღმდეგ საბედისწერო კამპანიისკენ მიმავალ გზაზე და, ქრისტიანული წყაროების თანახმად, ჩაერთო წმინდა მამათა დევნაში. ქანდაკების ქვის საძირკველი, რომელზე ამოკვეთილი წარწერაც იულიანეს აღწერს, როგორც „მთელი მსოფლიოს მბრძანებელს ბრიტანეთის ოკეანიდან ბარბაროსულ ერებამდე“, დღემდე ჩამონტაჟებულია ანკარის ციხის კედლების შიდა წრის აღმოსავლეთ მხარეში. იულიანეს სვეტი, აღმართული 362 წელს იმპერატორის ქალაქში ვიზიტის პატივსაცემად, დღესაც დგას. 375 წელს არიანელი ეპისკოპოსები შეიკრიბნენ ანკირაში და გადააყენეს რამდენიმე ეპისკოპოსი, მათ შორის წმინდა გრიგოლ ნოსელი.
IV საუკუნის ბოლოს ანკირა გარკვეულწილად საიმპერატორო კურორტად იქცა. მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლი აღმოსავლეთ რომის დედაქალაქი გახდა, IV და V საუკუნეების იმპერატორები ბოსფორის ტენიანი ზაფხულის ამინდიდან ისვენებდნენ ანკირის უფრო მშრალ მთიან ატმოსფეროში. თეოდოსიუს II (408–450 წწ.) ზაფხულს ანკირაში ატარებდა. ამას მოწმობს ანკირაში გამოცემული კანონები.
XX საუკუნემდე ანკირის მიტროპოლია მართლმადიდებელი ეკლესიის საეპისკოპოსო ცენტრი იყო დაახლოებით 40 000-იანი მრევლით, ძირითადად თურქულენოვანით, მაგრამ ეს ვითარება დასრულდა 1923 წლის ბერძენ-თურქული მოსახლეობის გაცვლის შესახებ კონვენციის შედეგად. მანამდე სომეხთა გენოციდმა ბოლო მოუღო სომხური კათოლიკური ეკლესიის ანკირის ეპარქიას, რომელიც დაარსდა 1850 წელს. ანკირა ასევე არის კონსტანტინოპოლის საეკუმენო საპატრიარქოს ტიტულარული მიტროპოლია.[11][12]
სელჩუკებისა და ოსმალების პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1071 წელს, მანასკერტის ბრძოლის შემდეგ, თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს ანატოლიის დიდი ნაწილი. 1073 წლისთვის თურქმა დასახლებულებმა მიაღწიეს ანკირის მიდამოებს და ნიკიფორე მელისენოსის აჯანყების დროს, 1081 წელს, ქალაქი დაიპყრეს. 1101 წელს, როდესაც რაიმონდ IV ტულუზელის მეთაურობით ჯვაროსნული ლაშქარი ჩამოვიდა, ქალაქს გარკვეული ხნის განმავლობაში დანიშმენდები აკონტროლებდნენ. ჯვაროსნებმა დაიპყრეს ქალაქი და გადასცეს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი I კომნენოსს (1081–1118 წწ.). ბიზანტიური მმართველობა დიდხანს არ გაგრძელებულა და ქალაქი დაიპყრო რუმის სელჩუკთა სასულთნომ (დრო უცნობია). 1127 წელს ის დაბრუნდა დანიშმენდების კონტროლის ქვეშ 1143 წლამდე. ამ დროს რუმის სელჩუკებმა ქალაქი ისევ დაიპყრეს.
1243 წელს, ქოსე-დაღის ბრძოლის შემდეგ, რომელშიც მონღოლებმა სელჩუკები დაამარცხეს, ანატოლიის უმეტესი ნაწილი გადავიდა მონღოლთა ბატონობაში. სელჩუკების დაცემით ისარგებლა ნახევრად რელიგიურმა კასტამ სახელწოდებით ახილერი და 1290 წელს ანგორა აირჩია თავის დამოუკიდებელ ქალაქ-სახელმწიფოდ. ორჰანმა, ოსმალეთის იმპერიის მეორე სულთანმა, ქალაქი დაიპყრო 1356 წელს. თემურლენგმა დაამარცხა ბაიაზიდ I 1402 წელს ანკარის ბრძოლაში და აიღო ქალაქი, მაგრამ 1403 წელს ანგორა ისევ ოსმალების ხელში გადავიდა.
ლევანტის კომპანია ინარჩუნებდა ფაქტორიას ქალაქში 1639 წლიდან 1768 წლამდე. XIX საუკუნეში მისი მოსახლეობა 20 000-დან 60 000-მდე მერყეობდა. 1832 წელს ეგვიპტელებმა იბრაჰიმ ფაშას მეთაურობით ქალაქი გაძარცვეს.
1867 წლიდან 1922 წლამდე ქალაქი ანგორას ვილაიეთის დედაქალაქია, და მოიცავს ძველი გალატიის უმეტეს ნაწილს.
პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, ქალაქში იყო ბრიტანეთის საკონსულო და 28 000-მდე მაცხოვრებელი, რომელთაგან დაახლოებით 1/3 ქრისტიანი იყო.
თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პირველ მსოფლიო ომში ოსმალთა იმპერიის დამარცხების შემდეგ ოსმალთა დედაქალაქი კონსტანტინოპოლი (თანამედროვე სტამბოლი) და ანატოლიის უდიდესი ნაწილი მოკავშირეთა ხელში გადავიდა. მისი მიწების გაყოფა გადაწყდა სომხეთს, საფრანგეთს, იტალიასა და დიდი ბრიტანეთის სამეფოს შორის. ამის საპასუხოდ, თურქეთის ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერმა, მუსტაფა ქემალ ათათურქმა 1920 წელს დააარსა თავისი წინააღმდეგობის მოძრაობის შტაბი ანკარაში. თურქეთის დამოუკიდებლობის ომში გამარჯვებისა და სევრის ხელშეკრულების ლოზანის ხელშეკრულებით (1923) ჩანაცვლების შემდეგ, თურქმა ნაციონალისტებმა 1923 წლის 29 ოქტომბერს ოსმალეთის იმპერია თურქეთის რესპუბლიკით ჩაანაცვლეს. რამდენიმე დღით ადრე ანგორამ ოფიციალურად შეცვალა კონსტანტინოპოლი, როგორც ახალი თურქეთის დედაქალაქი.[13] 1923 წლის 13 ოქტომბერს რესპუბლიკელთა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქალაქის სახელია ანკარა და ამის შემდეგ ასე უნდა ყოფილიყო მოხსენიებული.[14]
მას შემდეგ, რაც ანკარა ახალდაარსებული თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა, ახალმა განვითარებამ ქალაქი დაყო ძველ ნაწილად, რომელსაც ულუსს უწოდებენ, და ახალ ნაწილად, რომელსაც იენიშეჰირად მოიხსენიებენ. რომაულ, ბიზანტიურ და ოსმალურ ისტორიას ასახავს ძველი შენობები და ვიწრო ქუჩები. ახალ ნაწილს, რომელიც ახლა ქიზილაის მოედანზეა ორიენტირებული, აქვს უფრო თანამედროვე ქალაქის ატრიბუტები: ფართო ქუჩები, სასტუმროები, თეატრები, სავაჭრო ცენტრები და მაღალსართულიანი შენობები.
სამთავრობო დაწესებულებები და უცხოური საელჩოები ასევე განთავსებულია ახალ ნაწილში. ანკარამ განიცადა ფენომენური ზრდა მას შემდეგ, რაც ის გახდა თურქეთის დედაქალაქი. 1924 წელს, ერთი წლის შემდეგ რაც მთავრობა იქ გადავიდა, ანკარას დაახლოებით 35 000 მაცხოვრებელი ჰყავდა. 1927 წლისთვის იყო 44 553 მაცხოვრებელი და 1950 წლისთვის მოსახლეობა გაიზარდა 286 781-მდე. 1930 წლის შემდეგ ქალაქი ოფიციალურად გახდა ცნობილი დასავლურ ენებზე როგორც ანკარა. 1930-იანი წლების ბოლოსთვის ინგლისური სახელწოდება „ანგორა“ აღარ გამოიყენებოდა. ანკარა განაგრძობდა სწრაფად ზრდას XX საუკუნის მეორე ნახევარში და გადაასწრო იზმირს, რომელიც თურქეთის მეორე უდიდესი ქალაქი იყო სტამბოლის შემდეგ. 2014 წელს ანკარის ურბანული მოსახლეობა იყო 4 587 558 ადამიანი, ხოლო 2015 წელს ანკარის პროვინციის მოსახლეობამ მიაღწია 5 150 072 ადამიანს.
ანკარაში მდებარეობს თურქეთის საპრეზიდენტო კომპლექსი. ეს შენობა პრეზიდენტის მთავარი რეზიდენციაა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გეოგრაფიულად, ანკარა მდებარეობს მდინარეებს ყიზილ-ირმაქსა და საქარიას შორის, მდინარე საქარია ქმნის მის საზღვარს ესქიშეჰირის დასავლეთით. ანკარას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ბოლუ და ჩანქირი; სამხრეთიდან — კონია და აღმოსავლეთიდან — ქირიქკალე.[15]
ანკარა და მისი პროვინცია მდებარეობს თურქეთის ცენტრალური ანატოლიის რეგიონში. მდინარე ჩუბუქი გადის ქალაქ ანკარის ცენტრში. იგი დასავლეთ გარეუბნებში უერთდება მდინარე ანკარას, მდინარე საქარიას შენაკადს.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანკარას აქვს ცივი ნახევრად მშრალი კლიმატი კიოპენის კლიმატური კლასიფიკაციის მიხედვით (BSk), ხოლო ტრევართას კლიმატური კლასიფიკაციის მიხედვით, ქალაქი კლასიფიცირებულია როგორც ტენიანი კონტინენტური (Dc). სიმაღლისა და შიდაკონტინენტური მდებარეობის გამო, ანკარას ახასიათებს ცივი და თოვლიანი ზამთარი და ცხელი და მშრალი ზაფხული. ნალექი ძირითადად გაზაფხულსა და შემოდგომაზე მოდის. ქალაქში წლიური საშუალო ნალექი საკმაოდ დაბალია - 414 მილიმეტრი, თუმცა ნალექი შეიძლება დაფიქსირდეს მთელი წლის განმავლობაში. ყოველთვიური საშუალო ტემპერატურა მერყეობს 0,9 °C-დან (33.6 °F) იანვარში 24,3 °C-მდე (75.7 °F) ივლისში, ხოლო წლიური საშუალო არის 12,6 °C (54.7 °F).[16] ანკარის საერთო ტემპერატურული რეჟიმი ძალიან ჰგავს ქალაქ ნიუ-იორკის რეჟიმს.
| ჰავის მონაცემები — Ankara (Turkish State Meteorological Service Compound, Keçiören), 1991–2020, extremes 1927–2023 | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
| რეკორდულად მაღალი °C | 18.4 | 21.3 | 27.8 | 31.6 | 34.4 | 37.0 | 41.0 | 40.5 | 39.1 | 33.3 | 24.7 | 20.4 | 41.0 |
| საშუალო მაღალი °C | 4.7 | 7.4 | 12.2 | 17.5 | 22.8 | 27.3 | 31.0 | 31.0 | 26.5 | 20.3 | 13.0 | 6.7 | 18.4 |
| საშუალო დღიური °C | 0.9 | 2.7 | 6.7 | 11.5 | 16.5 | 20.6 | 24.2 | 24.3 | 19.6 | 13.9 | 7.3 | 2.8 | 12.6 |
| საშუალო დაბალი °C | −2.2 | −1.2 | 1.9 | 6.0 | 10.5 | 14.1 | 17.2 | 17.4 | 13.1 | 8.4 | 2.7 | −0.3 | 7.3 |
| რეკორდულად დაბალი °C | −24.9 | −24.2 | −19.2 | −7.2 | −1.6 | 3.8 | 4.5 | 5.5 | −1.5 | −9.8 | −17.5 | −24.2 | −24.9 |
| საშუალო ნალექი (მმ) | 38.6 | 36.6 | 46.9 | 44.5 | 51.0 | 40.2 | 14.8 | 14.6 | 17.9 | 33.4 | 31.9 | 43.2 | 413.6 |
| ნალექიანი დღეები საშუალოდ | 11.67 | 10.9 | 10.47 | 11.63 | 12 | 9.27 | 3.37 | 3.67 | 4.17 | 7.63 | 7.67 | 11.27 | 103.72 |
| თოვლიანი დღეები საშუალოდ | 7.8 | 4.9 | 4.4 | 0.5 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0.9 | 4.2 | 22.7 |
| საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) | 76.7 | 70.7 | 63.2 | 58.4 | 56.3 | 53.1 | 45.5 | 45.3 | 48.8 | 60.2 | 68.6 | 76.7 | 60.2 |
| საშუალო თვიური მზიანი საათები | 69.6 | 100.9 | 147.3 | 187.9 | 239.2 | 279.5 | 327.8 | 308.7 | 261.9 | 190.6 | 125.0 | 72.4 | 2 287,2 |
| საშუალო დღიური მზიანი საათები | 2.2 | 3.6 | 4.8 | 6.3 | 7.7 | 9.3 | 10.6 | 10.0 | 8.7 | 6.2 | 4.3 | 2.4 | 6.3 |
| წყარო 1: Turkish State Meteorological Service[16] | |||||||||||||
| წყარო 2: NOAA (humidity, sun 1991–2020),[17] Meteomanz(snowy days 2008-2024)[18] | |||||||||||||
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| ანკარის მოსახლეობა | ||
|---|---|---|
| წელი | მოს. | ±% ყ.მ.რ. |
| 2007 | 4,466,756 | — |
| 2012 | 4,965,542 | 2.12% |
| 2017 | 5,445,026 | 1.84% |
| 2022 | 5,782,285 | 1.2% |
| წყარო: TÜİK[19] | ||
ანკარაში 1927 წელს იყო 75 000 მოსახლე. 1935 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქში ცხოვრობდა 74 632 მამრობითი და 48 882 მდედრობითი სქესის ადამიანი.[20] 2022 წლის მდგომარეობით, ანკარის პროვინციის მოსახლეობა შეადგენდა 5 782 285-ს.[19] როდესაც ანკარა 1923 წელს გახდა თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქი, იგი განისაზღვრა 500 000 მომავალი მაცხოვრებლისთვის დაგეგმილ ქალაქად. 1920-იან, 1930-იან და 1940-იან წლებში ქალაქი იზრდებოდა დაგეგმილი და მოწესრიგებული ტემპით. თუმცა, 1950-იანი წლებიდან უმუშევრობამ და სიღარიბემ აიძულა ხალხი, მიგრირებულიყო სოფლიდან ქალაქში უკეთესი ცხოვრების დონის საპოვნელად. შედეგად, ქალაქის გარშემო აშენდა მრავალი უკანონო სახლი, რომელსაც გეჯეკონდუ ეწოდება. სწორედ ამან გამოიწვია ანკარის დაუგეგმავი და უკონტროლო ურბანული ლანდშაფტი, რადგან საკმარისი დაგეგმილი საცხოვრებელი ვერ აშენდებოდა საჭირო სისწრაფით. მიუხედავად იმისა, რომ არასტაბილურად არის აშენებული, შენობების უმრავლესობას აქვს ელექტროენერგია, წყალგაყვანილობა და თანამედროვე საყოფაცხოვრებო კეთილმოწყობა.
მრავალი გეჯეკონდუ შეიცვალა უზარმაზარი უბნებით, როგორიცაა ელვანქენთი, ერიამანი და გიუზელქენთი; ასევე სამხედრო და სამოქალაქო სამსახურის თანამშრომლებისთვის განკუთვნილი დასახლებებით. გეჯეკონდუები თანდათან იცვლება მასობრივი საცხოვრებელი კომპლექსებით, რადგან ანკარაში ახალი სამშენებლო პროექტებისთვის ცარიელი საკუთრებების მოძიება შეუძლებელი ხდება.
ცენტრალურ ანატოლიაში მდებარე ჩორუმისა და იოზგათის მოსახლეობა მცირდება, რადგან ძირითადად ამ პროვინციებიდან ხდება მიგრაცია ანკარაში.[21] ცენტრალური ანატოლიის 15,608,868 მოსახლიდან დაახლოებით ერთი მესამედი ცხოვრობს ანკარაში.
2020 წლის სტატისტიკის მიხედვით, წიგნიერების დონე მთელ პროვინციაში 15 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში შეადგენს 98,18 %-ს. ანკარის პროვინციას ასევე აქვს უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულთა ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი თურქეთში — მოსახლეობის 29,08 %-ს აქვს ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი.[22]
ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ანკარა დიდი ხანია მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო რეგიონია ანატოლიაში. ოსმალეთის პერიოდში ანკარა ცნობილი იყო მარცვლეულის, ბამბისა და ხილის წარმოებით.[23]
ქალაქი საუკუნეების განმავლობაში საერთაშორისო მასშტაბით აწარმოებდა მოჰერს (მზადდება ანგორის თხისგან) და ანგორულ მატყლს (მზადდება ანგორის კურდღლისგან). XIX საუკუნეში ასევე დიდი რაოდენობით აწარმოებდა თხისა და კატის ტყავებს, რეზინს, ცვილს, თაფლს, კენკრებს და მარენის ფესვს. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ანკარა რკინიგზით უკავშირდებოდა სტამბოლთან და აგრძელებდა მოჰერის, მატყლის, კენკრებისა და მარცვლეულის ექსპორტს.
ცენტრალური ანატოლიის რეგიონი თურქეთში ყურძნისა და ღვინის წარმოების ერთ-ერთი მთავარი ადგილია, ხოლო ანკარა განსაკუთრებით ცნობილია თავისი ქალეჯიქ ქარასითა და მუსკატის ჯიშის ყურძნით; აგრეთვე ქავაქლიდერეს ღვინით, რომელსაც აყენებდნენ ქალაქის ჩანქაიას რაიონში მდებარე ქავაქლიდერეს უბანში. ანკარა ასევე განთქმულია თავისი მსხლით. ქალაქის კიდევ ერთი ბუნებრივი პროდუქტია ადგილობრივი სახის თაფლი, რომელიც ცნობილია ღია ფერით და ძირითადად იწარმოება ათათურქის სატყეო ფერმისა და ზოოპარკის მიერ გაზის რაიონში, ასევე ელმადაღის, ჩუბუქისა და ბეიფაზარის რაიონების სხვა საწარმოების მიერ.
ანკარა არის სახელმწიფო და კერძო თურქული თავდაცვისა და აეროკოსმოსური კომპანიების ცენტრი, სადაც განლაგებულია თურქეთის აეროკოსმოსური ინდუსტრიების, MKE-ის, ASELSAN-ის, HAVELSAN-ის, ROKETSAN-ის, FNSS-ის, Nurol Makina-ს და მრავალი სხვა ფირმის საწარმოო ქარხნები და სათაო ოფისები. ამ თავდაცვისა და აეროკოსმოსური ფირმების ექსპორტი უცხო ქვეყნებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში მუდმივად იზრდება. საერთაშორისო თავდაცვის ინდუსტრიის გამოფენა ანკარაში გლობალური შეიარაღების ინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო გამოფენაა. გლობალური ავტომობილური კომპანიების რიგს ასევე აქვს საწარმოო ობიექტები ანკარაში, როგორიცაა გერმანული ავტობუსებისა და სატვირთო მანქანების მწარმოებელი MAN SE. ანკარაშია OSTIM-ის სამრეწველო ზონა, თურქეთის უდიდესი ინდუსტრიული პარკი.
ანკარაში კვალიფიციური დასაქმების დიდ ნაწილს უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსტიტუტები: სამინისტროები, ქვემდებარე უწყებები და თურქეთის მთავრობის სხვა ადმინისტრაციული ორგანოები. ასევე უცხო ქვეყნის ბევრი მოქალაქე მუშაობს სხვადასხვა პოზიციაზე თავიანთი ქვეყნების საელჩოებში.
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ელექტროენერგიის, გაზისა და ავტობუსების გენერალური დირექცია (EGO) მართავს ანკარის მეტროს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა სახეობებს. ანკარას ემსახურება გარეუბნის რკინიგზა სახელწოდებით ბაშქენთრაი (B1), მსუბუქი მეტროს 1 ხაზი სახელწოდებით ანკარაი (A1) და ანკარის მეტროს 2 ხაზი (M1-M2-M3, M4) დაახლოებით 400 000 ყოველდღიური მგზავრით, დაგეგმილია დამატებითი ხაზების (A2, M5, M6, M7, M8) მშენებლობა.[24]
ანკარის ცენტრალური სადგური თურქეთის მთავარი სარკინიგზო კვანძია. თურქეთის სახელმწიფო რკინიგზაზე სამგზავრო მატარებლების მოძრაობს ანკარიდან სხვა მსხვილ ქალაქებში, როგორებიცაა: სტამბოლი, ესქიშეჰირი, ბალიქესირი, ქუთაჰია, იზმირი, კაისერი, ადანა, ყარსი, ელაზიღი, მალათია, დიარბაქირი, ყარაბუქი, ზონგულდაქი და სივასი. ელექტრომატარებელი ასევე მოძრაობს სინჯანისა და ქაიაშის სადგურებს შორის. 2009 წლის 13 მარტს დაიწყო ახალი Yüksek Hızlı Tren-ის (YHT) მაღალსიჩქარიანი რკინიგზის ექსპლუატაცია ანკარასა და ესქიშეჰირს შორის. 2011 წლის 23 აგვისტოს კიდევ ერთმა YHT-ის მაღალსიჩქარიანმა ხაზმა კომერციულად დაიწყო მუშაობა ანკარასა და კონიას შორის. 2014 წლის 25 ივლისს YHT-ის ანკარა-სტამბოლის მაღალსიჩქარიანი ხაზი ამოქმედდა.[25]
ანკარის ესენბოღის აეროპორტი, რომელიც მდებარეობს ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ანკარის მთავარი აეროპორტია, ხოლო AŞTİ არის ავტობუსების მთავარი ტერმინალი.
ანკარის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საშუალო დრო, რომელსაც ადამიანი ხარჯავს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობაზე ანკარაში სამუშაო დღეს, არის 71 წუთი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრთა 17% ყოველდღე ორ საათზე მეტს მგზავრობს. საშუალო დრო, რომელსაც ხალხი ელოდება გაჩერებაზე ან სადგურზე საზოგადოებრივ ტრანსპორტს, არის თექვსმეტი წუთი, ხოლო მომხმარებლების 28% ყოველდღე საშუალოდ ოც წუთზე მეტს ელოდება. საშუალო მანძილი, რომელსაც ხალხი ჩვეულებრივ გადის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთი მიმართულებით, არის 9,9 კმ., ხოლო 27% მგზავრობს 12 კმ-ზე მეტს ერთი მიმართულებით.[26]
პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2019 წლის 8 აპრილიდან ანკარის მერია მანსურ იავაში რესპუბლიკური სახალხო პარტიიდან (CHP), რომელმაც მოიგო მერობის არჩევნები 2019 და 2024 წლებში.
ანკარა პოლიტიკურად სამმაგი ბრძოლის არენაა მმართველ კონსერვატიულ AK პარტიას, ოპოზიციურ ქემალისტურ ცენტრისტულ-მემარცხენე რესპუბლიკურ სახალხო პარტიასა (CHP) და ნაციონალისტურ ულტრამემარჯვენე MHP-ს შორის. ანკარის პროვინცია დაყოფილია 25 რაიონად. ისტორიულად, CHP-ის ძირითადი და თითქმის ერთადერთი პოლიტიკური ციხესიმაგრე ანკარაში მდებარეობდა ჩანქაიას ცენტრალურ რაიონში, რომელიც ქალაქის ყველაზე დასახლებული რაიონია. მიუხედავად იმისა, რომ 2002 წლის შემდეგ CHP ჩანქაიაში ყოველთვის იღებდა ხმების 60-იდან 70%-მდე, პოლიტიკური მხარდაჭერა ანკარის სხვა ადგილებში მინიმალური იყო. ჩანქაიაში, ასევე გარკვეულწილად იენიმაჰალეში დიდმა მოსახლეობამ საშუალება მისცა CHP-ს, დაეკავებინა მეორე ადგილი AK პარტიის შემდეგ როგორც ადგილობრივ, ისე საყოველთაო არჩევნებში. MHP მესამე ადგილზე გადიოდა, მიუხედავად იმისა, რომ MHP პოლიტიკურად ძლიერი იყო CHP-ზე თითქმის ყველა სხვა რაიონში. მთლიანობაში, AK პარტია სარგებლობდა ყველაზე დიდი მხარდაჭერით მთელ ქალაქში. ანკარის ელექტორატი, შესაბამისად, უფრო მოტივირებული იყო, ხმა მიეცა პოლიტიკური მემარჯვენეებისთვის, გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე სხვა მთავარ ქალაქებში — სტამბოლსა და იზმირში. 2013-2014 წლების პროტესტები AK პარტიის მთავრობის წინააღმდეგ განსაკუთრებით ძლიერი იყო ანკარაში და არაერთხელ ფატალურიც აღმოჩნდა.[27]
ქალაქში მოხდა ტერორისტული თავდასხმების სერია 2015 და 2016 წლებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2015 წლის 10 ოქტომბრის, 2016 წლის 17 თებერვლისა და 2016 წლის 13 მარტის ტერაქტები. ქალაქი ასევე იყო 2016 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ერთ-ერთი ადგილი.
მელიჰ გიოქჩექი ანკარის მერი იყო 1994-2017 წლებში. თავდაპირველად აირჩიეს 1994 წლის ადგილობრივ არჩევნებში, ხელახლა აირჩიეს 1999, 2004 და 2009 წლებში. 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში გიოქჩექმა კენჭი იყარა მეხუთე ვადით. MHP-ის მეტროპოლიტენის მერობის კანდიდატი 2009 წლის ადგილობრივ არჩევნებში, მანსურ იავაში, 2014 წელს CHP-ის კანდიდატი გახდა გიოქჩექის წინააღმდეგ. საკამათო არჩევნებში გიოქჩექი გამარჯვებულად გამოცხადდა მხოლოდ 1 %-ის უპირატესობით, სისტემატური საარჩევნო თაღლითობის ბრალდებების ფონზე. უზენაესმა საარჩევნო საბჭომ და სასამართლოებმა მისი სააპელაციო საჩივრები უარყვეს, იავაშმა განაცხადა თავისი განზრახვა, რომ დარღვევები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარედგინა. მიუხედავად იმისა, რომ გიოქჩექმა ფიცი დადო მეხუთე ვადით,[28] არჩევნების დამკვირვებლები მიიჩნევდნენ, რომ არჩევნებში იავაშმა გაიმარჯვა.[29][30][31][32][33] 2017 წლის 28 ოქტომბერს გიოქჩექი გადადგა. ის შეცვალა სინჯანის რაიონის ყოფილმა მერმა, მუსტაფა ტუნამ, 2019 წელს კი მერად აირჩიეს CHP-ის წევრი მანსურ იავაში.
