სოფიკო ჭიაურელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფიკო ჭიაურელი
Sofiko000.jpeg
დაბ. სახელი სოფიო მიხეილის ასული ჭიაურელი
დაბ. ადგილი თბილისი საქ სსრ
დაბ. თარიღი 21 მაისი 1937
გარდ. თარიღი 2 მარტი 2008
თბილისი, საქართველოს დროშა საქართველო
წლები 1956—2008
მეუღლე(ები) გიორგი შენგელაია
კოტე მახარაძე
მშობლები მიხეილ ჭიაურელი
ვერიკო ანჯაფარიძე

სოფიკო ჭიაურელი (დ. 21 მაისი, 1937 — გ. 2 მარტი, 2008, თბილისი) — საბჭოთა და ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1976), სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტი (1979). შესრულებული აქვს როლები ასზე მეტ კინოფილმში. სოფიკო ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით „საუკეთესო ქალის როლისთვის" საერთაშორისო კონკურსებზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

სოფიკო ჭიაურელი დაიბადა თბილისში, ლეგენდარული მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში. ჰყავდა ორი ძმა: ოთარ ჭიაურელი (1915-1964) და რამაზ ჭიაურელი. სოფიკო ასევე განთქმული კინორეჟისორის გიორგი დანელიას დეიდაშვილი იყო.

1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ბ. ბიბიკოვის სტუდია) 1960-64 და 1968 წლიდან კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობია, ხოლო 1964-68 წლებში კი — რუსთაველის თეატრის.

სოფიკო ორჯერ იყო გათხოვილი, პირველად გიორგი შენგელაიას გაჰყვა, შემდეგ კი კოტე მახარაძეს.

გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 2008 წლის 2 მარტს თბილისში, 71 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მეუღლის - კოტე მახარაძის გვერდით.

სპექტაკლები[რედაქტირება]

მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი:[რედაქტირება]

  • ნოდარ დუმბაძე "მე ვხედავ მზეს" ხატია, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე
  • ანა აღლაძე "მღელვარე დღეები" კიწი, რეჟ. ვერიკო ანჯაფარიძე ნიკოლას პერიალისი "ბაფთიანი გოგონა" გოგონა, რეჟ. ანზორ ქუთათელაძე
  • უილიამ შექსპირი "რომეო და ჯულიეტა" ჯულიეტა, რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი
  • ჟან ანუი - "ჟანა დარკი" ჟანა დარკი, რეჟ. ლევან მირცხილავა
  • სოფოკლე "ანტიგონე" ანტიგონე, რეჟ. დოდო ალექსიძე
  • ნიკოლოზ გოგოლი "ქორწინება" აგაფია ტიხონოვნა, რეჟ. დოდო ალექსიძე
  • ალექსანდრე ოსტროვსკი "ტალანტები და თაყვანისმცემლები" ნეგინა, რეჟ. დოდო ალექსიძე
  • ვინა დელმარი "იქნებ ბავშვები ფრინველებს ჰგვანან?" როდა, რეჟ. ვერიკო ანჯაფარიძე
  • კარლ გუცკოვი "ურიელ აკოსტა" ივდითი, აღადგინა ვერიკო ანჯაფარიძემ
  • ფრიდრიხ დიურენმატი "მილიარდერის ვიზიტი" კლარა ცეხანასიანი, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
  • ივან ბუკოვჩანი "მამლის ყივილამდე" მარიკა მონდოკოვა, რეჟ. ნუგზარ გაჩავა
  • კიტა ბუაჩიძე "ეზოში ავი ძაღლია" სარე, რეჟ. გოგი თოდაძე
  • პოლ ზინდელი "გვირილა" ბეტი, რეჟ. სოფიკო ჭიაურელი
  • ედუარდო დე ფილიპო "ნეაპოლი - მილიონერთა ქალაქი" ამალია, რეჟ. გოგი თოდაძე
  • ჰენრიკ იბსენი "მოჩვენებანი" რეგინა, რეჟ. თემურ ჩხეიძე
  • მერაბ ელიოზიშვილი "ბერიკონი" იანო, რეჟ. ლევან მირცხულავა
  • ლევ ტოლსტოი "ანა კარენინა" ანა კარენინა, რეჟ. მედეა კუჭუხიძე
  • ტენესი უილიამსი "იგუანას ღამე" მექსინ ფოკი, რეჟ. მედეა კუჭუხიძე
  • ფრიდრიხ შილერი "ვერაგობა და სიყვარული" ლედი მილფორდი, რეჟ. თემურ ჩხეიძე
  • ჯაბა იოსელიანი "საქართველოს უკანასკნელი დედოფალი" დარეჯანი რეჟ. მედეა კუჭუხიძე
  • ილია ჭავჭავაძე "კაცია ადამიანი" დარეჯანი, რეჟისორი თემურ ჩხეიძე
  • ე.დე ფილიპო "ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი" ამალია რეჟ. გოგი თოდაძე
  • რ. კლდიაშვილი "საპოვნელა" მათიკო რეჟ. მედეა კუჭუხიძე
  • კარლ გუცკოვი "ურიელ აკოსტა" ესთერი, დადგმა კოტე მარჯანიშვილის. აღადგინა სოფიკო ჭიაურელმა
  • რ. კლდიაშვილი "იადონას თეატრი" იადონა, რეჟ. გოგი თოდაძე

რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრი:[რედაქტირება]

  • უილიამ შექსპირი "ზაფხულის ღამის სიზმარი" ჰერმია, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
  • ე. ლაბიში "ჩალის ქუდი"ანაისი, რეჟ. რობერტ სტურუა
  • მაქსიმ გორკი "მდაბიონი" ელენა ვასილიევნა, რეჟ. გიორგი ტოვსტონოგოვი
  • ბერტოლდ ბრეხტი "სეჩუანელი კეთილი ადამიანი" შე-ნტე, შუი-ტა, რეჟ. რობერტ
  • ჟან ანუი "ანტიგონე" ანტიგონე, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი

ვერიკო ანჯაფარიძის ერთი მსახიობის თეატრი:[რედაქტირება]

  • მ. სანტანელი "დედა დედოფალი" რეჯინა, რეჟ. თ. კოშკაძე
  • რეზო კლდიაშვილი "მარტოობის ბინადარი" ეკა, რეჟ. ნანა მჭედლიძე
  • ინგა გარუჩავა, პეტრე ხოტიანოვსკი "პლანეტების დაბადება" მასხარა
  • გაბრიელ გარსია მარკესი "სიყვარულის სულთათანა" გრასიელა, რეჟ. თემურ ჩხეიძე

კინოროლები:[რედაქტირება]

სოფიკო ჭიაურელი

პრემიები და წოდებები:[რედაქტირება]

  • 1964 წ. საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1976 წ. საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1979 წ. სომხეთის სახალხო არტისტი
  • 1957, 1965, 1966, 1972, 1973, 1976, 1978, 1992 საერთაშორისო ფესტივალებზე პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის
  • 1980 სახელმწიფო პრემია
  • 1996 წ. ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია
  • 1997 წ. ღირსების ორდენის კავალერი
  • 1998 წ. შ. რუსთაველის სახელობის პრემია
  • 2000 წ. კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • 2002 წ. ნ. ჩხეიძის სახელობის პრემია
  • 2003 წ. ”ეკრანის დედოფალი” ვერა ხოლოდნაიას სახელობის პრემია

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: