გუმუშჰანე
ქალაქი | |
---|---|
გუმუშჰანე თურქ. Gümüşhane | |
| |
ქვეყანა |
![]() |
პროვინცია | გუმუშჰანე |
კოორდინატები | 40°27′35″ ჩ. გ. 39°28′40″ ა. გ. / 40.45972° ჩ. გ. 39.47778° ა. გ. |
მერი | ერჯან ჩიმენი |
ფართობი | 1,788.83 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1.150 მ |
ოფიციალური ენა | თურქული ენა |
მოსახლეობა | 52,628 კაცი (2014) |
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 456 |
საფოსტო ინდექსი | 29100 |
საავტომობილო კოდი | 29 |
ოფიციალური საიტი | gumushane.bel.tr |
გუმუშჰანე (თურქ. Gümüşhane) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, შავი ზღვის რეგიონში, გუმუშჰანეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, გუმუშჰანეში 52,628 ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის მერი არის ერჯან ჩიმენი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გუმუშჰანეს პროვინცია არ მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ხოლო თავად ქალაქი გუმუშჰანე, ოთხივე მხრიდან მთებითაა შემოფარგლული. რაც ამ რეგიონისთვის საკმაოდ უცნაურია და იშვიათობაა. გუმუშჰანე მდებარეობს 1.150 მეტრზე ზღვის დონიდან. გუმუშჰანეს სამხრეთითა და დასავლეთით საკუთარი პროვინციის ქალაქები ესაზღვრება. მას დასავლეთით ქალაქი თორული ესაზღვრება, სამხრეთით — ქელქითი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ქიოსე, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება შირანი. ამას გარდა, გუმუშჰანე ბაიბურთისა და ტრაპიზონის პროვინციებს ესაზღვრება.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის ძველი სახელწოდებაა ხანჯა. ხანჯაში მდებაერობდა ზარაფანა, სადაც პირველად ვერცხლის მონეტები მოიჭრა მეჰმედ II-ის დროს. 1520 წლიდან ხანჯაში დაიწყო ოქროს მონეტების მოჭრაც. ხანჯის ზარაფხანის უკანასკნელი პროდუქცია გამოშვებულ იქნა მურად IV-ის დროს.[1]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Governor's official website (თურქული)
- Municipality's official website (თურქული)
- Argyroupoolis (Gümüşhane) დაარქივებული 2015-03-03 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ანთაძე მ.., ჯიხანჯირის თურქული მონეტების განძი // საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, 1981, № XXXV-B, გვ. 110-112.