მთავარი ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არქეოლოგიური ძეგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანკარის ციხესა და ციტადელს საძირკველი ჩაუყარეს გალატელებმა, ხოლო დაასრულეს რომაელებმა. ბიზანტიელებმა და სელჩუკებმა აღადგინეს და განავრცეს. ციხესიმაგრის გარშემო და შიგნით მდებარე ტერიტორიაზე, ანკარის უძველეს ნაწილში, ტრადიციული არქიტექტურის მრავალი შესანიშნავი ნიმუშია თავმოყრილი. ასევე არის დასასვენებელი ადგილები. ციხესიმაგრის ტერიტორიაზე ბევრმა აღდგენილმა ტრადიციულმა თურქულმა სახლმა ახალი სიცოცხლე იპოვა და მათში გაიხსნა რესტორნები, რომლებიც პოპულარიზაციას უწევს ადგილობრივ სამზარეულოს. ციხესიმაგრე გამოსახული იყო 1927–1952 და 1983–1989 წლებში მოქმედ სხვადასხვა თურქულ ბანკნოტზე.
ანკარის ანტიკური რომაული თეატრის ნანგრევების, სცენისა და კულისების ნახვა შეიძლება ციხის გარეთ. აქ აღმოჩენილი რომაული ქანდაკებები გამოფენილია ანატოლიური ცივილიზაციების მუზეუმში. მაყურებლების სივრცე ჯერ კიდევ არის გათხრების პროცესში.
ავგუსტეუმი, რომელიც ახლა ცნობილია, როგორც ავგუსტუსისა და რომის ტაძარი, აშენდა ძვ. წ. 25-20 წლებში ცენტრალური ანატოლიის რომის იმპერიის მიერ დაპყრობის შემდეგ. ანკირა გახდა გალატიის ახალი პროვინციის დედაქალაქი. ავგუსტუსის გარდაცვალების შემდეგ, ახ. წ. 14 წელს, Res Gestae Divi Augusti-ის ტექსტის ასლი ამოიკვეთა ტაძრის შიგნით ლათინურად, ბერძნული თარგმანი კი — გარე კედელზე. ანკირის უძველეს აკროპოლისზე მდებარე ტაძარი გაფართოვდა II საუკუნეში და ეკლესიად გადაკეთდა V საუკუნეში. მდებარეობს ქალაქის ულუსის უბანში. ის საზოგადოებისათვის საჯარო გახადა ავსტრიელმა ელჩმა ოჟიე გისლენ დე ბუსბეკმა XVI საუკუნეში.
ანკარის რომაულ აბანოებს გააჩნია კლასიკური რომაული სააბაზანო კომპლექსის ყველა ტიპური მახასიათებელი: ფრიგიდარიუმი (ცივი ოთახი), ტეპიდარიუმი (თბილი ოთახი) და კალდარიუმი (ცხელი ოთახი). აბანოები აშენდა რომის იმპერატორ კარაკალას მეფობის დროს, III საუკუნის დასაწყისში, მედიცინის ღმერთის, ასკლეპიოსის პატივსაცემად. დღეს მხოლოდ სარდაფი და პირველი სართული შემორჩა. მდებარეობს ულუსის უბანში.
ანკარის რომაული გზა ანუ Cardo Maximus 1995 წელს აღმოაჩინა თურქმა არქეოლოგმა ჯევდეთ ბაიბურთლუოღლუმ. ის არის 216 მეტრი სიგრძისა და 6,7 მეტრი სიგანის. მრავალი უძველესი არტეფაქტი აღმოაჩინეს გზის გასწვრივ გათხრების დროს. მათი უმეტესობა გამოფენილია ანატოლიური ცივილიზაციების მუზეუმში.[34][35]
იულიანეს სვეტი, რომელიც ამჟამად ულუსის რაიონში მდებარეობს, რომის იმპერატორ იულიანე განდგომილის 362 წელს ანკირაში ვიზიტის პატივსაცემად აღიმართა.
მეჩეთები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ანკარის უდიდესი მეჩეთი, ქოჯათეფეს მეჩეთი, მდებარეობს ქოჯათეფეს უბანში. შენდებოდა 1967-1987 წლებში კლასიკურ ოსმალურ სტილში, ოთხი მინარეთით. მისმა ზომამ და გამორჩეულმა ადგილმდებარეობამ იგი ქალაქის ღირსშესანიშნაობად აქცია.
აჰმედ ჰამდი აქსექის მეჩეთი მდებარეობს რელიგიურ საქმეთა საპრეზიდენტო საბჭოს მახლობლად, ესქიშეჰირის გზაზე. აშენებულია თურქულ ნეოკლასიკურ სტილში. ის არის ქალაქის ერთ-ერთი უდიდესი ახალი მეჩეთი, დასრულდა და გაიხსნა 2013 წელს. მას შეუძლია, დაიტიოს მაქსიმუმ 30 ათასი ადამიანი ლოცვების დროს. მეჩეთი მორთულია ანატოლიის სელჩუკური სტილის ორნამენტებით.
ახალი (ჯენაბ აჰმედის) მეჩეთი არის ანკარის უდიდესი ოსმალური მეჩეთი და აშენდა ცნობილი არქიტექტორის, სინანის მიერ XVI საუკუნეში. მიმბერი (მინბარი) და მიჰრაპი (ლოცვის ნიში) თეთრი მარმარილოსია, ხოლო თავად მეჩეთი ანკარის ქვის ძალიან დახვეწილი ხელოსნობის ნიმუშს წარმოადგენს.
ჰაჯი ბაირამის მეჩეთი ულუსის უბანში ავგუსტუსის ტაძრის გვერდით, აშენდა XV საუკუნის დასაწყისში სელჩუკურ სტილში უცნობი არქიტექტორის მიერ. შემდეგ აღადგინა არქიტექტორმა მიმარ სინანმა XVI საუკუნეში, ხოლო ქუთაიას ფილები დაემატა XVIII საუკუნეში. მეჩეთი აშენდა 1427–1428 წლებში ჰაჯი ბაირამ-ი ველის პატივსაცემად, ორი წლით ადრე მის გარდაცვალებამდე. მისი საფლავი მდებარეობს მეჩეთის გვერდით. გამოსაყენებელი სივრცე მეჩეთში არის 437 მ² პირველ სართულზე და 263 მ² მეორე სართულზე.
აჰი ელვანის მეჩეთი დაარსდა ულუსის უბანში ანკარის ციხესიმაგრის მახლობლად და აშენდა აჰი ბეილიქის მმართველების მიერ XIV საუკუნის ბოლოსა და XV საუკუნის დასაწყისში. განსაკუთრებით საინტერესოა წაბლის ხისგან დახვეწილად გამოკვეთილი მინბარი.[36]
ალაედინის მეჩეთი — ანკარის უძველესი მეჩეთი. მას აქვს წაბლის ხისგან გამოკვეთილი მინბარი, რომლის წარწერა აღნიშნავს, რომ მეჩეთი დასრულდა ჰიჯრის 574 წლის დასაწყისში (რაც შეესაბამება ახ. წ. 1178 წლის ზაფხულს) და ააშენა სელჩუკმა მთავარმა მუჰიდინ მესუდ შაჰმა (გარდაიცვალა 1204 წ.), ანკარის ბეიმ, რომელიც იყო ანატოლიის სელჩუკთა სულთან ქილიჩ-არსლან II-ის (მეფობდა 1156–1192 წწ.) ძე.
თანამედროვე ძეგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამარჯვების ძეგლი (თურქ. Zafer Anıtı) შექმნა ავსტრიელმა მოქანდაკემ ჰაინრიხ კრიპელმა 1925 წელს და აღმართეს 1927 წელს ულუსის მოედანზე. ძეგლი დამზადებულია მარმარილოსა და ბრინჯაოსგან და წარმოადგენს მუსტაფა ქემალ ათათურქის ცხენოსან ქანდაკებას, რომელსაც აცვია რესპუბლიკის ეპოქის თანამედროვე სამხედრო (ფელდმარშლის) უნიფორმა.
უსაფრთხოების ძეგლი, მდებარეობს გიუვენპარკში, ქიზილაის მოედნის მახლობლად, აღმართეს 1935 წელს და მასზე არის განთავსებული ათათურქის რჩევა თავისი ხალხისთვის: „თურქო! იყავი ამაყი, იშრომე მაგრად და გქონდეს საკუთარი თავის რწმენა.“ ძეგლი გამოსახული იყო 1937–1952 წლების თურქული 5 ლირის ნომინალის ბანკნოტისა[37] და 1939–1946 წლების 1000 ლირის ნომინალის ბანკნოტის უკანა მხარეს.[38]
კორეაში მებრძოლი თურქი ჯარისკაცების ძეგლი გაიხსნა 1973 წელს თურქული ბრიგადის ვეტერანებისა და მოწამეების ხსოვნის პატივსაცემად.[39]
სასტუმროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სულუჰანი არის ისტორიული სასტუმრო ანკარაში. მას ასევე უწოდებენ ჰასანფაშა-ჰანს. იგი დაახლოებით 400 მეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ულუსის მოედნიდან ჰაჯიდოღანის უბანში. წარწერის თანახმად, შენობა შეუკვეთა ოსმალეთის ხანმა ჰასან ფაშამ და შენდებოდა 1508-1511 წლებში, სულთან ბაიაზიდ II-ის მმართველობის ბოლო წლებში.[40] აქ არის 102 ოთახი (ახლა მაღაზიები), რომლებიც გამოდის ორ ეზოზე.[41] თითოეულ ოთახში არის ფანჯარა, ნიში და ბუხარი.[42]
ჩენგელჰანის რაჰმი ქოჩის მუზეუმი — ინდუსტრიული ტექნოლოგიის მუზეუმი, მდებარეობს ჩენგელ-ჰანში — ოსმალეთის ხანის სასტუმროში, რომელიც დასრულდა 1523 წელს, სულთან სულეიმან დიდის მმართველობის ადრეულ წლებში. ექსპონატები მოიცავს ინდუსტრიულ/ტექნოლოგიურ არტეფაქტებს 1850-იანი წლებიდან მოყოლებული. ასევე არის მუსტაფა ქემალ ათათურქის, რაჰმი კოჩის მამისა და თურქეთის ერთ-ერთი პირველი ინდუსტრიალისტის, ვეჰბი კოჩის განყოფილებები.
ვაჭრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანკარაში ჩამოსული უცხოელი ვიზიტორები ხშირად სტუმრობენ ძველ მაღაზიებს ჩიქრიქჩილარ-იოქუშუში (მქსოველთა გზა) ულუსის მახლობლად, სადაც მრავალფეროვანი ნივთები იყიდება (ტრადიციული ქსოვილებიდან დაწყებული, ხელით ნაქსოვი ხალიჩებითა და ტყავის ნაკეთობებით დამთავრებული). ასევე პოპულარულია ბაქირჯილარ-ჩარშისი, სადაც სპილენძის ნივთებთან ერთად გასაყიდადაა გამოტანილი სამკაულები, ხალიჩები, კოსტიუმები, ანტიკვარიატი და ნაქარგები. ციხის კარიბჭისკენ მიმავალ გორაზე მდებარე მაღაზიებში იყიდება სანელებლები, ჩირი, თხილეული და სხვა პროდუქტები.

თანამედროვე სავაჭრო უბნები ძირითადად მდებარეობს ქიზილაიში, ან თუნალი ჰილმის გამზირზე. აღსანიშნავია ქარუმის თანამედროვე სავაჭრო ცენტრი (სახელი ეწოდა უძველესი ასურული სავაჭრო კოლონიების, ქარუმი, სახელის მიხედვით, რომლებიც დაარსდა ცენტრალურ ანატოლიაში ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში), რომელიც მდებარეობს გამზირის ბოლოს; ჩანქაიაში, ატრიუმის მოლის გვერდით მდებარე ათაქულეს კოშკიდან იშლება ხედები ანკარაზე. შენობაში არის მბრუნავი რესტორანი მწვერვალზე.
სავაჭრო ცენტრ „არმადას“ სიმბოლო არის ღუზა, მის შესასვლელთან დგას დიდი ღუზის ძეგლი, როგორც მინიშნება ქალაქის უძველეს ბერძნულ სახელწოდებაზე - Ἄγκυρα (ანკირა), რაც ნიშნავს ღუზას. ანალოგიურად, ღუზის ძეგლი ასევე დაკავშირებულია სავაჭრო ცენტრის ესპანურ სახელწოდებასთან — არმადა ესპანურად ნიშნავს საზღვაო ფლოტს.

როდესაც ანკარამ დაიწყო დასავლეთისკენ გაფართოება, განვითარდა თანამედროვე გარეუბანი სიოგუთიოზუ. ჩამოყალიბდა არმადას, CEPA-სა და კენტპარკის სავაჭრო ცენტრები გზატკეცილზე, გალერია, არკადიუმი და გორდიონი უმითქიოიში და უზარმაზარი სავაჭრო ცენტრი რეალ ბილკენტ ცენტრში. გარეუბანში მდებარეობს ახლახან გაფართოებულ სტამბოლის გზატკეცილზე, სადაც იყიდება ცნობილი საერთაშორისო ბრენდული საქონელი. ეს სავაჭრო ცენტრი ყველაზე დიდია ანკარის მთელ რეგიონში. 2014 წელს კიდევ რამდენიმე სავაჭრო ცენტრი გაიხსნა ანკარაში. ესენია: Next Level და Taurus მევლანას ბულვარზე (ასევე ცნობილი, როგორც კონიის გზა).
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხელოვნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქეთის სახელმწიფო ოპერა და ბალეტი, თურქეთის ოპერისა და ბალეტის კომპანიების ეროვნული დირექცია მდებარეობს ანკარაში და ემსახურება ქალაქს სამი ობიექტით, მათ შორის ყველაზე დიდია ანკარის ოპერის თეატრი.
მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანკარაში ოთხი კლასიკური მუსიკის ორკესტრია:
- საპრეზიდენტო სიმფონიური ორკესტრი
- ბილქენთის სიმფონიური ორკესტრი
- ჰაჯეთეფეს სიმფონიური ორკესტრი
- დედაქალაქის კამერული ორკესტრი
ქალაქში ოთხი საკონცერტო დარბაზია:
- CSO Ada Ankara
- ბილქენთის საკონცერტო დარბაზი
- MEB Şura Salonu
- ჩანქაიის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი
ქალაქი მასპინძლობდა რამდენიმე ყოველწლიურ თეატრალურ, მუსიკალურ და კინოფესტივალს, მათ შორის აღსანიშნავია ანკარის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელზეც კლასიკური მუსიკისა და ბალეტის პროგრამებია წარმოდგენილი.
მუზეუმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქში დაახლოებით 50 მუზეუმია.
ანატოლიური ცივილიზაციების მუზეუმი (Anadolu Medeniyetleri Müzesi) ანკარის ციხის შესასვლელთან მდებარეობს. ეს არის XV საუკუნის დახურული ბაზარი,[43] რომელიც აღდგენილია და ამჟამად პალეოლითის, ნეოლითის, ხათების, ხეთების, ფრიგიის, ურარტული და რომაული ნამუშევრების კოლექციას, ასევე ლიდიური საგანძურის დიდ ნაწილს ინახავს.

მუსტაფა ქემალ ათათურქის, თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლისა და პირველი პრეზიდენტის, დაკრძალვის ადგილი. არქიტექტორების, ემინ ონათისა და ორჰან არდას მიერ დაპროექტებული ანითქაბირის მშენებლობა დაიწყო 1944 წელს და დასრულდა 1953 წელს. მავზოლეუმის გარდა, კომპლექსში სხვადასხვა შენობა და სკულპტურაა განთავსებული, მოიცავს ასევე ტყიან ტერიტორიას, სახელწოდებით „მშვიდობის პარკი“.
სამხედრო ავიაციის მუზეუმს მართავს თურქეთის საჰაერო ძალები. მუზეუმი მდებარეობს ეტიმესგუტის რაიონში. მუზეუმი გაიხსნა 1998 წელს.[44] აქ ინახება რაკეტები, საავიაციო მასალა და თვითმფრინავები, რომლებსაც იყენებდნენ თურქეთის საჰაერო ძალებში (მაგ., საბრძოლო თვითმფრინავები F-86 Sabre, F-100 Super Sabre, F-102 Delta Dagger, F-104 Starfighter, F-5 Freedom Fighter, F-4 Phantom; და სატვირთო თვითმფრინავები, როგორიცაა Transall C-160). მუზეუმში ასევე გამოფენილია უნგრული MiG-21, პაკისტანური MiG-19 და ბულგარული MiG-17.

ანკარის ეთნოგრაფიული მუზეუმი მდებარეობს ანკარის ოპერის თეატრის მოპირდაპირედ, თალაათ ფაშას გამზირზე, ულუსის რაიონში. მუზეუმში წარმოდგენილია ფოლკლორული ნივთების მდიდარი კოლექცია, აგრეთვე სელჩუკური და ოსმალური პერიოდის არტეფაქტები. მუზეუმის შენობის წინ დგას მუსტაფა ქემალ ათათურქის მარმარილოსა და ბრინჯაოს ცხენოსანი ქანდაკება, რომელიც 1927 წელს შექმნა იტალიელმა მოქანდაკემ პიეტრო კანონიკამ.
