თურაშაული

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თურაშაული, ძველი ქართული ვაშლის ზამთრის ჯიში. აქვს მომრგვალო ფორმის ვარჯი. მოსავალს იძლევა მე-10 - მე-12 წელს, უხვმსხმოიარეა, ერთი ხიდან საშუალო მოსავალია 250-300 კგ, მეწლეა. ნაყოფი მომრგვალო, ოდნავ კონუსური, სქელკანიანია, ფერად მწვანეა და მუქი მოწითალო ზოლები დასდევს. რბილობი თეთრია, ტკბილი და წვნიანი. ოქტომბრის შუა რიცხვებში იკრიფება და გაზაფხულამდე ინახება. ტრანსპორტაბელურია. იყენებენ ნედლად და გადასამუშავებლად, გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში, ქართლში, მესხეთში, სამხრეთ ოსეთსა და კახეთში. განარჩევენ თურაშაულის ქართლურ, მესხურ, კახურ და ლეჩხუმურ კლონებს. დაავადებათა მიმართ გამძლეა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ახვლედიანი შ., ქსე, ტ. 5, გვ. 10-11, თბ., 1980
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები