მარმარისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
მარმარისი
თურქ. Marmaris
Collage of Marmaris.jpg
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია მუღლა
კოორდინატები 36°51′ ჩ. გ. 28°16′ ა. გ. / 36.850° ჩ. გ. 28.267° ა. გ. / 36.850; 28.267
მერი მუჰამედ ალი აჯარი
ფართობი 878.09 კმ²
მოსახლეობა 30,957 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 95 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი (0090)+ 252
საფოსტო ინდექსი 48700
საავტომობილო კოდი 48
ოფიციალური საიტი www.marmaris.bel.tr
მარმარისი (თურქეთი)
Red pog.svg

მარმარისი (თურქ. Marmaris) — ქალაქი დასავლეთ თურქეთში, მუღლის პროვინციაში, მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და არის ერთ-ერთი უდიდესი შემოსავლის წყარო თურქეთში ტურიზმის მიხედვით. მარმარისს აქვს ძალიან კარგი მდებარეობა, იგი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ქალაქი საკუთარ პროვინციაში, ადმინისტრაციულ ცენტრ ქალაქ მუღლასა და ბოდრუმის შემდეგ.

მარმარისი

მარმარისი აღმოსავლეთით ესაზღვრება აგრეთვე მუღლის პროვინციის ქალაქებ ულასა და ქიოჩეგიზს. ხოლო დასავლეთით — ქალაქ დათჩას. ქალაქ მარმარისს აქვს მერია და ჰყავს მერი — მუჰამედ ალი აჯარი.

2010 წლის მონაცემებით მარმარისში ცხოვრობს 30,957 ადამიანი. ტურისტების მაქსიმალური რაოდენობა მარმარისში ტურისტული სეზონის დროს, აღწევს 400 000-ს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარმარისის ციხესიმაგრე

საუკუნეების წინ მარმარისი ცნობილი იყო როგორც "ფისკოს". (ბერძნ. Φύσκος) ალექსანდრე მაკედონელმა, ფისკოს ალყა შემოარტყა მისი აღების მიზნით. ფისკოს ჰქონდა ერთი ციხესიმაგრე, რომლის აღებაც საკმაოდ რთული იყო და სწორედ მან შეუქმნა ალექსანდრეს ყველზე დიდი პრობლემა. მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ, ქალაქის მაცხოვრებლები მიხვდნენ, რომ მტერთან ბრძოლას აზრი არ ჰქონდა და დაწყვეს ყველაფერი, რაც კი ღირებული გააჩნდათ, რათა ისინი მტრის ხელში არ აღმოჩენილიყო. ხოლო ქალები და ბავშვები მთებში გაიხიზნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მარმარისი ჩვენს წელთ აღრიცხვამდეც არსებობდა, ოღონდ სხვა სახელით იყო ცნობილი.

საუკუნეების განმავლობაში მარმარისის ციხესიმაგრე ძალიან ცნობილი გახდა. ის საიმედო დასამალ ადგილად ითვლებოდა. თუ მტერი ძალიან ძლიერი და ბრწყინვალედ აღჭურვილი არ იქნებოდა, მაშინ მისი აღება თითქმის შეუძლებელი იყო.

მარმარისი შემდგომში შევიდა ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში. XV საუკუნეში, ოსმალეთის სულთანმა და კონსტანტინოპოლის დამპყრობელმა, მეჰმედ II ფათიჰმა, ქალაქი დაიპყრო. მარმარისი და მისი სასახლე რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ოსმალეთის იმპერიას ემსახურებოდა, ხოლო ოსმალეთის დაშლის შემდგომ შევიდა თურქეთის რესპუბლიკაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]