კოლხეთის სამეფო
|
კოლხეთის სამეფო |
||||
|
||||
|---|---|---|---|---|
კავკასიის რეგიონი ძვ. წ. VI საუკუნეში |
||||
| დედაქალაქი | აია (მითიური) ილდამუსა ფაზისი |
|||
| მართველობის ფორმა | მონარქია | |||
კოლხეთის სამეფო (ბერძნ. Κολχίς, kŏl´kĬs) (ძვ. ქართული წყაროებით - ეგრისი) – დასავლეთ საქართველოს დიდი სახელმწიფოებრივი გაერთიანება. ძველ ბერძნულ მითოლოგიაში აღწერილია, როგორც აიეტისა და მედეას სამშობლო, და არგონავტების მოგზაურობის დანიშნულების ადგილი. უძველესი რეგიონი მოიცავდა დღევანდელ სამეგრელოს, იმერეთს, გურიას, აჭარას, სვანეთს, რაჭას, აფხაზეთსა და თანამედროვე თურქეთის რიზეს პროვინციას, ასევე ტრაპიზონისა და ართვინის პროვინციების მნიშვნელოვან ნაწილსა და რუსეთის სოჭის მხარეს.
სექციების სია |
გეოგრაფია და ტოპონიმიკა [რედაქტირება]
კლასიკურ ავტორთა თანახმად კოლხეთის ტერიტორია ესზღვრებოდა სამხრეთ-დასავლეთით პონტუსს, დასავლეთით პონტუს ევქსინუს (შავი ზღვა) მდინარე კორაქსამდე (შესაძლოა დღევანდელი მდ. ბზიფი), ჩრდილოეთით დიდი კავკასიონის მთაგრეხილს, რომლის იქით სარმატია მდებარეობდა, აღმოსავლეთით იბერიასა და მცირე კავკასიის მთაგრეხილს, ხოლო სამხრეთით სომხეთს. ავტორების მიხედვით მცირე განსხვავებაა თუ რამდენად ვრცელდებოდა კოლხეთის ტერიტორია სამხრეთ-დასავლეთზე: სტრაბონის მიხედვით კოლხეთი იწყებოდა ტრაპიზონთან, ხოლო პტოლემეს მიხედვით პონტუსი მდინარე ფაზისამდე ადიოდა. პიტიუსი კოლხების ბოლო ქალაქი იყო ჩრდილოეთში.
სახელწოდება კოლხეთი პირველად მოხსენიებულია ესქილესა და პინდარის მიერ. უფრო ადრეული მწერლები მას სახელით „აია“ მოიხსენიებენ, ადგილი სადაც მითიური მეფე აიეტი ცხოვრობდა. მთავარი მდინარე იყო ფაზისი (ამჟ. რიონი), რომელიც ქვეყანას შუად ჰყოფდა. მთავარი ქალაქები იყო დიოსკურია (რომ.: სებასტოპოლისი, ამჟ.: სოხუმი), სარაპანა (ამჟ. შორაპანი), ფაზისი (ამჟ.: ფოთი), პიტიუსი (ამჟ. ბიჭვინთა), აპსაროსი (ამჟ. გონიო), სურიუმი (ამჟ. ვანი)[1], არქეოპოლისი (ამჟ. ნოქალაქევი), ქითა ან ქუთათისიუმი (ამჟ. ქუთაისი). სკილაქსი ასევე აღნიშნავს მალას ან მალეს, რომელიც, მისი აზრით, მედეას დაბადების ადგილი უნდა ყოფილიყო.
ისტორია [რედაქტირება]
ადრეული პერიოდი [რედაქტირება]
| საქართველოს ისტორია | |
|---|---|
|
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა |
|
| უძველესი ისტორია | |
| დიაოხის სამეფო | |
| კოლხეთის სამეფო | |
| იბერიის სამეფო | |
| ლაზიკა-ეგრისის სამეფო | |
| ძველი და ახალი ისტორიები | |
| ტაო-კლარჯეთის სამეფო | |
| აფხაზეთის სამეფო | |
| ჰერეთის სამეფო | |
| ქართლის სამეფო | |
| კახეთის სამეფო | |
| იმერეთის სამეფო | |
| ქართლ-კახეთის სამეფო | |
| სამცხე-საათაბაგო | |
| ერთიანი ქართული სახელმწიფო | |
| რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში | |
| უახლესი ისტორია | |
| საქართველოს დრ | |
| საქართველოს სსრ | |
| საქართველოს რესპუბლიკა | |
| საქართველო | |
|
|
რეგიონის არქეოლოგიური გათხრებით მიღებული ცნობების თანახმად აქ კარგად განვითარებული ბრინჯაოს კულტურა უნდა ყოფილიყო, ცნობილი როგორც კოლხური კულტურა. ის ენათესავება მეზობელ ყუბანის კულტურას, რომელიც შუა ბრინჯაოს ხანაში განვითარდა. ურბანიზაციის პროცესი სწრაფად ვითარდება და ჩამოყალიბებულ სახეს იძენს ძვ. წ.-ის მეორე ათასწლეულის ბოლოსკენ, ბერძნების დასახლებამდე მრავალი საუკუნით ადრე. გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. XVI - VIII საუკუნეები) კოლხებმა ისწავლეს ლითონის დნობისა და ჭედვის ხელობა, ევროპამდე დიდი ხნით ადრე. პარალელურად ვითარდება აგროკულტურა, იმ პერიოდისთვის პროგრესული ირიგაციის სისტემებით, რასაც ხელს უწყობდა ადგილობრივი ნიადაგის ნაყოფიერება და ზომიერი ჰავა.
ამ პერიოდის კოლხეთი დასახლებული იყო მონათესავე, თუმცა ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ტომებით, განლაგებული ძირითადად შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ამ ტომთაგან გამოირჩეოდნენ სოანები, მაქელონები, ჰენიოხები, ზიდრეტები, ლაზები, ტიბარენები, მოსინიკები, მაკრონები, მოსკები, მარები, აფსილები, აბაზგები, სანიგები, მელანხლაენები და გელონები.
ეს ტომები იმდენად განსხვავდებოდნენ ენითა და შესახედაობით მეზობელი ერებისგან, რომ ძველი ისტორიკოსები ამ ფენომენის დასაბუთებისთვის მრავალ თეორიაზე ვარაუდობდნენ. ჰეროდოტეს მიხედვით კოლხები ეგვიპტელებსა და ეთიოპელებთან ერთად პირველები იყვნენ ვინც მამაკაცთა წინადაცვეთა ტრადიციად შემოიღეს. მას სწამდა, რომ ისინი ფარაონი სესოსტრის III-ის (1878-1841 BC) არმიის ნაშიერები უნდა ყოფილიყვნენ, და ამგვარად მათ წარმოშობას ეგვიპტელებს მიაწერდა. ასევე, როგორც ჩანს, შავი ზღვის რეგიონში უნდა ყოფილოყო ნეგროიდული კომპონენტიც (არაბ მონათა ვაჭრობამდე პერიოდიდან), რომლის წარმომავლობას მივყავართ ძველ ადამიანთა აფრიკიდან გამოსვლის ექსპედიციას, თუმცა ამის არქეოლოგიური მტკიცების პოვნა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
კოლხა [რედაქტირება]
ძვ. წ. XVII საუკუნეში რეგიონში მოსახლე ტომების მზარდი კონსოლიდაციის შედეგად ჩამოყალიბდა კოლხეთის სამეფო. ძლევამოსილი სახელმწიფო, რომელსაც ბერძნულ მითოლოგიაში ადიდებენ, როგორც არგონავტების მოგზაურობის მიზეზს, მედეას სამშობლოსა და ჯადოსნური საიდუმლოების ცოდნის წყაროს ურარტუელთა მიერ ცნობილი იყო როგორც კოლხა. მეზობელ ერებთან გამოდმებულ ომებში ჩართულმა კოლხებმა მოახერხეს დიაოხის ნაწილის შემოერთება ძვ. წ. 750-იანებში, თუმცა რამდენიმე სხვა პროვინცია დაკარგეს (მათ შორის სამეფო ქალაქი ილდამუში) ურარტუს მეფე სარდურ II-სთან ძვ. წ. 750-748 და 744-742 ომების შედეგად. ამავდროულად კოლხეთი გახდა ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ უძლიერესი სამხედრო მანქანა,რომლის განკარგულებაშიც (ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით) 150 000 მდე საუკეთესო რკინის იარაღით აღჭურვილი მებრძოლი და 1000 მდე სამხედრო ხომალდი იდგა, რასაც ძალიან აქტიურად იყენებდნენ კოლხეთის ხელისუფალნი, განსაკუთრებით ძვ.წ. VI-III სს-ში.
