იზმითი
ქალაქი | |
---|---|
იზმითი İzmit | |
ქვეყანა | თურქეთი |
პროვინცია | ქოჯაელი |
კოორდინატები | 40°46′00″ ჩ. გ. 29°55′00″ ა. გ. / 40.76667° ჩ. გ. 29.91667° ა. გ. |
მერი | იბრაჰიმ ქარაოსმანოღლუ |
ფართობი | 1,044.85 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 100 მ |
ოფიციალური ენა | თურქული ენა |
მოსახლეობა | 302,960 კაცი (2012) |
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
სატელეფონო კოდი | (+90) 262 |
საფოსტო ინდექსი | 41xxx |
საავტომობილო კოდი | 41 |
ოფიციალური საიტი | izmit.bel.tr |
იზმითი (თურქ. İzmit, ბერძ. Νικομήδεια) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, მარმარილოს ზღვის რეგიონში, ქოჯაელის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. დაახლოებით 100 კილომეტრია იზმითიდან ქვეყნის უდიდეს ქალაქ სტამბოლამდე, რადგან ორივე ქალაქი ერთსა და იმავე რეგიონში მდებარეობს. იზმითი მდებარეობს 100 მეტრზე ზღვის დონიდან. 2012 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 302,960 ადამიანს შეადგენს. ქალაქ იზმითს აქვს მერია და მისი მერი არის იბრაჰიმ ქარაოსმანოღლუ. ქალაქ იზმითის ისტორიული სახელია ნიკომედია.
იზმითს სამი მხრიდან — ჩრდილოეთით, სამხრეთითა და დასავლეთით ესაზღვრება საკუთარი, ქოჯაელის პროვინციის ქალაქები. ჩრდილოეთით ესაზღვრება ქალაქი ქანდირა, სამხრეთით — ქალაქები ქართეფე და ბაშისქელე, სამხრეთ-დასავლეთით — ქალაქი ქიორფეზი, ხოლო აღმოსავლეთით ესაზღვრება დერინჯე. იზმირს, საკუთარი პროვინციის ქალაქების გარდა, აღმოსავლეთით ესაზღვრება საქარიის პროვინცია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2016-01-15 საიტზე Wayback Machine.