მეჰმეთ აქიფ ერსოის ლიტერატურული მუზეუმ-ბიბლიოთეკა არის მნიშვნელოვანი ლიტერატურული მუზეუმი და არქივი, რომელიც გაიხსნა 2011 წელს და ეძღვნება მეჰმეთ აქიფ ერსოის (1873–1936), თურქეთის სახელმწიფო ჰიმნის ავტორის ხსოვნას.
ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერისიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერისიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი — არქეოლოგიის მუზეუმი. მდებარეობს ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე.
რესპუბლიკისა და დამოუკიდებლობისთვის ომის მუზეუმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
როგორც რესპუბლიკის მუზეუმი, ისე დამოუკიდებლობის ომის მუზეუმი მდებარეობს ულუსის მოედანზე. ისინი თავდაპირველად იყო თურქეთის რესპუბლიკის პირველი და მეორე პარლამენტის შენობები. დამოუკიდებლობის ომი დაიგეგმა და ხელმძღვანელობდნენ აქ, რაც დაფიქსირებულია აქვე გამოფენილ სხვადასხვა ფოტოსა და ექსპონატში. სხვა ექსპოზიციაში წარმოდგენილია თურქეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტების ცვილის ფიგურები.
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ანკარაში ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტია. ქალაქს ამჟამად სამი საფეხბურთო კლუბი ჰყავს, რომლებიც თამაშობენ თურქული ფეხბურთის მეორე ლიგაში. პირველ ლიგაში არიან ანკარა გიუჯიუ, გენჩლერბირლიღი და ანკარა კეჩიორენგიუჯიუ. ანკარა გიუჯიუ, ანკარის უძველესი კლუბი, დაარსდა 1910 წელს ანკარის სამხედრო შეიარაღების საწარმოო კომპანია MKE-ს მიერ. კლუბმა თურქეთის თასი მოიპოვა 1972 და 1981 წლებში. ენჩლერბირლიღი დაარსდა 1923 წელს, ფორმის ფერებიდან (წითელი და შავი) გამომდინარე, ცნობილია, როგორც ანკარის ქარიშხალი ან ყაყაჩოები. გუნდმა თურქეთის თასი მოიგო 1987 და 2001 წლებში. ანკარა კეჩიორენგიუჯიუ დაარსდა 1987 წელს. კლუბი ატარებენ იისფერ-თეთრის კომბინაციით შეკერილ ფორმას საშინაო თამაშებზე.
ბიუიუქშეჰირ ბელედიე ანკარასპორი სუპერ ლიგაში 2010 წლამდე თამაშობდა. კლუბი ხელახლა შეიქმნა 2014 წელს, როგორც ოსმანლისპორი, მაგრამ შემდეგ დაუბრუნდა ძველ სახელს - ანკარასპორი. ანკარასპორი ამჟამად თამაშობს მეორე ლიგაში.
თურქეთის კალათბურთის სუპერ ლიგაში ანკარას წარმოადგენს თიურქ ტელეკომი, რომელიც თამაშობს ანკარა არენაზე.
ჰალკბანკ ანკარა არის წამყვანი გუნდი მამაკაცთა ფრენბურთში. მოიგო მრავალი ჩემპიონატი და თასი თურქეთის მამაკაცთა ფრენბურთის ლიგაში.
ანკარის ყინულის საციგურაო სასახლეში ტარდება ფიგურული ციგურაობისა და ჰოკეის შეჯიბრებები.
1980-იანი წლებიდან არსებობს მრავალი პოპულარული ადგილი სკეიტბორდინგისთვის. სკეიტერები ანკარაში იკრიბებიან პარკში, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის მახლობლად.
2012 წელს აშენებული სპორტული დარბაზი მასპინძლობს ხელბურთის სუპერ ლიგისა და ქალთა ხელბურთის სუპერ ლიგის მატჩებს, რომლებიც დაგეგმილია ანკარაში.[45]
პარკები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მრავალი პარკი და ღია სივრცეები ძირითადად შეიქმნა რესპუბლიკის ადრეულ წლებში. ამ პარკებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია: გენჩლიქის პარკი, ბოტანიკური ბაღი, სეღმენლერის პარკი, ანაიასის პარკი, კუღულუს პარკი, აბდი იფექჩის პარქი, ესერთეფეს პარკი, გიუვენის პარკი, ქურთულუშის პარკი, ალთინპარკი და გიოქსუს პარკი. გენჩლიქის პარკი გამოსახული იყო თურქული 100 ლირიანი ბანკნოტების უკანა მხარეს 1952–1976 წლებში.
ათათურქის სატყეო ფერმა და ზოოპარკი — ფართო სარეკრეაციო სასოფლო-სამეურნეო არეალი, რომელიც მოიცავს ზოოპარკს, რამდენიმე მცირე სასოფლო-სამეურნეო ფერმას, სათბურებს, რესტორნებს, რძის ფერმასა და ლუდის ქარხანას. ეს სასიამოვნო ადგილია ოჯახთან ერთად დღის გასატარებლად, პიკნიკებისთვის, ლაშქრობისთვის, ველოსიპედით სეირნობისთვის. აქ ასევე არის თესალონიკის იმ სახლის ზუსტი ასლი, სადაც ათათურქი დაიბადა 1881 წელს.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანკარა არის თურქეთის განათლების ცენტრი თურქეთში. განათლების სამინისტრო, უმაღლესი განათლების საბჭო და განათლებისა და მეცნიერების მუშაკთა პროფკავშირი მდებარეობს ანკარაში. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები არის როგორც ზოგადი, ასევე კერძო. სავალდებულო განათლება გრძელდება 12 წელი.
უნივერსიტეტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანკარაში არის 14 უნივერსიტეტი: 7 კერძო და 7 საჯარო (ყველაზე მრავალრიცხოვანია თურქეთში სტამბოლის შემდეგ). მათ შორის არის გაზის უნივერსიტეტი — პირველი უნივერსიტეტი თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში; ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი — პირველი უნივერსიტეტი თურქეთში, სადაც სწავლობდნენ უცხოურ ენას. ბილკენტის უნივერსიტეტი — პირველი კერძო უნივერსიტეტი თურქეთში და ჰაჯეთეპეს უნივერსიტეტი — წამყვანი უნივერსიტეტი თურქეთში მედიცინის მიმართულებით.
ფაუნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანგორის კატა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თურქული ანგორა — მსოფლიოში ცნობილი შინაური კატის ჯიში, კატის ერთ-ერთი უძველესი, ბუნებრივად გავრცელებული ჯიში, წარმოიშვა ანკარასა და მის მიმდებარე რეგიონში, ცენტრალურ ანატოლიაში.
ძირითადად ახასიათებთ თეთრი, აბრეშუმისებრი, საშუალო ან გრძელი ბეწვი, არ აქვთ ქვედა ბეწვი და აქვთ წვრილი ძვლოვანი სტრუქტურა. როგორც ჩანს, ანგორის კატებსა და სპარსულ კატებს შორის კავშირი არსებობს, ხოლო თურქული ანგორა ასევე თურქული ვანის შორეული ნათესავია. ძირითადად ცნობილია მბზინავი თეთრი ბეწვით, თუმცა არსებობს ოცზე მეტი სახეობა, მათ შორის შავი, ლურჯი და მოწითალო ბეწვით.[46]
თვალები შეიძლება იყოს ლურჯი, მწვანე ან ქარვისფერი, ან თუნდაც ერთი ლურჯი და ერთი ქარვისფერი ან მწვანე. W გენი, რომელიც პასუხისმგებელია თეთრ ბეწვსა და ცისფერ თვალზე, მჭიდრო კავშირშია სმენასთან და ლურჯი თვალის არსებობა შეიძლება მიუთითებდეს, რომ კატა ყრუა იმ მხარეს, სადაც ლურჯი თვალი აქვს. თუმცა, ბევრ ცისფერ და უცნაური თვალების მქონე თეთრ კატას ნორმალური სმენა აქვს და ყრუ კატებიც კი ნორმალურ ცხოვრებას ეწევიან, თუ შენობაში იმყოფებიან.
ახასიათებთ წვეტიანი და დიდი ყურები, ნუშის ფორმის თვალები, თავი ორსიბრტყიანი პროფილით.
ანგორული თხა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანგორული თხა (თურქ. Ankara keçisi) — შინაური თხის ჯიში, წარმოიშვა ანკარასა და მის მიმდებარე რეგიონში, ცენტრალურ ანატოლიაში.[47]
ეს ჯიში პირველად მოსეს დროს, დაახლოებით ძვ. წ. 1500 წელს მოიხსენიება.[48] პირველი ანგორული თხები ევროპაში საღვთო რომის იმპერატორმა კარლ V-მ დაახლოებით 1554 წელს შეიყვანა, ამერიკის შეერთებულ შტატებში — 1849 წელს ჯეიმს პ. დევისმა. მას შვიდი ზრდასრული თხა სულთანმა აბდულმეჯდ I-მა საჩუქრად გადასცა ბამბის მოყვანასთან დაკავშირებული მისი სამსახურისა და რჩევებისთვის მადლიერების ნიშნად.
ანგორის თხისგან აღებული მატყლი ცნობილია, როგორც მოჰერი. ერთი თხა წელიწადში ხუთიდან რვა კილოგრამამდე ბეწვს იძლევა. ანგორებს წელიწადში ორჯერ კრეჭენ, ცხვარს — მხოლოდ ერთხელ. ანგორას გაძლიერებული კვება სჭირდება ბეწვის სწრაფი ზრდის გამო. მოჰერის უმსხვილესი მწარმოებლები არიან ამერიკის შეერთებული შტატები, თურქეთი და სამხრეთი აფრიკა.
დიდი ხნის განმავლობაში ანგორის თხებს თეთრი ბეწვისთვის ამრავლებდნენ. 1998 წელს დაარსდა ფერადი ანგორის თხის მომშენებელთა ასოციაცია (Colored Angora Goat Breeders Association) ფერადი ანგორის თხების მოშენების პოპულარიზაციისთვის. დღეს ანგორის თხები აწარმოებენ თეთრ, შავ (ღრმა შავიდან რუხამდე და ვერცხლისფრამდე), წითელ (ეს ფერი საგრძნობლად უფერულდება თხის ასაკის მატებასთან ერთად) და მოყავისფრო ბოჭკოს.
ანგორული თხები გამოსახული იყო თურქული 50 ლირიანი ბანკნოტების უკანა მხარეს 1938-1952 წლებში.[49]
ანგორის კურდღელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ანგორის კურდღელი (თურქ. Ankara tavşanı) — შინაური კურდღლის ნაირსახეობა, რომელიც გამოყვანილია მისი გრძელი, რბილი ბეწვის გამო. შინაური კურდღლის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა, წარმოიშვა ანკარასა და ცენტრალური ანატოლიის რეგიონში, ანგორის კატასა და ანგორის თხასთან ერთად. კურდღლები საყვარელი შინაური ცხოველები იყვნენ ფრანგი სამეფო ოჯახისთვის XVIII საუკუნის შუა წლებში და საუკუნის ბოლოს გავრცელდნენ ევროპის სხვა ნაწილებში. ისინი პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოჩნდნენ XX საუკუნის დასაწყისში. მათ უმეტესწილად ამრავლებენ გრძელი ანგორის მატყლისთვის, რომლის მოცილებაც შეიძლება გაპარსვით, დავარცხნით ან ბეწვის ნაზად გამოქაჩვით. ანგორის კურდღლის ბეწვი აბრეშუმივით რბილია. კურდღლების უმეტესობა მშვიდი და მორჩილია. მოვლა აუცილებელია, რათა კურდღელს ბეწვი არ დაუგროვდეს და არ გაფუჭდეს. ანგორის კურდღლებში გავრცელებულია მდგომარეობა, რომელსაც „მატყლის ბლოკირება“ ეწოდება და მას სწრაფად მკურნალობა სჭირდება.[50] ზოგჯერ მათ ზაფხულში პარსავენ, რადგან გრძელმა ბეწვმა შეიძლება ბოცვრების გადახურება გამოიწვიოს.
დამეგობრებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანკარა დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან:[51]
სამხრეთი კორეა, სეული (1971)[52][53]
პაკისტანი, ისლამაბადი, (1982)[54]
მალაიზია, კუალა-ლუმპური, (1984)
ჩინეთი, პეკინი (1990)[55]
Jordan, ამანი (1992)
ყირგიზეთი, ბიშკეკი (1992)
უნგრეთი, ბუდაპეშტი (1992)
სუდანი, ხართუმი (1992)
რუსეთი, მოსკოვი (1992)
ბულგარეთი, სოფია (1992)
კუბა, ჰავანა (1993)
უკრაინა, კიევი (1993)
თურქმენეთი, აშხაბადი (1994)
ქუვეითი, ელ-ქუვეითი (1994)
ბოსნია და ჰერცეგოვინა, სარაევო (1994)[56]
ალბანეთი, ტირანა (1995)[57]
საქართველო, თბილისი (1996)[58]
რუსეთი, უფა (1997)
თურქეთი, ალანია
რუმინეთი, ბუქარესტი (1998)
ვიეტნამი, ჰანოი (1998)
ბაჰრეინი, მანამა (2000)
სომალი, მოგადიშო (2000)
ჩილე, სანტიაგო (2000)
ყაზახეთი, ასტანა (2001)
ტაჯიკეთი, დუშანბე (2003)
ავღანეთი, ქაბული (2003)
მონღოლეთი, ულან-ბატორი (2003)
ეგვიპტე, კაირო (2004)
მოლდოვა, კიშინოვი (2004)[59]
იემენი, სანა (2004)
უზბეკეთი, ტაშკენტი (2004)
კოსოვო, პრიშტინა (2005)
რუსეთი, ყაზანი (2005)
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კინშასა (2005)
ეთიოპია, ადის-აბება (2006)
ბელარუსი, მინსკი (2007)[60]
ხორვატია, ზაგრები (2008)[61]
სირია, დამასკო (2010)
გვინეა-ბისაუ, ბისაუ (2011)
აშშ, ვაშინგტონი (2011)[62]
ტაილანდი, ბანგკოკი (2012)[63]
ირანი, თეირანი (2013)[64]
კატარი, დოჰა (2016)[65]
მონტენეგრო, პოდგორიცა (7 მარტი 2019)
ჩრდილოეთი კვიპროსი, ნიქოზია
ჯიბუტი, ჯიბუტი (2017)[66]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Chisholm, Hugh, ed. (1911b). . Encyclopædia Britannica (ინგლისური). 1 (11th ed.). Cambridge University Press. p. 953.
- Heper, Metin; Öztürk-Tunçel, Duygu; Criss, Nur Bilge (2018) Historical Dictionary of Turkey, 4th, Rowman & Littlefield. ISBN 978-1-5381-0225-1.
- Parvis, Sarah (2006). Marcellus of Ancyra And the Lost Years of the Arian Controversy 325–345. Oxford University Press. ISBN 978-0-19-928013-1.
- World Intellectual Property Organization (WIPO). (2024)Global Innovation Index 2024: Unlocking the Promise of Social Entrepreneurship. WIPO.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Governorate of Ankara
- Municipality of Ankara
- GCatholic – (former and) Latin titular see
- GCatholic – former and titular Armenian Catholic see
- Ankara Development Agency
- Esenboğa International Airport
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Major Agglomerations of the World - Population Statistics and Maps. ციტირების თარიღი: 2025-10-21
- ↑ The Results of Address Based Population Registration System, 2024. Turkish Statistical Institute (6 February 2025). ციტირების თარიღი: 6 February 2025
- ↑ "Angora"
- ↑ Municipality of Ankara: Green areas per head. Ankara.bel.tr. ციტირების თარიღი: 29 June 2010
- ↑ Municipality of Ankara: Green areas per head. Ankara.bel.tr. ციტირების თარიღი: 29 June 2010
- ↑ Перевод sañkara с санскрита на русский ru. ციტირების თარიღი: 2022-10-11
- ↑ Judy Turman: Early Christianity in Turkey. Socialscience.tjc.edu. ციტირების თარიღი: 29 June 2010
- ↑ Saffet Emre Tonguç: Ankara (Hürriyet Seyahat). Hurriyet.com.tr (15 May 2006). ციტირების თარიღი: 29 June 2010
- ↑ Gorny, Ronald L. "Zippalanda and Ankuwa: The Geography of Central Anatolia in the Second Millennium B.C." The Journal of the American Oriental Society. Vol. 117 (1997).
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 Belke, Klaus (1984). „Ankyra“, Tabula Imperii Byzantini, Band 4: Galatien und Lykaonien (de). Vienna: Verlag der Österreichischen Akademie der Wissenschaften, გვ. 126–130. ISBN 978-3-7001-0634-0.
- ↑ Bull Universi Dominici gregis დაარქივებული 30 March 2015 საიტზე Wayback Machine. , in Giovanni Domenico Mansi, Sacrorum Conciliorum Nova et Amplissima Collectio, vol. XL, coll. 779–780
- ↑ F. Tournebize, v. II. Ancyre, évêché arménien catholique, in Dictionnaire d'Histoire et de Géographie ecclésiastiques დაარქივებული 28 June 2015 საიტზე Wayback Machine. , vol. II, Paris 1914, coll. 1543–1546
- ↑ Ankara | Location, History, Economy, & Facts. ციტირების თარიღი: 9 January 2021
- ↑ Society. (4 March 2014) Istanbul, not Constantinople. ციტირების თარიღი: 28 March 2019
- ↑ artunbeg. (2022-05-11) Ankara tr. ციტირების თარიღი: 2022-07-24
- ↑ 16.0 16.1 Resmi İstatistikler: İllerimize Ait Genel İstatistik Verileri tr. Turkish State Meteorological Service. ციტირების თარიღი: 26 June 2021
- ↑ World Meteorological Organization Climate Normals for 1991–2020: Ankara-Bolge (CSV). National Centers for Environmental Information. ციტირების თარიღი: 2 August 2023
- ↑ Ankara/Central weather data by months. ციტირების თარიღი: 15 March 2025
- ↑ 19.0 19.1 Population Of SRE-1, SRE-2, Provinces and Districts. TÜIK. ციტირების თარიღი: 20 June 2023
- ↑ Gül Neşe Doğusan Alexander (2017). „Caught between Aspiration and Actuality: The Etiler Housing Cooperative and the Production of Housing in Turkey“. Journal of the Society of Architectural Historians. 76 (3): 351. doi:10.1525/jsah.2017.76.3.349. JSTOR 26419016.