კიმერიელებისა და სკვითების შემოსევებით დაუძლურებული სამეფო ძვ. წ. 730-720-იანებში აქამენიდი სპარსეთის იმპერიის გავლენის ქვეშ ექცევა ძვ. წ. VI საუკუნის შუა წლებში. სკვითებისა და კიმირიელების დიდი ნაწილი მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა და უმთავრესად მესაქონლეობას და ცხენების მოშენებას მისდევდა. ამ მეომარ მომთაბარეთა ცხენოსანი ლაშქარი იმ დროისათვის საშინელ ძალას წარმოადგენდა და თავისი მოძრაობის გზაზე ყველაფერს ანადგურებდა. სამხრეთ კოლხეთში მცხოვრები ტომები (ტიბარენები, მოსინიკები, მაკრონების, მოსქები და მარები) სპარსეთის მე-19 სატრაპოში მოაქციეს, ხოლო ჩრდილოეთი ტომები უსისხლოდ დანებდნენ და ხარკის სახით ყოველ ხუთ წელიწადში 100 ქალიშვილსა და 100 ჭაბუკს უგზავნიდნენ სპარსეთის მეფეს. აქამენიდთა უზარმაზარი იმპერიის სხვა რეგიონებთან მზარდი კომერციული და ეკონომიკური კავშირების წყალობით კოლხების მიწების სოციო-ეკონომიკური განვითარება დაჩქარდა. მოძლიერებულმა კოლხებმა შედეგად სპარსეთის უღელი გადააგდეს და ისევ დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნეს. არსებობს მითი, კოლხის მფლობელის მეუფე ხარატა–ს შესახებ [საჭიროებს წყაროს მითითებას] ძვ.წ. 5 საუკუნეში იქნა აღმოჩენილი ტრაქტატი რომლის მიხედვითაც მეუფე ხარატა იყო უმდიდრესი კოლხის მმართველი
ბერძნული კოლონიზაცია [რედაქტირება]
რეგიონის განვითარებული ეკონომიკა და ხელშემწყობი გეოგრაფიული და ბუნებრივი პირობები კოლხეთს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდიდა მილესელი ბერძნებისთვის, რომელთაც კოლხეთის კოლონიზაცია მოახერხეს ძვ. წ. VI-V საუკუნეებში და შავი ზღვის სანაპიროზე ფაზისში, გონიოსა და დიოსკურიაში სავაჭრო პორტები დააარსეს. ძველი ბერძენული თქმის თანახმად ეს ”ყველაზე შორეული ვოიაჟი” იყო უკიდურეს აღმოსავლეთში, რომელიც იმდროინდელი ელინისტური საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, საიდანაც მზე ამოდიოდა. ეს მიწა მდებარეობდა ალექსანდრე დიდის მიერ დაპყრობილ მიწათა აღმოსავლეთ საზღვართან. ფაზისი და დიოსკურია ბრწყინვალე ბერძნული ქალაქები გახდა, რომელიც დიდვაჭარი ოლიგარქების მიერ იმართებოდა, თუმცა მათ დროდადრო გარშემო მცხოვრები კოლხური ტომები აწუხებდნენ, სანამ საბოლოო ასიმილაციას განიცდიდნენ. სპარსეთის იმპერიის დაცემის შემდეგ კოლხეთის მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივად ცნობილი, როგორც ეგრისი, იბერიის სამეფოს ნაწილი გახდა დაახ. ძვ. წ. 302 წელს. თუმცა კოლხეთი იბერიას მალევე გამოეყო და რამდენიმე მცირე სამთავროდ დაიშალა. კოლხეთის სამთავროები დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ რეგიონის მითრიდატე პონტოელის მიერ დაპრყობამდე (ძვ. წ. 101).
პონტუს შემოსვლა [რედაქტირება]
რომაელთა მმართველობა [რედაქტირება]
კოლხეთის მმართველები [რედაქტირება]
კოლხთა მმართველებზე მწირი ინფორმაცია მოიპოვება:
- აიეტი — ბერძენთა მიერ აღწერილია, როგორც ძვ. წ. XVII-XVIსს კოლხთა ძლევამოსილი მეფე და ზოგიერთ ისტორიკოსთა მიერ ისტორიულ პერსონად არის მიჩნეული, თუმცა ამის დამადასტურებელი სხვა წყარო არ არსებობს.
- მეგარონი (ძვ.წ. 495-460წწ) — მეფე სავლაკის მამა, ან ერთ-ერთი ვერსიით მისი ბიძა. აიეტიდების დინასტიის ხელისუფალი და კოლხეთის რეგულარული არმიის შემქმნელი.
- მენერტასი (ძვ.წ. 535-495წწ) — კოლხეთის ძლევამოსილი მეფე, რომელმაც აღადგინა ჰოლხთა გაპარტხებული სამეფო და უძლიერეს სამხედრო მანქანად აქცია მთელს კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში (ბერძ.წყაროებზე დაყრდნობით).
- ქუჯი — ეგრისის ერისთავი იბერიის მეფე ფარნავაზ I-ის (ძვ. წ. 302-237) დაქვემდებარებაში (შუასაუკუნეების ქართულ წყაროებზე დაყრდნობით).
- აკე (ბასილეუს აკუ) (ძვ. წ. IV საუკუნის დასასრული) — კოლხთა მეფე; მისი სახელი ნაპოვნია მის მიერ გამოშვებულ მონეტაზე.
- საულაკესი — "მეფე" ძვ. წ. II საუკუნეში (ზოგიერთ უძველეს წყაროზე დაყრდნობით).
- მითრიდატე ქრესტუსი (ძვ. წ. 83) — პონტუსის დაქვემდებარებაში.
- სავლაკი (ძვ. წ. 460-420წწ) — აიეტიდების დინასტიის ერთ-ერთი უძლიერესი მეფე, რომელმაც შესძლო სპარსელთა ძლევამოსილი ჯარების დამარცხება.
- არისტარქე (ძვ. წ. 65-ძვ. წ. 47) — პომპეუსის დინასტია.
- მაქარესი (ძვ. წ. 65) — პონტოს დაქვემდებარებაში.
კოლხები ბერძნულ მითოლოგიაში [რედაქტირება]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- თენგიზ ვერულავა - “აიას სამეფო”
- თენგიზ ვერულავა - "კოლხური ტომები - ხალიბები, ხალდები"
- კოლხეთის სამეფო
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ ნოდარ ასათიანი, მარიკა ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ოთარ ლორთქიფანიძე, გივი ჯამბურია, გიორგი ოთხმეზური, ოთარ ჯაფარიძე. საქართველოს ისტორია (X კლასის სახელმძღვანელო) - თბილისი, “ცისარტყელა”, 2001. გვ. 33


