ბილეჯიქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ბილეჯიქი
თურქ. Bilecik
Bilecik Panaroma.jpg
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ბილეჯიქი
კოორდინატები 40°08′35″ ჩ. გ. 29°58′45″ ა. გ. / 40.14306° ჩ. გ. 29.97917° ა. გ. / 40.14306; 29.97917
მერი სელიმ იაღჯი
ფართობი 4,307 კმ²
ცენტრის სიმაღლე 850
მოსახლეობა 57,117 კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 228
საფოსტო ინდექსი 11000
საავტომობილო კოდი 11
ოფიციალური საიტი bilecik.bel.tr
ბილეჯიქი — თურქეთი
ბილეჯიქი

ბილეჯიქი (თურქ. Bilecik) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, მარმარილოს ზღვის რეგიონში, ბილეჯიქის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ბილეჯიქი მდებარეობს ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინცია აღმოსავლეთ თრაკიაში. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, ბილეჯიქში 57 117 ადამიანი ცხოვრობს. მდებარეობს 850 მეტრზე ზღვის დონიდან. ქალაქ ბილეჯიქს აქვს მერია და მისი მერი არის სელიმ იაღჯი.

ბილეჯიქს სამი მხრიდან ესაზღვრება საკუთარი პროვინციის ქალაქი. აღმოსავლეთით ესაზღვრება ისტორიული ქალაქი სოღუთი, რომელიც იყო ოსმალეთის იმპერიის პირველი დედაქალაქი 1299-1326 წლებში. აგრეთვე, ბილეჯიქს აღმოსავლეთით ესაზღვრება გიოლფაზარი. სამხრეთით — პაზარიერი და ბოზიუიუქი, ხოლო ჩრდილოეთით — ოსმანელი. აგრეთვე, ბილეჯიქს დასავლეთით ესაზღვრება ბურსის პროვინცია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]