ქაჰრამანმარაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ქაჰრამანმარაში
Kahramanmaraş
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ქაჰრამანმარაში
კოორდინატები 37°35′00″ ჩ. გ. 36°56′00″ ა. გ. / 37.58333° ჩ. გ. 36.93333° ა. გ. / 37.58333; 36.93333
მერი ფათიჰ მეჰმედ ერქოჩი
ფართობი 3 017,45 კმ²
ცენტრის სიმაღლე 67
მოსახლეობა 443 575 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი (+90) 344
საფოსტო ინდექსი 46xxx
საავტომობილო კოდი 46
ოფიციალური საიტი kahramanmaras.bel.tr
ქაჰრამანმარაში — თურქეთი
ქაჰრამანმარაში

ქაჰრამანმარაში (თურქ. Kahramanmaraş) — ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, აღმოსავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ანატოლიის რეგიონების მოსაზღვრე ქაჰრამანმარაშის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ქაჰრამანმარაში მდებარეობს 67 მეტრზე ზღვის დონიდან. 2012 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 443 575 ადამიანს შეადგენდა. ქაჰრამანმარაშს აქვს მერია და მისი მერი არის ფათიჰ მეჰმედ ერქოჩი.

ქაჰრამანმარაშის პროვინცია სამი რეგიონის საზღვართან მდებარეობს, თუმცა თავად ქალაქი ქაჰრამანმარაში არც ერთ მათგანს არ ესაზღვრება. იგი სამხრეთით, აგრეთვე, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მდებარე ოსმანიეს პროვინციასა და საკუთარი პროვინციის ქალაქებს: ანდირინს, გიოქსუნს, ექინიოზიუს, ნურჰათს, ჩაღლაიანჩერითს, პაზარჯიკსა და თურქიოღლუს ესაზღვრება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]