შინაარსზე გადასვლა

არდეშენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქ. არტაშენის ცენტრი

არდეშენი, იგივე არდაშენი ან არტაშენი (ლაზ. არტაშენი / Art'aşeni, თურქ. Ardeşen) — ქალაქი და რაიონი თურქეთში, რიზეს პროვინციაში (ილი), შავი ზღვის პირას. მდებარეობს 48 კილომეტრში ქალაქ რიზედან. 2002 წლის მონაცემებით ქალაქში იყო 45 392 მაცხოვრებელი. ქალაქისა და რაიონის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ლაზია. არდაშენი ისტორიული აღმოსავლეთ ლაზეთის სიდიდით მეორე ქალაქია რიზეს შემდეგ, თუმცა რიზესგან განსხვავებით, არდაშენში ჯერ კიდევ მეტყველებენ ლაზურად.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით არდაშენში მდებარეობდა ლაზეთის საეპისკოპოსოს ერთ-ერთი ცენტრი. კარძოდ, განცხადებში ნათქვამია:

ვიკიციტატა
„არდაშენი არ არის მხოლოდ ტაძარი; იგია ისტორიული ლაზეთის საეპისკოპოსოს ერთ-ერთი ცენტრი და, აქედან გამომდინარე, მისი აღდგენა არა მარტო არდაშენის, არამედ მთელი ამ მხარის, – ლაზეთის, ქართული ეთნოკულტურისა და საეკლესიო სივრცის განუყოფელ ნაწილად წარმოჩენას ნიშნავს.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]