- ↑ İllere göre il/ilçe merkezi ve belde/köy nüfusu – 2008 tr. ციტირების თარიღი: 11 January 2022
- ↑ İllere Göre Türkiye'de 15+ Yaş Nüfusun Eğitim Durumu ve Oranlar (%) | @DrDataStats tr. ციტირების თარიღი: 2022-03-10
- ↑ Chen, Yuan Julian (2021-10-11). „Between the Islamic and Chinese Universal Empires: The Ottoman Empire, Ming Dynasty, and Global Age of Explorations“. Journal of Early Modern History. 25 (5): 422–456. doi:10.1163/15700658-bja10030. ISSN 1385-3783. S2CID 244587800.
- ↑ Largest urban ropeway on Eurasian continent opens to celebrations in Ankara. Leitner ropeways. ციტირების თარიღი: 21 May 2014
- ↑ Successful inauguration of Ankara – Istanbul High Speed Line. uic.org. ციტირების თარიღი: 17 September 2014
- ↑ Ankara Public Transportation Statistics. Global Public Transit Index by Moovit. ციტირების თარიღი: 19 June 2017
Material was copied from this source, which is available under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
- ↑ Turkish Protester Ethem Sarısülük Is Dead, Family Says [UPDATED]. HuffPost (5 June 2013). ციტირების თარიღი: 20 February 2020
- ↑ „Turkey's Prime Minister: Erdoğan v. judges, again“. The Economist. 411 (8883). 19 April 2014. pp. 32–36.
- ↑ Turkish opposition party will challenge Ankara vote – Al-Monitor: the Pulse of the Middle East. Al-Monitor. ციტირების თარიღი: 29 October 2014
- ↑ Is Something Rotten in Ankara's Mayoral Election? A Very Preliminary Statistical Analysis. Erik Meyersson (April 2014). ციტირების თარიღი: 29 October 2014
- ↑ Joe Parkinson And Emre Peker. (1 April 2014) Turkish Opposition Cries Vote Fraud Amid Crackdown – WSJ. The Wall Street Journal. ციტირების თარიღი: 13 March 2017
- ↑ CHP's Ankara candidate vows to defend votes as police crack down on protest – POLITICS. hurriyetdailynews.com (2 April 2014). ციტირების თარიღი: 29 October 2014
- ↑ Turkey's Weirdest Mayor Won't Be Distracted By Electoral Fraud Allegations. VICE News. ციტირების თარიღი: 29 October 2014
- ↑ Roma Yolu. arkitera.com (14 March 2007). ციტირების თარიღი: 10 June 2013
- ↑ Sargın, Haluk (2012). Antik Ankara (tr). Arkadaş Yayınevi, გვ. 126, 127, 128. ISBN 978-975-509-719-0.
- ↑ Museums – Ankara.com: City guide of Turkey's Capital. ციტირების თარიღი: 8 July 2016
- ↑ Central Bank of the Republic of Turkey დაარქივებული 15 June 2009 საიტზე Wayback Machine. . The Banknotes of 2. Emission Group – Five Turkish Lira – I. Series დაარქივებული 3 February 2012 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Central Bank of the Republic of Turkey დაარქივებული 15 June 2009 საიტზე Wayback Machine. . Banknote Museum: 2. Emission Group – One Thousand Turkish Lira – I. Series დაარქივებული 25 February 2009 საიტზე Wayback Machine. & II. Series დაარქივებული 12 September 2007 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Kore Savaşı'nın 72. yılı Ankara'da törenle anıldı tr.
- ↑ Ankara: ESKİ HAN'A YENİ ÇEHRE: SULUHAN (3 December 2009).
- ↑ Eski Han'a yeni çehre: Suluhan/Kent Tarihi/milliyet blog. ციტირების თარიღი: 8 July 2016
- ↑ Tuncer, Mehmet. Ankara: ESKİ HAN'A YENİ ÇEHRE: SULUHAN. ციტირების თარიღი: 8 July 2016
- ↑ Planet, Lonely. Museum of Anatolian Civilisations – Lonely Planet. ციტირების თარიღი: 8 July 2016
- ↑ Turkish Air Force – Air Force Museums – Ankara Aviation Museum. ციტირების თარიღი: 8 July 2016
- ↑ „Hentbol-Şampiyon kim olacak?“ [Handball – Who will be the champion?]. Sports TV (თურქული). 20 May 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 March 2014. ციტირების თარიღი: 29 May 2013.
- ↑ Lipinski, Monika J.; Froenicke, Lutz; Baysac, Kathleen C.; Billings, Nicholas C.; Leutenegger, Christian M.; Levy, Alon M.; Longeri, Maria; Niini, Tirri; Ozpinar, Haydar (2008). „The ascent of cat breeds: Genetic evaluations of breeds and worldwide random-bred populations“. Genomics. 91 (1): 12–21. doi:10.1016/j.ygeno.2007.10.009. PMC 2267438. PMID 18060738.
- ↑ Carol Ekarius (10 September 2008). Storey's Illustrated Breed Guide to Sheep, Goats, Cattle, and Pigs: 163 Breeds from Common to Rare. Storey Publishing, გვ. 150. ISBN 978-1-60342-037-2.
- ↑ Angora Goats history. Daisyshillfarm.com. ციტირების თარიღი: 29 June 2010
- ↑ Central Bank of the Republic of Turkey დაარქივებული 15 June 2009 საიტზე Wayback Machine. . Banknote Museum:
2. Emission Group – Fifty Turkish Lira – I. Series დაარქივებული 25 February 2009 საიტზე Wayback Machine. ;
3. Emission Group – Fifty Turkish Lira – I. Series დაარქივებული 25 December 2008 საიტზე Wayback Machine. & II. Series დაარქივებული 12 September 2007 საიტზე Wayback Machine. - ↑ Angora Rabbit Breeds – How to Care for Your Angora Rabbit. ციტირების თარიღი: 29 January 2009
- ↑ Sister Cities of Ankera. T.C. Ankara Büyükþehir Belediyesi Baþkanlýðý. ციტირების თარიღი: 13 August 2016
- ↑ International Cooperation: Sister Cities. Seoul Metropolitan Government. seoul.go.kr. ციტირების თარიღი: 26 January 2008
- ↑ Seoul -Sister Cities [via WayBackMachine]. Seoul Metropolitan Government (archived 2012-04-25). ციტირების თარიღი: 23 August 2013
- ↑ Greater Municipality of Ankara. Sister Cities of Ankara.
- ↑ Sister Cities. Beijing Municipal Government. ციტირების თარიღი: 23 June 2009
- ↑ daenet d.o.o.. Sarajevo Official Web Site: Sister cities. Sarajevo.ba. ციტირების თარიღი: 6 May 2009
- ↑ Twinning Cities: International Relations. Municipality of Tirana. tirana.gov.al. ციტირების თარიღი: 23 June 2009
- ↑ Tbilisi Sister Cities. Tbilisi City Hall. Tbilisi Municipal Portal. ციტირების თარიღი: 5 August 2013
- ↑ Oraşe înfrăţite (Twin cities of Minsk) [via WaybackMachine.com] ro. Primăria Municipiului Chişinău. ციტირების თარიღი: 21 July 2013
- ↑ Twin towns and Sister cities of Minsk [via WaybackMachine.com] ru. The department of protocol and international relations of Minsk City Executive Committee. ციტირების თარიღი: 21 July 2013
- ↑ Signing Sister City Protocol between Zagreb and Ankara. Ankara Metropolitan Municipality (27 October 2008).
- ↑ Frequently Asked Questions – Office of Protocol and International Affairs. District of Columbia. ციტირების თარიღი: 18 September 2012
- ↑ Greater Ankara Municipality. Friendship and cooperation agreement between Bangkok Metropolitan Administration of the Kingdom of Thailand and the Greater Ankara Municipality of the Republic of Turkey (21 March 2012). ციტირების თარიღი: 21 July 2013
- ↑ Tehran, Ankara to Sign Sister City Agreement Today. FarsNews. ციტირების თარიღი: 18 December 2013
- ↑ „Doha, Ankara sign twinning agreement“. Gulf Times. 24 August 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 May 2018. ციტირების თარიღი: 31 May 2018.
- ↑ 208 sister cities in 93 countries. ციტირების თარიღი: 9 January 2021
| |||||||||||||||||
| |||||||||||
| |||||||||||