არტაანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
არტაანი
Ardahan
Ardahan.JPG
ქალაქ არტაანის გარეუბანი, მთაზე გამოკვეთილი ეროვნული სიმბოლოსა და წარწერის „წინ სამშობლოვ“ ფონზე
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია არტაანი
კოორდინატები 41°07′00″ ჩ. გ. 42°42′00″ ა. გ. / 41.11667° ჩ. გ. 42.70000° ა. გ. / 41.11667; 42.70000
ქალაქის მერი ფარუქ ქოქსოი
ცენტრის სიმაღლე 1 900
მოსახლეობა 17 274 კაცი (2000)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი (+90) 478
საფოსტო ინდექსი 75000
ოფიციალური საიტი ardahan.gov.tr
არტაანი — თურქეთი
არტაანი

არტაანი (თურქ. Ardahan) — ქალაქი და რაიონი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს არტაანის პლატოზე, მდინარე მტკვრის სათავესთან, მის ორივე ნაპირზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პტოლემეს არტაანი მოხსენიებული აქვს არტანისას (ლათ. appidum Artanisa) სახელით. XIII საუკუნიდან იქ განთავსებული იყო არტაანისა და კოლას ერისთავთა რეზიდენცია. საუკუნეების განმავლობაში არტაანი იყო საქართველოს სამეფოს განუყოფელი ნაწილი. 1555 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სამცხე-საათაბაგოს ოკუპირების შემდეგ სანჯაყის სტატუსით შევიდა იმპერიის შემადგენლობაში. 1878 წელს რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად რუსეთის იმპერიის ფარგლებშია. 1883 წლიდან იყო არტაანის ოკრუგის ცენტრი და შედიოდა ყარსის ოლქის შემადგენლობაში. 1883 წლისთვის ქალაქში იყო 4 წისქვილი და 78 სავაჭრო დაწესებულება. 1918-21 წლებში არტაანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. ერთა ლიგამ ქალაქი საქართველოს ტერიტორიად აღიარა. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ საქართველომ არტაანის ოლქზე კონტროლი დაკარგა. 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების მიხედვით, არტაანი ართვინის, ოლთისის და რიზეს ოლქებთან ერთად, თურქეთის შემადგენლობაში მოექცა

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1883[1] 1 273
1886[2] Decrease2.svg 844 451 393
1895[3] Decrease2.svg 778
2000 Increase2.svg 17 274
2012 Increase2.svg 19 075
2016 Increase2.svg 21 587

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • «Города, существовавшие и существующие в Грузии» 1850.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]